სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

საკითხავი მასალა

ქართული ანბანის უნიკალურობა#.TwweHUeoxwc.faceboo
მოუსმინეთ , საინტერესოა !         (უფროსებისთვის)


><><<><><>><<>><><<><><><><<<><><><><><><><><><><

სარჩევი
*გლეხკაცი და ქილა ერბო




რევაზ ინანიშვილი – ჩიტუნიას ლოცვა

გამოვიდა შენი ჩაგორგოლებული ბებია, ხელში ხის დიდი კოვზი ეჭირა, მიქნევდა იმ კოვზს და მეუბნებოდა:
_ ქვეყანა ავსებულა ასკილის ყვავილით. წადი, კაცო, შენც დაკრიფე. ეს შვილიშვილები რომ გიხარია, მურაბები არ უნდათ? ზამთარი რომ დადგება, თოვლს რომ ჩამოჰყრის, ქარი რომ დაუზუზუნებს, ჩაი რომ გაგემრიელდება, რა უნდა მივატანებინოთ იმ ჩაიზე?
_ ცოტა ხანს დამაცადე და წავალ-მეთქი. _ ცოტა ხანსაც ვწერე, მერე გადავიკიდე ჩანთა და სულ ძუნძულ-ძუნძულით ჩავედი ჭალაში.
ის ჩვენი ჭალა ასკილის ბუჩქებით არის სავსე და ის ბუჩქები სულ გადაპენტილი იყო ყვავილებით. დავიწყე კრეფა. ვკრეფ, ვკრეფ, ვბეჯითობ. ჯერ მუჭაში მოვიგროვებ სიფრიფანა ფურცლებს, მერე ჩანთაში ვიყრი, ერთ ბუჩქთან რომ მომწყინდება კრეფა, მეორე ბუჩქთან მივდივარ.
მივადექი ერთ ლამაზ ბუჩქსაც. ავწვდი ყვავილებით დახუნძლულ ტოტს და_ფრი-ფრი-ფრი!_გაძვრა, პაწაწინა ჩიტუნია ბულბულა, ჰო, ჰო, ბულბული კი არა, ბულბულა, გადაფრინდა სხვა ბუჩქზე და იქიდან ყელყელაობს, მე მიყურებს. ამას აქ ბუდე ხომ არა აქვს-მეთქი. გავწი-გამოვწიე ტოტები, შევიჭვრიტე ბუჩქში და, მართლაც, ლამაზად მომრგვალებული პატარა ბუდე დავინახე.
ავიწიე ფეხის წვერებზე, ჩავიხედე შიგ და დამეღიმა, _ ბუდეში ხუთი მთლად პაწია რუხი კვერცხი იდო.
_ წი-წი-წი! _ ფრენით შემომიარა ირგვლივ ჩიტუნიამ, _ კაცოო, შენი ჭირიმეო, ეგ კვერცხები არ დამიმტვრიოო.
მე გავუღიმე და ვუთხარი:
_ ნუ გეშინია, ჩიტუნია, მე კეთილი კაცი ვარ, კვერცხებს რად დაგიმტვრევ. მე პატარა შვილიშვილები მყავს, შენც გამოჩეკე პაწაწინა ბარტყები და ვიყოთ, _ შენ შენს ბარტყებთან, მე _ ჩემს შვილიშვილებთან.
აქეთ-იქით გაწეული ტოტები ფრთხილად მივაფარე ბუდეს და წამოვედი, მახლობელ ბუჩქს ამოვეფარე, მინდოდა მენახა, რას იზამდა ის პატარა ჩიტუნია. მაშინვე ცახცახ-ფართხალით მიფრინდა ბუდესთან, ნახა, ყველა კვერცხი თავის ადგილზე იდო, ერთი მოითქვა სული, მერე ამოძვრა მაღლა, წამოსკუპდა ყველაზე მაღალ ტოტზე, წამოიწია ჩემკენ და გალობით მოჰყვა ლოცვას.
- გმადლობ, კეთილო კაცო, კვერცხები რომ არ დამიმტვრიეო.
ასწია კიდევ უფრო მაღლა ყელი და ახლა ცას შეჰგალობა: – ცაო, ლამაზო მზეო, შენ გაუზარდე კეთილ კაცს თავისი პატარები, თავისი პატარა შვილიშვილებიო.
მეც დიდი მადლობა გადავუხადე ჩიტუნიას დალოცვისათვის და წამოვედი, განვაგრძე ჩემი საქმე, ასკილის ყვავილების კრეფა.
ზამთარი რომ დადგება, თოვლი რომ მოვა, ცივი ქარი რომ აზუზუნდება და ცხელი ჩაი გაგემრიელდება, მურაბას მაშინ გაჭმევთ.
ახლა გაჭამოთ?
ეგ ბებიას საქმეა, ეგ უკვე ბებიკოს უნდა სთხოვოთ.




