სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

среда, 30 апреля 2014 г.

საშინაო დავალება 02/05/14


  • ქართული___,,წისქვილი"; დასაწერად_N10(169) სამუშაო რვეულში-გვ.66
  • მათემატიკა___ ,,სიმრავლეთა თანაკვეთა" , N4-ის და N5-ის პირველი სვეტ.
ბუნება___ უპასუხეთ, დაწერეთ რვეულში, წიგნიდან არ გადწერეოთ !!![118]
ავადმყოფობის გამომწვევი რამდენი სახეობა არსებობს?
სად ,,უყვართ" მათ ყოფნა?
რა აწუხებს ადამიანს ?
რა  სეიძლება იყოს გაცივების მიზეზი ?
რატომ არ უნდა მივუახლოვდე ადამიანს, რომელიც ახველებს და აცემინებს?
რას ვაკეთებთ დაცემინების დროს?
რა არის გრიპი?
რა აწუხებს ადამიანს გრიპის დროს?
რას ნიშნავს გრიპის ეკიდემია?
რა სჭირდება ავადმყოფს გრიპის დროს?

вторник, 29 апреля 2014 г.

საშინაო დავალება 30/04/14

  • ქართული___,,სიკეთის უკვდავება"_თხრობით,გრამატიკული მასალა იკითხეთ ყოველდღე.
  • მათემატიკა___N8 და9 [81]
  • ბუნება__გრიპი და გაციება

понедельник, 28 апреля 2014 г.

***

                                                                                                 
    




воскресенье, 27 апреля 2014 г.

საშინაო დავალება 29/04/14


  • ქართული___,,სიკეთის უკვდავება"-კითხვით; დასაწერად - N6 წერითი სამუშაო
  • მათემატიკა___ "ქვესიმრავლე"[80] N5[81)
  • პრეზენტაცია ყველას ჰქონდეს ხვალ, ბუნებაში - დიდი მადლობა ყველა მოსწავლეს , ვინც დღეს მოვიდა მომზადებული!!!

пятница, 25 апреля 2014 г.

ჯგუფური მუშაობა 15/04/2014





დაჩი [ 0-ის მიწერა დაგვავიწყდა , გვაპატიეთ :))) ]  და ალექსანდრა

განცხადება



დავალება გვაქვს წიგნების მდგომარეობის დადგენასთან დაკავშირებით უმორჩილესად გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ, ზედმიწევნით ზუსტად გადაამოწმოთ წიგნების მდგომარეობა ზუსტად მომწერეთ ინფორმაცია ყველა სახელმძღვანელოს მდგომარეობის შესახებ (ტელეფონით ,სკაიპით, ფეისბუქით) და მომწეროთ უვარგისი წიგნების დასახელება (საგანი )
 ინფორმაციის მოწოდება სასწრაფოა დღეს და ხვალ (არაუგვიანეს შაბათისა)

მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფაპროგრამა
ინფორმაცია სკოლის მიერ მიღებული წიგნების მდგომარეობის შესახებ (მეორე ეტაპი)

ამონარიდი რეკომენდაციიდან :
...   განათლების სამინისტრო ატარებს დამატებით კვლევას, რომლის მიზანია დაზუსტდეს პირველ ეტაპზე გაკეთებული შეფასებები[ჩატარდა] და პროგნოზი.

დასახული ამოცანის შესრულება დაკავშირებულია ორი სახის მონაცემების შეგროვებასთნა:
სკოლაში არსებული ვარგისი სახელმძღვანელოების რაოდენობის დაზუსტება
  ...
ზუსტად მომწერეთ ინფორმაცია ყველა სახელმძღვანელოს მდგომარეობის შესახებ
პატ. ირინა მას.

четверг, 24 апреля 2014 г.

საშინაო დავალება 28/04/14

ბუნება__
  1. რისთვის გვჭირდება საკვები?
  2. რამდენი ჯგუფის საკვები არსებობს?
  3. რა შეიძლება გავიგოთ საკვები პროდუქტის ეტიკეთით?
  4. რა არის ბაქტერია?
  5. რა არის ვირუსი?

