გ.რამიშვილის სახელობის #20 საჯარო სკოლა. პედაგოგი ირინა ზაქარეიშვილი
სხვა გვერდები
- მთავარი გვერდი
- ყმაწვილთათვის ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა
- საკითხავი მასალა
- პრეზენტაციები
- გვერდი მათემატიკისთვის
- ჩვენი ფოტოები და ვიდეოები
- საინტერესო ამბები ... ისტორია და სხვ.
- ჩემი გვერდი ლემილზე
- კარგი განწყობისთვის :) და ზოგიც ისე , არ დავიწყებისთვის ...
- საბავშვო სიმღერები
- ს ხ ვ ა დ ა ს ხ ვ ა
- გამოფენა
- სამყარო
- საინტერესო წინგის მაღაზიები საქართველოში
- პ რ ო ე ქ ტ ე ბ ი
- გამრავლების ტაბულა
- პუნქტუაციის წესები
- მოგონებები მწერლებზე
- სასარგებლო ბმულები
- ექსკურსია შიომღვიმეში
- იყო და არა იყო რა...არდადეგებზე საკითხავი :)
- მე-4 კლასის ტესტები
- გაკვეთილების ცხრილი მე-4 კლასი
- მსოფლიო კლასიკა
- ონლაინ ბიბლიოთეკა
- მ ა რ ტ ყ ო ფ ი19.05.12
- ჩვენ YouTube.com-ზე
- მოგზაურობა ერევანში
- მე-4 კლასში გაკეთებული პროექტები
- მოხუცთა თავშესაფარში
...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.
. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი
...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]
ყმაწვილთათვის ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა
ღმერთო მოწყალეო, მამაო, და ძეო, და სულო წმიდაო, შენ შეიტკბე, აკურთხე და კეთილაღზარდე ბავშვები ჩვენი. მოანიჭე მათ სარწმუნოება მტკიცე, რამეთუ გარეშე სარწმუნოებისა შეუძლებელია ცხოვრება. უფალო და მეუფეო, დაჰნერგე გულთა შინა მათსა სიყვარული შენი, სიყვარული მამულისა, სიყვარული მშობელთა, სიყვარული მოყვასისა. აღავსე სულიერი და ფიზიკური ძალით ჩვენი ერის მომავალი. მოჰმადლე მათ ნიჭი სწავლისა და სიყვარული წიგნისა. მოანიჭე მათ სასოება, თავმდაბლობა, მორჩილება და სიწმიდე, რათა იქნან ტაძარნი სულისა წმიდისა. ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, შენ ხარ ნათელი ქვეყნისა, შენ ხარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ატარე ჩვენი შვილები სიწმიდისა და სიმართლის გზით, რათა გმირული სულით აღვსილნი, გულანთებულნი მამულის სიყვარულითა, გახდნენ ღირსნი მარადიული, ნეტარი ცხოვრებისა. აკურთხე დღეგრძელობითა, აღავსე მშვიდობითა და სიხარულითა, რათა იხილონ მათ შვილნი და შვილთაშვილნი თვისნი. აშორე მტერი კაცთა ნათესავისა და მოუვლინე ანგელოზნი მფარველნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, აღავსენ ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველმყოფელი ჯვარისა და მეოხებითა მთავარანგელოზთა და ყოველთა ზეციერთა ძალთა, ლოცვითა წმიდათა წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მღვდელმთავართა, მოწამეთა, უვერცხლოთა მკურნალთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა, შუამდგომლობითა წმიდისა დედისა ჩვენისა _ ნინო ქართველთ განმანათლებელისათა, წმიდისა დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველმოქმედისა გიორგისათა, წმიდისა დიდებულისა ქალწულმოწამისა ბარბარესითა და ყოველთა რწმენისა და მამულისათვის წამებულთა და თავდადბულთა მეოხებითა.
ღმერთო ძლიერო, შენ აცხოვნე ერი ჩვენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ამინ!