გლეხკაცი და ქილა ერბო
იყო ერთი ღარიბი გლეხი.არც სახნავი ჰქონდა, არც სათესი, არც სახლი და არც კარი . ერთ დღეს იგი ქალაქს წავიდა სამუშაოდ. გზაზე ერთი ქილა ერბო იპოვა. აიღო ქილა , ყურში ჯოხი გაუყარა და მხარზე გაიდო. მიდის და გზადაგზა გამდიდრებაზე ოცნებობს:
...........-ჩავალ ქალაქში, ერბოს მანეთად გავყიდი, იმ ფულით თორმეტ ვარიკას ვიყიდი , დავზრდი,  დავასუქებ, მერე ჩავიყვან ქალაქს და თითოს ათ-ათ შაურად გავყიდი, ნაშოვნი ფულით გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ და ორ-ორ მანეთად გავყიდი , შემდეგ სახარე ხბორებს ვიყიდი, ხარებად გავზრდი . გავმართავ ურემს, გუთანს, მოვხნავ, დავღესავ და ავაშენდები.
...........ამ ფიქრებში რომ არის, ვითომც ურემს შეშა კიდეც დაუდო და ქალაქს გასაყიდად მიაქვს. __აქ ხომ ხარი ძნელად გაივლის, ხმა უნდა მივცეო,- და შესძახა:
 ..........__ ჰამოო! - თან ჯოხიც მოუქნია. ერბოიანი ქოთანიძირს დავარდა და გატყდა, ერბოც სულ დაიღვარა .  დარჩა  მეოცნებე გლეხი ისეთივე ღარიბი, როგორიც იყო.

მეფე  და გლეხი


ერთხელ ერთი მეფე თავისი ამალით სანადიროდ წავიდა. შეუმჩნევლად ჩამოშორდა ამალას და ფიქრებში გართულმა გაუვალ ტყეში ამოყო თავი. შეჩერდა, იქაურობას თვალი მოავლო და დაინახა, რომ ერთი გლეხი შეშას ჭრიდა. მეფე მიუახლოვდა გლეხს და ხმამაღლა შესძახა:
— გამარჯვება შენ და შენს შრომას!
— მართლაც რომ გამარჯვება უნდა ჩემს შრომას. დილიდან წამოსული ვარ და ბარაქა ვერ მოვკიდე ნამუშევარს, — მიუგო გლეხმა.
— ალბათ დიდი ოჯახს ინახავ და გიჭირსო, — უთხრა მეფემ.
— ჩემი ოჯახი ექვსი სულისგან შედგება: ჩემი მშობლები, ორი შვილი, მე და ჩემი მეუღლე.
— შემოსავალს როგორ ანაწილებო? — შეეკითხა მეფე.
— ჩემს შემოსავალს ბევრი განაწილება არ სჭირდება, ვალს ვიხდი და ამავე დროს ვავალებ, — მიუგო გლეხმა.
მეფე ჩააფიქრა გლეხის პასუხმა: რას უნდა ნიშნავდეს, ვალს ვიხდი და ამავე დროს ვავალებო!
იქნებ თხვენც ჩაუფიქრდეთ გლეხის პასუხს?

