სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

მე-4 კლასში გაკეთებული პროექტები

ირინა ზაქარეიშვილი _დაწყებითი კლასების მასწავლებელი
მე-41 კლასი

ჩატარებული აქტივობები და პროექტები

პროექტი ..ნორჩი მწერალი
მიზანი :

Ø  მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
Ø  შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში;
საღი მსჯელობა;
Ø  აზრის ეფექტურად გამოხატვა წერილობით ,თუ სიტყვიერი ფორმთ;
Ø  სხვადასხვა სახის ტექნოლოგიების შესწავლა, რომლი გამოყენებაც
შესაძლებელია მოსწავლეების და მასწავლებლების მიერ;
Ø  სხვადსახვა ხასიათის,მიზნისა და დანიშნულების წერილობითი ტექსტების შეთხზვა ;
Ø  კლასის ,,გამომცემლობისშექმნა;
Ø  მკითხველის დარბაზი.

 


ბავშვების მიერ აკინძული წიგნები
  (დააკლიკე და გადადი ლინკზე)
2015 წლის   19 აპრილს , სკოლის დირქტორის - ლელა ნერგაძის , ასევე თვითმართველობის დახმარებითა და გვერდში დგომით , მოვახერხეთ და შეძლებისდაგვარად ხელდამშვენებულნი (რისთვისაც  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს , ასევე თანადგომისთვის )ვესტუმრეთ  მოხუცთა თავშესაფარსჩვენი ოჯახი“ , მოვინახულოთ  ჩვენი    ბებიკოები(უკვე ასე მოიხსენიებენ მათ ჩემი პატარები), მივულოცეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დაკვირაცხოვლობა“, მოვეფერეთ  და გულში ჩავიკარით. ბავშვებმა დაწერეს სიყვარულით და სითბოთი სავსე წერილები , გააფორმეს , მოხატეს ბარათები თავიანთი პატარა ხელებით და გადასცეს ბებიებს სამახსოვროდ. საოცარი ემოციებით დატვირთული და დადებითად დამუხტულები წამოვედიტ იქიდან. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივ ქალბატონებს მადლიერების გამოხატვისთვის , გულღია დახვედრისთვის, ხალისიანობისთვის, ტკბილი სიმღერისთვის , ცეკვისთვის _ ჩემს მოსწავლეებს ამუდამო ტკბილ მოგონებად ექცათ 2015 წლის 19 აპრილი.

მიზანი:
Ø პიროვნული და მორალური განვითარებ;
Ø პიროვნების განვითარება სოციალური და სულიერი კუთხით ;
Ø  პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო,


პროექტი  ,,კოსმოსი“
მიზანი:
Ø  დამოუკიდებლად მუშაობა , ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება
Ø  პრეზენტაციების გაკეთება ,ნახატების შექმნა-გამოფენა(ინტეგრირება ,,ხელოვნებასთან“,აქვე_მშობლების ჩართულობა )
Ø  პრეზენტაციის გაკეთების უნარის გამომუშავება
Ø  პლანეტების გაცნობა
Ø თვალსაწიერის გაფართოება -  ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
Ø  როლური თამაში ,ინსცენირება _ მინისპექტაკლი ,,პლანეტების აღლუმი“





Ø  პროექტი :,,გაავარჩინოთ დედამიწა“
მიზანი:

Ø  საუბარი თემაზე : ,,რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას“,
Ø გარემოს დაცვის კულტურა __გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
Ø  ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
Ø  სკოლის ,,ეკო-კლუბში გაწევრიანება და აქტიური ჩართულობა;
Ø  პრეზენტაციების გაკათება _ჯგუფური მუშაობა;
Ø  ურთიერთთანამშრომლობა.



პროექტი : ,,საქართველოს მეფეები“
მიზანი და აქტივობები:

Ø  საქართველოს ისტორიის გაცნობა ,მიმოხილვა
Ø პატრიოტული ცნობიერება - სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
Ø  მეფებზე ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში
Ø  ნახატების გამოფენა
Ø  ინსცენირება __ ,,ჩემი სამშობლო საქართველოა“

~

საახალწლო ღონისძიება
მიზანი:
Ø  მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნა;
Ø თვითშეფასების დონის ამაღლება;
Ø თავისუფალი პიროვნების ფორმირება;
Ø ყველა ბავშვი უნიკალურია.__ მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, 
 
პროექტი: "გადავარჩინოთ დედამიწა"




















მინი-პროექტი ,,არა ბარბარიზმებს“
მიზანი : ,,აღმოვაჩინოთ“ ბარბარიზმები და აღმოვფხვრათ ისინი და დავიცვათ ენის სიწმინდე
აქციაში ჩართვა

(დააკლიკე  და გადადი ლინკზე)
                                         ერევნის დღიურები  
მოგზაურობა ერევანში პროექტი: " სომხურ-ქართული ხიდები:
                 
                                           

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!