სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

четверг, 13 февраля 2014 г.

ახალი წელი 2014

დღეს გვქონდა ფილმის ,,ჯადოსნური ღამე" პრეზენტაცია . ფილმის ჩვენებამდე ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები :))

მომევალში უკეთ მოვემზადებით და უფრო ლამაზად წარვსდგებით თქვენ  წინაშე , თუმცა მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი ...:)) რაღაც უფრო ბუნებრივი იყო ეს ყველაფერი , შეიძლება ლექსის მხატვრულად წაკითხვა ყველამ ვერ შეძლოს , მაგრამ მთავარი ეს ხომ არაა ,მთავარია პოეზიის სიყვარული და ის მონდომება რომელიც მათში  იგრძნობოდა . ჩემო საყვარლებო,ჩემო ცელქებო და ცუგრუმელებო  დიდი მადლობა თქვენ , ასეთი მონდომებისთვის და იმისთვის , რომ ასე მახალისებთ , მახარებთ  და მავსებთ ენერგიით   ... კიდევ ერთხელ გეტყვით___ მ ი ყ ვ არ ხ ა რ თ!!!
ხანდახან ასე ვხალისობთ 
ლექსების წაკითხვის შემდეგ ვუყურეთ ფილმს. ფილმი დაგვიმონტაჟა ანა კანდელაკის დედამ, ქეთი მორჩილაძემ , რომელმაც გამოიჩინა კეთილი ნება და იმის მიუხედავად , რომ ეს საქმე ძალიან შრომატევადია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს , არ დაგვზარდა და გაგვიკეთა, ასეთი კარგი, საჩუქარი , რომელიც, ვფიქრობ, კარგი სამახსოვროა ჩემი ბავშვებისთვის .  გაწეული შრომისთვის დიდ მადლობას გადავუხდი ,თქვენთან ერთად ,ჩვენს საყვარელ ქ ე თ ი ს!!
ფილმში ზეიმის ზოგიერთი მომენტი არ არის ასახული , ტექნიკური მიზეზების გამო :)  , რისთვისაც ვიხდით ბოდიშს ... იმ ეპიზოდებს ცალკე შემოგთავაზებთ...
ფოტოკოლაჟი   
 დასაწყისი
დასაწისი

  
პრეზენტაციები

1 комментарий:

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!