მეფემ გლეხს ჰკითხა, რას ნიშნავს შენი პასუხიო? გლეხმა განუმარტა: ვალს ვიხდი იმიტომ, რომ მშობლებს ვინახავ, მე ხომ მათგან დავალებული ვარ, და ვავალებ იმიტომ, რომ შვილებს ვინახავ, სიბერის ჟამს ხომ შვილებმა უნდა შემინახონო…

სად არის გაზაფხული         (.წერეთელი)

 თოვლი ტირის, თოვლი ტირის,
 იწურება ზამთარი,
 მალე მოვა გაზაფხული,
 ნეტავ ახლა სად არის?
 მიწაშია ჩამალული,
 ყინვისაგან დამფრთხალი,
 ყვავილებად ამოხეთქავს,
 როცა წავა ზამთარი!


გიგილოს ჩხიკვები

Monadire.Com - ჩხიკვი
(აქ წაიკითხეთ ინფორმაცია ჩხიკვზე, ასევე მოუსმინეთ მას)

ამ ამბავს მთიანი სოფლიდან გიგზავნით. იქნებ თქვენ ზღაპრად მოგეჩვენოთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ მხარეში ასეთი ამბებიც ხდება.
კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩხიკვი მეტად ეშმაკი და ჭკვიანი ფრინველია. მაგრამ თურმე მისი მოშინაურებაც შეიძლება, ბარტყები უნდა მოიყვანო შინ. არა, ბარტყების მოპარვა ფრინველისათვის მეტად ცუდი საქმეა, მაგრამ ამასაც კადრულობს ზოგი. ჰოდა, ჩვენ გიგილოსაც უპოვია დაბურულ ტყეში ჩხიკვების ბუდე და სამი ბარტყი შინ წამოუყვანია. გაუკეთა პატარა ფრინველებს გალია და ზრდიდა როგორც შეეძლო. როცა ჩხიკვები დაფრთიანდნენ და წამოიზარდნენ, გარეთაც გამოუშვეს. საოცარი სანახაობა იყო: ეს ცისფერფრთიანი ონავრები ქათმებთან და ინდაურებთან ერთად კენკავდნენ პურის მარცვალს, სიამოვნებით შეექცეოდნენ ჭუკებისათვის მოხარშულ მხალსაც. ჯერ გიგილოს ეზოს მიეჩვივნენ, მერე კი მეზობლებთანაც დაიწყეს გადაფრენა, სახლებში შედიოდნენ და იქაურობას ალიაქოთში ხვევდნენ: თაროებიდან ჯამ-ჭურჭელს ჰყრიდნენ დაბლა. ნემსებს, მახათებსა და წინდის ჩხირებს იტაცებდნენ და შინ, გიგილოსთან მიჰქონდათ; წყაროსთან შეკრებილ ქალებს ჩაუქროლებდნენ და თავსაფრებს სტაცებდნენ; მამაკაცებს ქუდებს ხდიდნენ და გიგილოს ბოსტანში აგროვებდნენ; ბავშვებს ხომ მოსვენებას არ აძლევდნენ - მთელი დღე მათთან თამაშსა და ანცობაში იყვნენ გართულნი. განსაკუთრებით მოწითალო ფერები იზიდავდათ. ოლოს წითელი თავსაფარი ერთხელ მთელი დღე აფრიალეს აღმა-დაღმა და ბოლოს დიდი კაკლის კენწეროზე ჩამოჰკიდეს; ნანუკას ჭრელი ქუდი
ისე მოეწონათ, რომ თავიანთ გალიაში შეიტანეს და ზედ მოიკალათეს. გასაშრობად გარეთ გაფენილ ბავშვების ტანსაცმელს თუ კარგად არ დაამაგრებდნენ, უმალ მოიტაცებდნენ და სადმე ტოტზე ჩამოჰკიდებდნენ.




