სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

Показаны сообщения с ярлыком რელიგია. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком რელიგია. Показать все сообщения

воскресенье, 6 мая 2012 г.

გიორგობას გილოცავთ !!!





ჩემდა გასაოცრად ,,აღმოვაჩინე"", [ცოტა დაგვიანებული ხომ არაა :)))) ], რომ კლასში გიორგი არ მყავს , განსაკუთრებით რომ მიმელოცა მისთვის დღევანდელი დღე. გასაოცრად იმიტომ , რომ ეს სახელი ძალიან გავრცელებულია საქართველოში და  ყოველ მესამე ვაჟს , მაინც ,ჰქვია ალბათ.  გფარავდეთ წმინდა გიორგის მადლი !!!


წაუკითხეთ პატარებს !   წმინდა გიორგის წამება და საკვირველებანი.







суббота, 14 апреля 2012 г.



იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:25 საათზე გადმოვიდა. საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი, რომლის გარდამოსვლასაც მორწმუნენი დღეს დილიდან ელოდებოდნენ, იერუსალიმის მართლმადიდებელთა პატრიარქმა თეოფილემ გამოიტანა.


იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 15:18 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხირეკს, აგრეთვე - ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმა.


მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.


მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . გოლგოთა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვაი , რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო...
 განვლო საუკუნეებმა, არაერთმა მორწმუნემ გაიარა ეკლიანი გზა ქრისტესი, მაგრამ კაცთაგან არავის აღმოხდენია იმგვარად სრულყოფილი ლოცვა, ჯვარცმულ ავაზაკს რომ აღმოხდა,

არც ვინმეს სმენია იმგვარი იმედის მიმცემი სიტყვები, ავაზაკს რომ ესმა ლოცვის პასუხად სამყაროს ჯვარცმული შემოქმედისაგან: - „... დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“.
წითელი პარასკევი


სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია.
. . . . .     არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც. წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა. წარმართმა ტიბერიუსმა მიუგო: მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამის თქმაზე კვერცხი გაწითლდა. ნიშნად ასეთი დიდი სასწაულისა, ქრისტიანებში ტრადიციად იქცა სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა. კვერცხებს წითელ პარასკევს ღებავენ იმის მოსაგონებლად, რომ ამ დღეს ჯვარს აცვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. წითელი კვერცხი - აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, წითელი ფერი კი იესო ქრისტეს წმიდა სისხლის ფერია. აღდგომის კვერცხი ნიშანია ქრისტეს წმიდა სისხლით გაწმედილი ჩვენი მარადიული ცხოვრებისა. 

воскресенье, 8 апреля 2012 г.

ბზობას გილოცავთ !!!

მივეგებოთ ბზის ტოტებით უფალს ჩვენსას, როგორც ჩვენს სულიერ მხსნელსა და მაცხოვარს; მივეგებოთ უფალს, როგორც მომნიჭებელს საუკუნო ცხოვრებისას, მართალთათვის რომ არის განმზადებული ზეცას და ვუგალობოთ საზეიმოდ: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.



суббота, 7 апреля 2012 г.

ხარებას გილოცავთ, მრავალს დაგასწროთ უფალმა!!!

ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
განცხადება
საშინაო დავალება
ორშაბათი ,9 აპრილი, დასვენების დღეა, შესაბამისად სწავლა არ არის ; ხოლო 12-დან  18-ის ჩათვლით კი არის  სააღდგომო არდადეგები! გისურვებთ ბედნიერ დასვენებას!!!