სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

საბავშვო სიმღერები
















 ალილო, შობა თენდება,
ახალი წლის სიხარულს რა შეედრება.
რეკავენ ზარები, დილა თენდება,
სითბო და სიკეთე დაგვებედება.

წუთებს დაითვლის ჩვენი საათი
და სულ მალე იწყება შობის ზღაპარი.
მე ჯადოსნური ეტლით ვიარე ,
რადგან თქვენთან წუთით ვერ დავიგვიანებ.

ალილო....

ზეცა ინთება როგორც სანთელი,
ამ  ლამაზ გათენებას ჰქვია სახელი .
შობის დილაა, დილა ნათელი,
ციდან ჩვენთვის ეშვება თეთრი ფანტელი .

ალილო...
ალილო...


მონახე ეს სიმღერა        ალილო  დააკლიკე


კანფეტების  თოვლი
სიზმრად ვნახე, გარეთ თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა,
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა,
ეზოში შემომეგებნენ მოსეირნე წყვილები
კანფეტების ჭამისაგან შავი ჰქონდათ კბილები.


მისამღერი:
.. გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა,
თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა X2

ლიმონათში ბანაობდა ციცქნა ჩიტი ღაბუა
პატარებმა გააკეთეს შოკოლადის ბაბუა,
მამალოს დააჭენებდნენ ნიკუშა და თამრიკო
ჩვენი მურაც გარეთ იყო ყეფით ეზო აიკლო.

მისამღერი X2

.. გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა; გარეთ თოვდა X2

ნეტავ მართლა თუ ახდება უცნაური სიზმარი
კამფეტებს რომ ვიღაც აბნევს მაცოდინა ვინ არის?
ანგელოზი მომეპარა ძილში სახემცინარი
ალბათ მიტომ დამესიზმრა ტკბილზე ტკბილი სიზმარი.

მისამღერი X2

..
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ფიფქებო...
თოვლის ფანტელებო, თოვლის ფანტელებო  თეთრად რომ დაფარეთ მთები  ყველგან თუ ჩერდებით  ჩემს ხელისგულებზე  ასე მალე რატომ დნებით?  მისამღერი: ..ფიფქებო, ფიფქებო ..   ქათქათა ფიფქებო ----X2  თქვენი მოსვლა მე რომ ასე მიხარია არ იცით, არ იცით ალბათ , მინდა მოგეგეროთ ქათქათა ფიფქებო , ცოტა ხნით ნურსად ნუ წახვალთ.  მისამღერი....ფიფქებო, ფიფქებო ..  ქათქათა ფიფქებო ----X2

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
დაგვიზამთრდა
ლექსი: ცირა ქიტიაშვილი, კომპოზიტორი ლიანა მოისწრაფიშვილი
ჩუმად, ჩუმად ციდან ფიფქი ცვივა, ..  ჩაითბუნეს დათუნებმა  ცივა, ცივა, ცივა  - - -X2  გაისუსა, გაინაბა ნაკადული ურჩი , თოვლის ქურქით შეიმოსა ხეები და ბუჩქი.  ჩუმად, ჩუმად ციდან ფიფქი ცვივა, .  ჩაითბუნეს დათუნებმა ცივა, ცივა, ცივა  - - -X2  თეთრი ცელქი ფანტელები ეფინება მთა-ველს,  ბეღურები, ყვანჩალები შეჰფარვიან ნაძვებს.  ჩუმად, ჩუმად ციდან ფიფქი ცვივა,  ციყვებს თეთრი ქურქი აქვთ და სულაც არა სცივათ- - X2   ხტუნაობენ ხიდან ხეზე უხარიათ თოვლი ციდან თოვლი, ციდან თოვლი  თეთრი თოვლი მოდის.  ჩუმად, ჩუმად ციდან ფიფქი ცვივა,  ..  დაგვიზამთრდა, დაგვიზამთრდა ცივა, ცივა, ცივა X2

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
წელი ახალი
წელი ახალი პაწაწინების ოცნება ყველა ზღაპარი, ყველა სურვილი ახდება .. მოვიდა ნათელი დღე სიხარულს მოგვიტანს ჩვენ X2 დაგვბედებოდეს ბედნიერება, სიკეთე მრავალჟამიერ სიხარულსა და იმედებს .. ახალ წლის ლამაზი დღე ფიფქებმა გვაჩუქეს ჩვენ X2 დაგვბედებოდეს ბედნიერება, სიკეთე მრავალჟამიერ სიხარულსა და იმედებს .. მოვიდა ნათელი დღე სიხარულს მოგვიტანს ჩვენ X2