ქართული___
  1. დასაწერად-'ჭრიჭინა და ჭიანჭველა"[შინაარსი].
  2.   "პოვერ პოინტში" პრეზენტაცია "ჭიანჭველა"[მასალა ბლოგზეც შეგიძლიათ მოძებნოთ]
  3. "კალამი"_მოყოლით, კითხვებზე-პასუხი ზეპირად ;
  4.  166-ე გვერდს გადახედეთ.
მათემატიკა___
  1. სამი სახის დავალება სურვილის მიხედვით 
  2. ივარჯიშეთ ელექტრონულ ტაბულაზე , გვექნება  შეჯიბრი  გაყოფაზე!!!
მადლობა ყველას ერთკვირიანი დავალების შესრულებისთვის, ასევე გულწრფელი შევსებისთვის !!!
პრეზენტაციებს ველოდებიიიიი ...:)

გერმანული___
 

среда, 23 апреля 2014 г.

საშინაო დაველება 25'04'14

  • ქართული___"თავაზიანი საუბარი";  "ჭრიჭინა და ჭიანჭველა";დასაწერად__N4,5[161
იგავ-არაკი — ზნეობრივ- დამრიგებლური ხასიათის თხზულება. მისი გმირები არიან ცხოველები, მცენარეები, საგნები, მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები (გაპიროვნება).



ივანე კრილოვი ანდრიას ძე  რუსი იგავთმწერალი.დაიბადა ღარიბი ოფიცრის ოჯახში.  კრილოვი ქადაგებდა ჰუმანურ იდეებს, ზნეობრივ სისპეტაკეს; დასცინოდა მლიქვნელობას, სიცრუეს, უმადურობასა და სხვ. მანკიერებებს . ებრძოდა უსაქმურობასა ("ჭრიჭინა და ჭიანჭველა", "ფუტკარი და ბუზი", "ობობა და ფუტკარი"); ქებათა ქებას ასხამდა   შრომას. ("მოხუცი და სამი ახალგაზრდა").

 გაიხსენეთ

მგელი და კრავი




ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,
მდინარის პირას მიადგა,
წყურვილის მოკვლა რომ ჰსურდა.
თურმე იმავ დროს მახლობლად,
საჭირბოროტოდ კრავისა,
დაძუნძულებდა პირღია
მგელი, მსურველი ავისა.
უეცრად სუნი რომ ეცა,
რადგანც ჩიჩია უყვარდა,
გამოიგონა შარები
და საცოდავ კრავს მივარდა.
შემოუძახა: „შე, ბრიყვო!
აქ როგორა სვამ წყალსაო,
რომ აღარ დასდევ კანონებს
და აღარც სამართალსაო?
ჩაგიდგამს წინა ფეხები,
შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო!
წყალს მიმღვრევ, აღარად მაგდებ,
აღარც კი იბერტყ ყურსაო!“
- „რა ბრძანებაა, ბატონო,
რას მერჩით მე საწყალსაო?
თქვენ ზევითა ხართ – მე ქვევით,
როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“
- „მაშ, მე ვსტყუიო? გაჩუმდი!
ნუ წაგიგდია ენაო!
შარშანწინდელიც კი მახსოვს
შენგან ბრიყვული წყენაო!“
- „ჯერ ერთი წლისაც არა ვარ,
შარშანწინ როგორ მნახეო?“
- „მაშ, ძმა ყოფილა ის შენი,
მიტომ მიგიგავს სახეო!“
- „არც ძმა მყავს, ჩემო ხელმწიფევ,
ტყვილა რადა მდებთ ბრალსაო?“
- „შენი მოგვარე ხომ იყო?
გადახდა უნდა ვალსაო!
მომწყინდა შენი ბღავილი,
ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო!
შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს,
მიზეზად ისიც კმარაო!“
უთხრა და ზურგზედ მოიდვა,
ტყეში წაიღო საწყალი.
დიდ კაცთან პატარა კაცსა
როდის გასვლია მართალი?
               ივანე კრილოვი
(აკაკი წერეთლის თრგმანი)


ბუზი და ლომი
ბაყაყი და ხარი
მაიმუნი და სათვალე
ბუზი და ლომი ბაყაყი და ხარი  მაიმუნი და სათვალე




  • მათემატიკა__"ქვესიმრავლე"  __N6,10 [81]

საშინაო დავალება 24/04/14

გთხოვთ ბავშვებს მიაღებინოთ მონაწილეობა




კინგსის ოფიციალური გვედრო ფეისბუკზე

  • ქართული___"ერთი მანეთის შოვნა "_მოყოლით ; დასაწერად__N[159] დაN8[160
  • მათემატიკა____

ინგლისური___

вторник, 15 апреля 2014 г.

