...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.
...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.
მიმდინარე [2015] წლის 11 ივნისს ქალბატონ რიფსიმესა და ბატონ აშოტ ბლიანის სპეციალური მიწვევით ვიმყოფებოდი ერევანში .
მე, აშოტ ბლიანი და ჯგუფის
ხელ-ლი ვიქტორია ბალავაძე
...და ასე გავემგზავრეთ ერევანში .ჩემთან ერთად, რა თქმა უნდა ,იყვნენ ჩემი მოსწავლეები და მათი მშობლები
მანქანას ველოდებით , ერთი სული გვაქვს როდის გავემგზავრებით :))
...დავიძარით... გზა მშვიდობისა ერევნისკენ!!!
საოცარად თბილი და სტუმართმოყვარენი არიან ჩვენი მასპინძლები,ძალიან უშუალო და ყურადღებიანები...
იმავე საღამოს გავემართეთ კლასიკური მუსიკის კონცერტზე __ ძალიან ვისიამოვნეთ და საოცარი შთაბეჭდილებებით წამოვედით იქიდან.
...და აი, გათენდა მხიარული დილა_ ვარჯიშებით და ცეკვებით, საოცარია, ეს ენერგია და განწყობა მიგყვება მთელი დღის განმავლობაში.
***
ხელოვნების პედაგოგმა ჩემს პატარებს ქვაზე მოახტვა ასწავლა . ბავშვები, სომეხ თანატოლებთან ერთად ,ხალისით შეუდგნენ საქმეს ,შექმნეს ლამაზი კომპოზიციები .
საღამოს კი ღამის ერევანი დავათვალიერეთ ,რომელიც საოცრად ლამაზია . მოცეკვავე ფანტანების ფონზე კლასიკურ მელოდიას ვუსმენდით და ვტკბებოდით...
ბავშვებისგან ავიღე ინტერვიუ
***
დილა ისევ ვარჯიშით და ცეკვით დავიწყეთ ,შემდეგ კი ბავშვებმა კედელი მოხატეს .
შესვენების შემდეგ სხვა სკოლაში წავედით და იქ ჩვენი ბლოგის და ბავშვების
ნამუშევრების პრეზენტაცია გვქონდა
საქმიანი სეხვედრის შემდეგ აუზში ცურვა გველოდა
***
ძალიან კარგი მასპინძლები არიან ერევნელები , აღარ იცოდნენ რითი ესიამოვნებინათ ჩვენთვის . ძალიან კა ყოფილი ვიყავი იმით , რომ ჩემი მოსწავლეებ და მათი მშობლები გახარებულ-ი და ბედნიერები იყვნენ ...
საოცარი სიურპრიზი მოგვიწყო ბატონ აშოტ ბლიანმა _ ქალაქია ერთ-ერთ მოედანზე , ღია ცის ქვეშ, გაგვიმართეს კონცერტი ,
***
მოვინახულეთ წმინდა რიფსიმეს ტაძარი_ რიფსიმეს ტაძარს უწოდებენ ქალაქის ჭიშკარს. ტაძარი აშენდა 618 წელს წმ. რიფსიმეს ტანჯული სიკვდილის ადგილზე. წმინდანი აქვეა დაკრძალული.
ლიზი ჭელიძემ მოამზადა რეფერატი წმინდანის ცხოვრებაზე.
ბავშვებმა ასევე გაიხსენეს სახელოვანი ქართველი წინაპრები , წაიკითხეს ლექსები... ძალიან ამაღლებული განწყობა დაგვეუფლა ყველას.
დიდი მადლობა ჩემო კარგებო ასეთი მონდომებისთვის.
...
მოვინახულეთ ეჩმიაძინის კომპლექსი _ საოცრად გრანდიოზული და შთამბეჭდავი.
***
განა შეიძლებოდა არ მოგვენახულებინა ,,სევანის ტბა"...
პიკნიკიც მოვაწყვეთ ტბის სანაპიროზე კიდევ უფრო მოვეფერეთ ერთმანეთს.
ყველაფერი ძალიან კარგი იყო, შევიძინეთ მეგობრები, გავეცანით მათ კულტურას, მოვინახულეთ ღირსესანიშნავი ადგილები...გავეცანით მათ სკოლებს , სწავლების მეთოდებს და ა.შ.
უღრმესი მადლობა საუკეთესო მასპინძლობისთვის, ეს დღეები საუკეთესო მოგონებად დარჩება ჩვენთვის.
ვიდოკოლაჟი
ფოტოგალერეა
,,მეგობრობის ხე,, თბილისიდან ჩატანილი
******
და ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს ქობულეთში
და აი, შედეგიც სახეზეა ...აი, ესაა მეგობრობის ხიდი
კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე >>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!
spaosiba za vsiooooo :) <3
ОтветитьУдалить