ზაფხული იდგა და გიგილოს მეზობლები გარეთ სუფრის გაშლასაც ვერ ბედავდნენ, უმალ პატარა ჩხიკვები დაეცემოდნენ თავს, ჭიქებსა და თეფშებს ამოაბრუნებდნენ, ყველს, პურსა და მწვანილს დაურიდებლად იტაცებდნენ. მთელი უბანი ხალისობდა მათი საქციელით, თუმცა ხანდახან თავსაც აბეზრებდნენ ზოგიერთებს. თუ ვინმეს რაიმე დაეკარგებოდა, გიგილოს მიაკითხავდა, შენს ჩხიკვებს ხომ არ მოუტანიათო. რას არ კადრულულობდნენ ეს ეშმაკები, ერთხელ მოხუც ეფრემას აბოლებული ყალიონი გამოაცალეს ხელიდან. ქალები ეზოში ვეღარ ხელსაქმობდნენ. საქსოვ-საკერავი შინ შეჰქონდათ და კარ-ფანჯრებს ხურავდნენ, გიგილოს ჩხიკვებმა არაფერი მოგვტაცონო.
- კიდევ კარგი, ურემს, უღელსა და თოხ-წერაქვს ვერ ერევიან ეგ ოხრები, თორემ უსაქმოდ დავრჩებოდითო, - ამბობდნენ გლეხები.
გიგილო გახარებული იყო. მთელი დღე თავის ჩხიკვებს უთვალთვალებდა, ეძახდა და საზრდოს აწვდიდა, თუმცა ფრინველები სარჩოს თვითონაც შოულობდნენ, ყველა სუფრა მათთვის არ იყო გაშლილი? გიგილო გაჯავრებულ მეზობლებსაც ამშვიდებდა და უბოდიშებდა, ნუ გეწყინებათ, ჯერ პატარები არიან, მალე დაჭკვიანდებიან და ამ ეშმაკობას მოიშლიანო.
ერთ დღეს კი პატარა ჩხიკვები სადღაც გაუჩინარდნენ. ყველას გული დასწყვიტა მათმა წასვლამ, ყველას მოაკლდა მათგან მოგვრილი მხიარულება.
- როგორ გვართობდნენ, კაცო, რა კარგები ყოფილან, ჩვენ კიდევ ვუბრაზდებოდითო, - ამბობდნენ გიგილოს მეზობლები, - და ტყისკენ იმედით იყურებოდნენ, იქნებ დაგვიბრუნდნენ ჩვენი გამხალისებელი ჩხიკვებიო.
გიგილო ხომ ადგილს ვერ პოულობდა, მთელი დღე ტყეში დაეხეტებოდა, უსტვენდა და ეძახდა თავის ჩხიკვებს, მაგრამ ამაოდ.




- რა მოხდა, რატომ აიყარეს პატარა ჩხიკვებმა სოფელზე გულიო? - უკვირდათ ერთად შეკრებილ მეზობლებს.
- მე გეტყვით მაგათ ამბავსო, - ყალიონს მოუკიდა მოხუცმა ეფრემამ და დაიწყო, - ერთ ადრიან დილით, როცა გიგილოსაც და თქვენც, ყველას გეძინათ, კაკლის ხეზე ორი დიდი ჩხიკვი შევნიშნე, რომლებიც გიგილოს ჩხიკვებს ეხმიანებოდნენ. მალე სამივე ბარტყი მათთან მიფრინდა და ახლოს ჩამოსხდნენ. მერე დიდხანს მესმოდა მათი ჩხავილი და სხვადასხვა ხმები. ჩხიკვების ენა არ ვიცი, მაგრამ კარგად ვხვდებოდი ყველაფერს. დიდი ჩხიკვები ტუქსავდნენ პატარებს. ის ორი დიდი ჩხიკვი გიგილოს ჩხიკვების დედ-მამა იყო, რომლებმაც ძებნის შემდეგ მიაკვლიეს თავიანთ შვილებს და ახლა ტყისაკენ ეპატიჟებოდნენ.

