I ამოცანა
ციფრების გადახაზვა
რიცხვში 4938107 გადახაზე 3 ციფრი ისე, რომ დარჩენილმა ციფრებმა (იგივე თანმიმდევრობით) შეადგინოს:
ა) შეძლებისდაგვარად ყველაზე დიდი ოთხნიშნა რიცხვი
ბ) შეძლებისდაგვარად ყველაზე პატარა ოთხნიშნა რიცხვი
II ამოცანა
მეგობრები
ნინო, მარიამი და თამარი ერთ რიგში სხედან (არააუცილებლად ამ თანმიმდევრობით). ერთ-ერთს უყვარს პოეზია, მეორეს იტაცებს კლასიკური მუსიკა, მესამე კი კარგად ხატავს. მოცემულია, რომ:
1) ის, ვინც მარჯვნიდან პირველი ზის, კარგად ხატავს;
2) მას, ვინც ნინოს მარცხნივაა, უყვარს პოეზია;
3) ხოლო მას, ვინც მარიამის მარჯვნივაა, იტაცებს კლასიკური მუსიკა.
ვის რა უყვარს და ვინ სად ზის?
III ამოცანა
ნაყინი
გიას ნაყინის საყიდლად 19 თეთრი აკლდება, დათოს კი - 1 თეთრი. მათ ფული რომც შეკრიბონ, ნაყინის საყიდლად მაინც არ ეყოფათ.
რა ღირს ნაყინი და რამდენი აქვს თითოეულს?
IV ამოცანა
ქონდრისკაცი და ჯადოსნური ხე
ქონდრისკაცის სიმაღლე 1 მეტრი და 30 სანტიმეტრია. ის რგავს ჯადოსნურ ხეს. ჯადოსნური ხის ნერგის სიმაღლეა 8 სანტიმეტრი და მისი სიმაღლე ყოველდღიურად ორმაგდება.
რამდენ დღეში გახდება ჯადოსნური ხე ქონდრისკაცზე უფრო მაღალი?
V ამოცანა
რა დღეა?
ეს დღე არ მოსდევს სამშაბათს და არც ოთხშაბათის წინა დღეა; გუშინ კი შაბათი არ ყოფილა და არც ხვალ არის შაბათი; გუშინწინ არ იყო ხუთშაბათი და არც ზეგ იქნება ოთხშაბათი. რა დღეა ეს დღე?
1.კანფეტები
პაკეტში
პაკეტში ორი დასახელების კანფეტებია. დაუნახავად, რა უმცირესი
რაოდენობის კანფეტები უნდა ამოვიღოთ პაკეტიდან, რომ მათ შორის აღმოჩნდეს:
1) ორი ერთნაირი დასახელების კანფეტი;
2) სამი ერთნაირი დასახელების კანფეტი.
2.ათლარიანის დახურდავება
რამდენი ხერხით
შეიძლება 10-ლარიანი კუპიურის ნაკლები ღირებულების კუპიურებად დახურდავება?
(გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში ბრუნვაშია 1, 2 და 5 ლარიანი კუპიურები).
ბავშვებო , აქ, კომენტარებში დაწერეთ პასუხები!!!
ОтветитьУдалить1) 9817 - ყველაზე დიდი ოთხნიშნა რიცხვი
ОтветитьУдалить3107 - ყველაზე პატარა ოთხნიშნა რიცხვი
2) მარიამი (პოეზია) – ნინო (კლასიკური მუსიკა) – თამარი(ხატვა)
ლევანი აბუაშვილი
3) გიას საერთოდ არ აქვს ფული, დათოს კი 18თეთრი.
ОтветитьУдалитьნაყინი ღირს 19 თეთრი.
4) I დღეს ნერგი – 8სმ–ია
II დღეს 8+8=16სმ
III დღეს 16+16=32სმ
IV დღეს 32+32=64სმ
V დღეს 64+64=1მ28სმ
VI დღეს 128+128=2მ56სმ
პასუხი: ჯადოსნური ხე ქონდრისკაცზე მაღალი გახდება ხუთ დღეში 2მ56სმ.
5) ეს დღე არის ხუთშაბათი.
ლევანი აბუაშვილი
1) ა)9387
ОтветитьУдалитьბ)3107
2) ნინო ზის შუაში - უყვარს მუსიკა
მარიამი ნინოს მარცხნივ ზის- უყვარს პოეზია
თამარი ნინოს მარჯვნივ ზის - უყვარს ხატვ
4) ჯადოსნური ხე მეხუთე დღეს იქნება ქონდრის კაცზე უფრო მაღალი.
5) ეს დღეა ხუთშაბათი
ლუკა ცხვედაძე
1. ყველაზე დიდი რიცხვი-9817
ОтветитьУдалитьყველაზე უმცირესი რიცხვი-3107
2. ნინო ზის შუაში და უყვარს კლასიკური მუსიკა
მარიამი ნინოს მარცხნივ არის - უვარს პოეზია
თამარი ნინოს მარჯვნივ არის - უყვარს ხატვა
4. I დღე-8*2=16
II დღე-16*2=32
III დღე-32*2=64
IV დღე-64*2=128
V დღე-128*2=256
ჯადოსნური ხე ქონდრის კაცზე მაღალი მე-5 დღეს იქნება.
5. ეს დღე ხუთშაბათია.
ირაკლი
Удалить