დავალება არდადეგებზე

დავალება არდადეგებზე  
ვისაც შეუძლია ამობეჭდოს , ვინც ვერ შეძლებს ამობეჭდვას ,გადახაზეთ თაბახის ფურცელზე და ოთხშაბათს წამოიღეთ ... აღნიშნეთ რასაც გააკეთებთ, რაც რვეულშია ჩასაწერი ჩაწერეთ 

საშინაო დავალება 16/04/14

გთავაზობთ ტესტს __შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადახედოთ და შეცდომები გააანალიზოთ .

  • მათემატიკა___N5და6 [79]  ტესტებში დაშვებულ შეცდომებს გადახედეთ და გააკეთეთ რვეულში.
  • ქართული___''ორი სახნისი" N4[154]
გაიხსენეთ გაკვეთილი

თვითშეფასება და მასწავლებილის შეფასება.


понедельник, 14 апреля 2014 г.

ირაკლი კაკალაშვილი

თებერვლის ბოლო დღე იყო. პაწაწინა კვირტი დედას ყოველ  წუთს ეუბნებოდა
___დედა,მალე ვნახავთ მზესა და სხვა ჩვენნაირ კვირტებს?
___ნუ ნერვიულობ, მალე მოვა გაზაფხული, შენი სანატრელი დრო___ ამშვიდებდა დედა.
...და აი, დადგა ყველასთვის საყვარელი გაზაფხული, გაახილა თვალი პაწაწინა კვირტმა და რას ხედავს: მზე, სუფთა ჰაერი, წყარო მოჩუხჩუხებს, ბულბული გალობს და ყვავილები მღერიან, კვირტი ცოტა ხნით ჩაფიქრდა შემდეგ კი სიხარულით წამოიძახა:
___ გაზაფხულიიი!
დედამ მას გაუღიმა და გულში ჩაიკრა.


***
მარიამ კარიჭაშვილი
კვირტების კამათი

იყო ერთი კვირტებიანი ხე. ერთხელ კვირტებმა წაიკამათეს, არა მე ვარ ყველაზე ლამაზი, არა მეო. ხეზე იჯდა ბულბული და უთხრა მათ: რატომ კამათობთ? თქვენ ყველანი ლამაზები ხართ, არ უნდა კამათი. ჩვენ ყველა ლამაზები ვართ, მართალი ყოფილა ბულბული და ასე დამეგობრდნენ კვირტები.



***

ელენე ითაშვილი
პაწაწინა კვირტი
იყო და არ იყო რა ,იყო ერთი კვირტი.კვირტი მსხლის ხეზე იზრდებოდა და მოუთმენლად ელოდა იმ დღეს,როდესაც გაიშლებოდა და მთელ თავის სილამაზეს აჩვენებდა.მართლაც დადგა ეს დღე,კვირტი გაიშალა და ლამაზ თეთრ ყვავილად გადაიქცა.მაგრამ უეცრად ამოვარდა ძლიერი ქარი,ყვავილი ხეს მოწყვიტა და მიწაზე დააგდო.ეს დაინახა პატარა გოგომ.შეეცოდა ლამაზი ყვავილი,სახლში წაიღო და ლარნაკში მოათავსა.თეთრი ყვავილი ბედნიერი იყო,რომ გადარჩა და თან ასეთი კარგი მეგობარი გაიჩინა.


****

ლიზი თაქთაქიშვილი
პაწაწინა კვირტი
იყო ერთი პაწაწინა კვირტი.ის იყო ძალიან ლამაზი. მას ყავდა მეგობრები.ერთხელაც მოწყვიტა გოგონამ. გავიდა რამდენიმე დღე, გოგონას დაავიწყდა წყალში რომ ჩაედო და პაწაწინა კვირტი და დაჭკნა...გოგონამ იტირა,შეეცოდა კვირტი .წავიდა ისევ იმ ადგილას,სადაც კვირტი მოწყვიტა, მერე კვირტის მეგობრები მოწყვიტა და წაიყვანა.მეგობრებს ძალიან გაუხარდათ,მაგრამ როცა თავიანთი მეგობარი  დამჭკნარი დახვდათ.ძალიან ეწყინათ. გოგონა  კვირტს და მის მეგობრებს  ყოველ დღე უსხამდა წყალს.დამჭკნარი კვირტი გააცოცხლა მეგობრების აყვავებამ.მათი აყვავებით გაცოცხლდა დამჭკნარი კვირტიც. აი , რა ძალა აქვს მეგობრების სიყვარულს.