- შვილებო, ჩვენ დიდად გავიხარეთ თქვენი ნახვით, ახლა დროა, მორჩეთ ადამიანებთან ცხოვრებას და ჩვენთან ერთად წამოხვიდეთო.
- ჩვენ ძალიან მოგვწონს აქ ყოფნა, ხალხს ვუყვარვართ და ჩვენც გვიყვარს ისინი, მათთან თამაშს რა სჯობიაო? - ეუბნებოდნენ შვილები.
- ჰო, შვილებო, მაგრამ რამდენი დღე გავლიეთ თქვენზე დარდში, რამდენი გეძებეთ! ნუთუ მშობლებს გვერდი
უნდა უქციოთ და აქ დარჩეთ? ჩხიკვებს ჩვენი ცხოვრება გვაქვს და მას უნდა მივსდიოთ, ხალხის გასართობად როდი გავუჩენივართ ღმერთსო.
შეებრალათ შვილებს მაშვრალი მშობლები, სამივენი მათთან მიფრინდნენ, ნისკარტები და ფრთები შეახეს, თითქოს იგრძნეს მშობლიური სითბო. მერე კი დიდმაც და პატარა ჩხიკვებმაც ფრთები გაშალეს და ტყისაკენ გაფრინდნენ. ასეა, ყველა თავის მშობლიურ ადგილს უნდა დაუბრუნდეს, სრულფასოვანი ცხოვრებით რომ იცხოვროს. გარეულ ფრინველებს ჩვენთან ცხოვრება არ არგიათ, მათ თავიანთი წესი და რიგი გააჩნიათ, ჩვენზე კარგადაც აქვთ მოწყობილი ცხოვრებაო, დაამთავრა სიტყვა მოხუცმა.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>


8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა!!!


         ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამ დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
          დავით მეოთხე (1089-1125) სატახტო ქალაქ ქუთაისში 1073 წელს დაიბადა. იგი 16 წლის ასაკში ავიდა ტახტზე. დავითის დროს დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობა. მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა. მან თურქ-სელჩუკებისგან დარბეული ქვეყანა აღადგინა და დიდგორის ომში ისინი დაამარცხა.
        დავითის სახელს უკავშირდება გელათის ტაძრის მშენებლობა. მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გელათის აკადემია.
მადლიერმა ქართველმა ერმა მეფეს აღმაშენებელი უწოდა.
........................................................................................................................................................................

სვეტიცხოველი

1010-1029 წწ.



        სვეტიცხოველი მდებარეობს მცხეთაში, თბილისიდან 20 კმ-ზე.
ტაძრის შიგნით, გუმბათის მახლობლად სვეტებზე დაყრდნობილი კოშკისებური ნაგებობა - ეს არის საკუთრივ "სვეტიცხოველი". აქ ინახებოდა სასწაულმოქმედი სვეტის ნაწილი, რომლის ქვეშაც მარხია კვართი უფლისა.
         აქ არიან დასაფლავებული: ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და სხვა დიდებულები.
გადმოცემის თანახმად, მცხეთის მკვიდრი ებრაელი ელიაზარი დასწრებია იესო ქრისტეს ჯვარცმას. ჯვარიდან მისი ჩამოხსნის შემდეგ მას რომაელი ჯარისკაცებისგან შეუძენია კვართი უფლისა და საქართველოში ჩამოუტანია. მცხეთაში ჩამოსულ ელიაზარს მისი და - სიდონია შეგებებია, რომელსაც ტირილით ჩამოურთმევია ქრისტეს კვართი, გულში ჩაუკრავს და მსწრაფლ სული განუტევებია. ვერავინ შესძლო იგი მიცვალებულისათვის ხელიდან გამოეგლიჯა და სიდონია ძვირფას კვართიანად დაუკრძალავთ. მის საფლავზე უზარმაზარი ლიბანის ნაძვის ხე ამოსულა, რომლის ქვეშ ზამთარ - ზაფხულ ყვავილნი ყვაოდნენ.

337 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს ნინო განმანათებლის რჩევით, განუძრახავს ტაძრის აგება იქ, სადაც დაკძალული იყო კვართი უფლისა. მოუჭრიათ საფლავზე ამოსული ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ.



 ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი - ყველაზე დიდი და გაბრწყინებული მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო "სუეტი ცხოველი" - სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი, რომელის სახელიც ეწოდა ტაძარს.


შემდეგში ამ პირველი, ხის ეკლესიის ადგილას V -ის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010 - 1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.

