სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

მოხუცთა თავშესაფარში

პროექტი " ჩვენც მოვხუცდებით"



2015 წლის   19 აპრილს , სკოლის დირქტორის ქ-ნ ლელა ნერგაძის , ასევე თვითმართველობის დახმარებითა და გვერდში დგომით , მოვახერხეთ და შეძლებისდაგვარად ხელდამშვენებულნი (რისთვისაც  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს , ასევე თანადგომისთვის )ვესტუმრეთ  მოხუცთა თავშესაფარს „ჩვენი ოჯახი“ , მოვინახულოთ  ჩვენი    ბებიკოები(უკვე ასე მოიხსენიებენ მათ ჩემი პატარები), მივულოცეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და „კვირაცხოვლობა“, მოვეფერეთ  და გულში ჩავიკარით. ბავშვებმა დაწერეს სიყვარულით და სითბოთი სავსე წერილები , გააფორმეს , მოხატეს ბარათები თავიანთი პატარა ხელებით და გადასცეს ბებიებს სამახსოვროდ. საოცარი ემოციებით დატვირთული და დადებითად დამუხტულები წამოვედიტ იქიდან. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივ ქალბატონებს მადლიერების გამოხატვისთვის , გულღია დახვედრისთვის, ხალისიანობისთვის, ტკბილი სიმღერისთვის , ცეკვისთვის _ ჩემს მოსწავლეებს ს ამუდამო ტკბილ მოგონებად ექცათ 2015 წლის 19 აპრილი.



















































2 комментария:

  1. დიდებული ქალბატონი ბრძანდებით ქალბატონო ირინა. თქვენ ბრძანდებით ნამდვილი პედაგოგი. თქვენი აღზრდილები ნამდვილად გამოადგებიან ჩვენ სამშობლოს. იხარეთ და იდღეგრძელეთ. პატივისცემით მაია ახალაძე

    ОтветитьУдалить
  2. გაიხარეთ , ქალბატონო მაია, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ იმ კეთილ საქმეში , რომელსაც თქვენ ემსახურებით ... მადლიანი და საოცრად კეთილი ადამიანი ბრძანდებით :)

    ОтветитьУдалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!