* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
ჰოლანდიის ქალაქ უგსტეგში ადამიანის სხეულის მუზეუმი არსებობს. მუზეუმს რეალური ადამიანის ფორმა აქვს, შიგნით კი სტუმრებს ადამიანის სხეულში მოგზაურობა შეუძლიათ.
ექსკურსია შენობის "ფეხზე არსებული ჭრილობიდან" იწყება და თავის ქალაში სრულდება. აქ ჩვეულებრივი სამუზეუმო დარბაზების ნაცვლად, სხეულის ნაწილების დათვალიერების საშუალება მოგეცემათ. ექსკურსიის დროს სტუმრები ადამიანის შიგნეულობას ”მოინახულებენ”.
...ინდოეთში ყველაზე დაბალი ქალი ცხოვრობს.
ის ამ სტატუსით 18 წლის ასაკში გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა.
აფრიკული კამეჩი, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცხოველია აფრიკის კონტინენტზე. ისინი ყოველწლიურად 500-მდე ადამიანს კლავენ. აფრიკული კამეჩები ჯოგებად გადაადგილდებიან და თავდასხმასაც გუნდურად ახდენენ, მსხვერპლს კი რქებით უსწორდებიან. . თურმე: ბეჰემოთმა ზებრა გადაარჩინა :)
ქართლის დედა” სოლოლაკის ქედზე 1958 წელს აღიმართა. ცნობილი მოქანდაკის-ელგუჯა ამაშუკელის 20 მეტრიანი სკულპტურა თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიდგა. თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, ხის ალეგორიული ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა. თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ამის გამო ხის ფაქტურა 1963 წელს ალუმინით დაიფარა, რათა ქანდაკება არ დაზიანებულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ სკულპტურა მრგვალი ქანდაკების პრინციპითაა შექმნილი, მისი სრულად აღქმა ფრონტალურად ყველაზე უკეთაა შესაძლებელი. ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალის გამოსახულებას ხელში ხმალი და ღვინის თასი უჭირავს. თასი სიმბოლურად ქართულ სტუმართმოყვარეობაზე მიანიშნებს, ხოლო ხმალი მტრის დასახვედრად მუდმივი მზადყოფნის მაუწყებელია. მკაცრად ფრონტალური და სტატიკური ,,ქართლის დედა” განსაკუთრებული ადგილმდებარეობის გამო შორიდანვე იქცევს ყურადღებას. იცით?