 ლეგენდის მიხედვით, რადგან სვეტიცხოველის მშენებელს მასწავლებლისათვის უჯობნია და თანაც მეფე გიორგის რჩეული ქალი შეყვარებია, მისთვის ხელი მოუკვეთიათ. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე, ზემოთ, გამოსახულია ხელი, რომელსაც გონიო უპყრია. გვერდით წარწერაა: "ხელი მონისა არსუკისძისაი, შეუნდვეთ".                                  

                                 
XI ს-ში სვეტიცხოვლის მშენებლობა დაწყებულა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის (1001-1014 წწ.) დროს. ძირითადი სამუშაოები მიმდინარეობდა მეფე გიორგი I (1014-1027 წწ.) მეფობის პერიოდში, ხოლო დასრულებული სახე ტაძარმა მიიღო ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) მეფობის ხანაში. სხვადასხვა მონაცემების შეჯერების შედეგად დაზუსტდა, რომ სვეტიცხოველი შენდებოდა 19 წლის განმავლობაში - (1010-1029 წწ.).



მოდიოდა ნინო მთებით

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
Citi da bavSvi
erT deda Cits tyeSi ,  xeze ,bude  hqonda. bavSvma miagno budes da bartyebis amosxma moindoma. Citma es rom dainaxa , amofrinda budidan da ise moimkvdaruna Tavi , TiTqos daretianebuli  iyo. bavSvma ifiqra  es bartyebi sad gameqcevian , modi jer dedas daviWero. roca Citma bavSvi budes moaSora , maSinve , swrafad gafrinda da  iqaurobas  gaecala . bavSvs undoda , bude mainc epova , bevri eZeba , magram  raRas ipovida __Sors  iyo !
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>იაკობ გოგებაშვილი<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IVს.)


ხსენება 4(17) დეკემბერი


წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. გოგონას ძალიან უყვარდა თვალწინ გადაშლილი წალკოტის ყურება, ხშირად ფიქრობდა ამ მშვენიერების შემქმნელზე და ბოლოს მიხვდა, რომ უნდა არსებულიყო ერთი შემოქმედი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემძლე, რომელიც ყველაფერს ქმნის და ყველაფერს ანიჭებს სიცოცხლეს. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.
წმიდა ბარბარე სიკვდილის წინ უფალს შეევედრა: ყველა, მისი მოწამეობრივი აღსასრულის მომხსენიებელი, უზიარებლად გარდაცვალებისაგან დაეფარა. მართლაც, ზეციდან მოისმა ხმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი ლოცვა უფალმა შეიწყნარა.
წმიდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება.
მართლმადიდებელი ეკლესია ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენებას 17 დეკემბერს აღნიშნავს.


,,თუ სიმდიდრე დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს!..   და შემდეგ: თუ ჯანმრთელობა დაკარგე, - არა უშავს, --ცოცხალი ხომ გადარჩი! მაგრამ თუკი დაკარგე მადლი ღვთისა, შენ მართლაც ყველაფერი დაგიკარგავს!"
 
ღმერთო კარგად გვიმყოფე ჩვენი პატრიარქი!!!

