სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

Показаны сообщения с ярлыком მათემატკის მოყვარულთათვის. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком მათემატკის მოყვარულთათვის. Показать все сообщения

воскресенье, 8 декабря 2013 г.

მათემატკის მოყვარულთათვის



I
ამოცანა

ციფრების გადახაზვა
რიცხვში 4938107 გადახაზე 3 ციფრი ისე, რომ დარჩენილმა ციფრებმა (იგივე თანმიმდევრობით) შეადგინოს:
) შეძლებისდაგვარად ყველაზე დიდი ოთხნიშნა რიცხვი
) შეძლებისდაგვარად ყველაზე პატარა ოთხნიშნა რიცხვი


II
ამოცანა

მეგობრები
ნინო, მარიამი და თამარი ერთ რიგში სხედან (არააუცილებლად ამ თანმიმდევრობით). ერთ-ერთს უყვარს პოეზია, მეორეს იტაცებს კლასიკური მუსიკა, მესამე კი კარგად ხატავს. მოცემულია, რომ:
1)
ის, ვინც მარჯვნიდან პირველი ზის, კარგად ხატავს;
2)
მას, ვინც ნინოს მარცხნივაა, უყვარს პოეზია;
3)
ხოლო მას, ვინც მარიამის მარჯვნივაა, იტაცებს კლასიკური მუსიკა.
ვის რა უყვარს და ვინ სად ზის?


III
ამოცანა

ნაყინი
იას ნაყინის საყიდლად 19 თეთრი აკლდება, დათოს კი - 1 თეთრი. მათ ფული რომც შეკრიბონ, ნაყინის საყიდლად მაინც არ ეყოფათ.
რა ღირს ნაყინი და რამდენი აქვს თითოეულს?


IV
ამოცანა

ქონდრისკაცი და ჯადოსნური ხე
ქონდრისკაცის სიმაღლე 1 მეტრი და 30 სანტიმეტრია. ის რგავს ჯადოსნურ ხეს. ჯადოსნური ხის ნერგის სიმაღლეა 8 სანტიმეტრი და მისი სიმაღლე ყოველდღიურად ორმაგდება.
რამდენ დღეში გახდება ჯადოსნური ხე ქონდრისკაცზე უფრო მაღალი?


V
ამოცანა

რა დღეა?
ეს დღე არ მოსდევს სამშაბათს და არც ოთხშაბათის წინა დღეა; გუშინ კი შაბათი არ ყოფილა და არც ხვალ არის შაბათი; გუშინწინ არ იყო ხუთშაბათი და არც ზეგ იქნება ოთხშაბათი. რა დღეა ეს დღე?

1.კანფეტები პაკეტში
პაკეტში ორი დასახელების კანფეტებია. დაუნახავად, რა უმცირესი რაოდენობის კანფეტები უნდა ამოვიღოთ პაკეტიდან, რომ მათ შორის აღმოჩნდეს:
1) ორი ერთნაირი დასახელების კანფეტი;
2) სამი ერთნაირი დასახელების კანფეტი.


2.ათლარიანის დახურდავება
რამდენი ხერხით შეიძლება 10-ლარიანი კუპიურის ნაკლები ღირებულების კუპიურებად დახურდავება? (გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში ბრუნვაშია 1, 2 და 5 ლარიანი კუპიურები).
 


III-IV კლასი, ვარიანტი 1,
III-IV კლასი, ვარიანტი 2