ნაწყვეტი ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან ,,გაზაფხული"
ღალღა
...- მშვიდობა შენდა, გაზაფხულის სტუმარო, მშვიდობა შენსა მოსვლას. მრავალ წელსაც გვახარებ გაზაფხულის მოსვლასა. გიშველა ღმერთმა, რომ ზამთრისაგან დაჩაგრული გული გამიმხიარულე. - ეუბნებოდა ცალფეხზე მდგომი ღალღა ენძელას და თან თავის გრძელ ნისკარტს მიწაში ურევდა.
- არ გეშინია ზამთრისა, რომ მაგრე გულადად ამოსულხარ? უყურე ამ შენს ახლო მდებარე თოვლსა, რამდენია! ან ნამქერისა არ გეშინია? დაუბერავს ნამქერი, დაჰქროლავს, დაიგრიალებს და ამ შენ ადგილს ყელამდე მიჰყრის. ხომ დაიხრჩვე იმოდენა თოვლისაგან, ხომ გაიჭყლიტე! მე ჩალა ლერწმებში ვიმალები ხოლმე იმის შიშით და ვაფარებ თავსა. მესმის ხოლმე, როგორ ზუზუნებს და ხვივის ნამქერი. მესმის ჭილს რომ ჰკითხავს ჩემ ამბავს:
- აქ რომ ღალღა დაიმალა, მითხარი სად არის, ჭილო შე ეშმაკის კერძო, თასმასავით რომ იგრიხები, მიჩვენე იმის ბინა!
- “არა ვიცირა. ან შენ ვის ეძებ, ან ვინ დაგემალა, - უპასუხებს ჭილი, - არავის ჯაშუში არა ვარ, მე მოსულ-წასულების გზას არ ვუცქერი”.
- მესმოდა როგორ გაჯავრდა, გაბრაზდა და ხრიტინებდა ნამქერი, როგორა ჰგრეხდა ჭილსა და დედამიწაზე აწვენდა.
- მშვიდობით, დაო, მშვიდობით, ფრთხილად იყავ, ზამთარს ნუ ეხუმრები, მე ბევრჯელ მიწვნევია მისგან წვენი, - ეთხოვებოდა ღალღა ენძელას და თავის გრძელი კანჭებით ჭაობებისაკენ მიაბოტებდა.

იხილეთ  <პრეზენტაციები>  და მოუსმინეთ  ღალღას





მებადური და ოქროს თევზი
                                           ა.ს. პუშკინი

ზღვის პირს იდგა ბერიკაცი,ცოლი  ჰყვანდა დედაბერი
ქოხი უდგათ ძველისძველი ფარღალალა ჰქონდა ჭერი.
ქმარი იყო  მებადური,თევზი__მისი დასაჭერი,
მით სცხოვრობდნენ საბრალონი,იგი იყო მათი ჯერი.
ოცდაცამეტს წელს იქ იდგნენ,ატარებდნენ მყუდროდ დროსა,
დედაბერი ძაფს ართავდა,რომ მით ტანი შეემოსა,
ბერიკაცი ბადეს ჰქსოვდა, რომ თევზი არ მოიკლოსა,
და თუ თევზს ვერ იშოვნიდნენ,მჭადსა სჭამდნენ, ჰხვრეპტდნენ დოსა.
ერთ დღეს ჩვენმა მებადურმაზღვაში ბადე გადისროლა,
თან გამოჰყვა სულ მაჟარა,აჩონჩხლილი, ზვინის ტოლა;
მეორეზედ ბედი სცადა,ზღვის ფოთლები მოაყოლა;
მესამედაც გადასტყორცნა,ბადე რაცხამ შეაქროლა...
წყნარა-წყნარა ეზიდება,შემოესმა ჩქაფაჩქუფი,
( “გზა მშვიდობის, ოქროს თევზო!”.)

გამოსწია,__ოქროს თევზმა მოაყენა ყვითლად შუქი,
“შე სულელო, შე ჩერჩეტო,აბა თევზი რასა გრძნობსა?
რად მინდოდა გობუნია,თავზე დამდის წვიმა, კოხი,
გამოსწია,__ოქროს თევზმა მოაყენა ყვითლად შუქი,
თითქოს ბადეს მოსდებოდეს  ვარსკვლავების მთელი ჯგუფი!..
აათრთოლა ბერიკაცსა, ასდგომოდეს თითქოს ბუქი!..
ოქროს თევზი ესაუბრა, როგორც კაცი, მებადურსა,
შეევედრა: ”გამიშვიო, _მოგცემ, რასაც მთხოვ და გსურსა,
ოღონდ თავი დამახსენი,აგაშენებ უბედურსა,
გაძლევ ღმერთსა თავდებადა,არ დაგტოვებ მონამდურსა!”
შეკრთა ჩვენი მებადური,გაუჩერდა ბადე ხელში!
გაიოცა, შეეშინდა, მოებჯინა სული ყელში;
ოცდაცამეტს წელს თევზაობს,ბადეს ისვრის, გასწყდა წელში;
მაგრამ თევზის ლაპარაკი არ სმენია თავის დღეში...
აიყვანა ოქროს თევზი,უალერსა როგორც ძმასა,
თავის სახსარს არ თხოულობს იმისაგან, არა ზღვასა,
შეაცურა მორიდებით,ზღვისა მისცა ისევ ზღვასა.
 “გზა მშვიდობის, ოქროს თევზო!”__მიაძახა იმან მასა.
გამობრუნდა ბერიკაცი და უამბო დედაბერსა,
რაცა ნახა, რაც გადახდა,არა მალავს არაფერსა:
ან რა თევზი დაიჭირა, ან რად უშვებს დანაჭერსა,
ან ის თევზი რად დაჰპირდა აშენებას სანატრელსა...
მებადურს რომ მოუსმინა, ცოლმა მიჰყო ლანძღვას პირი:
“შე სულელო და ჩერჩეტო, ახლა კი ხარ მართლა ვირი!..
თევზი სახსარს თუ გაძლევდა, რად ივიწყე შენი ჭირი!
ერთს გობს მაინც გამოსთხოვდი, არ უვარგა ჩვენსას ძირი...”
მებადური კისრის ქექით  გამობრუნდა ზღვისაკენა:
ზღვა აღელდა, შექმნა ფრთონა, ტალღები არ დააყენა, __
გამოცურდა ოქროს თევზი,ბერკაცს თავი მოაჩვენა,
შემოსძახა: ბერო კაცო!ხომ არ გადგა რამე წყენა!..”
მებადურმა თავის დაკვრით  მოახსენა კრძალვით წყნარა:
“დედაბერმა გამომლანძღა, მეტისმეტად გამამწარა,
დამიხსენ, თევზთ ხელმწიფეო,ცოლმა აღარ გამახარა;
ბეჩავს გობი გაჰხეთქია  ჩვენც ვართ იმის ანაბარა...
სწორედ აღარ მომასვენა,ახალსა მთხოვს უბედურსა;
მე გობი ვინ მომაქვავა, საწყალობელს მებადურსა!..”
“ნურას სწუხარ,__უთხრა თევზმა, _ მე გაგიწევ სამსახურსა,
გასწი შენთვის შენს გზაზედა,იქ დაგხვდება, რაცა გსურსა”.
შინ გაბრუნდა ბერიკაცი,_ჰხედავს სახლში ახალ გობსა,
მაგრამ ამას დედაბერიუფრო ლანძღვით შეამკობსა:
“შე სულელო, შე ჩერჩეტო,აბა თევზი რასა გრძნობსა?
რად მინდოდა გობუნია,თავზე დამდის წვიმა, კოხი,
ლამის ფაცხა წამოგვექცეს აღარ უდგა ერთი ჯოხი..
 წადი, სთხოვე ოქროს თევზსა  გვიწყალობოს კარგი ქოხი, _
გასწი ჩქარა, რაღას ელი,ზარმაცი და ბერი ლოხი!..”
მებადურმა კისრის ქექით გამოსწია ზღვისაკენა, __
ზღვა აღელდა, შექმნა ფრთონა,ტალღები არ დააყენა;
გამოცურდა ოქროს თევზი, ბერკაცს თავი მოაჩვენა,
შემოსძახა: “მებადურო! ხომ არ გიჭირს რამე შენა?”
ბერიკაცი უკრავს თავსა, მოახსენა კრძალვით, წყნარად:
“დედაბერმა უფრო მეტად  გამომლანძღა, გამამწარა!..
დამიხსენ, თევზთ ხელმწიფეო,ცოლმა აღარ გამახარა:
ახლა ქოხი მოინდომა,შენთან თხოვნა დამაბარა...
სწორედ აღარ მომისვენა,ახალ ქოხს მთხოვს მებადურსა!..
სად შევიძლო აშენება,მვინ რა მომცა უბედურსა!..”
“ნურას სწუხარ,__უთხრა თევზმა, _მე გაგიწევ სამსახურსა,
გასწი შენთვის შენს გზაზედა,შინ დაგხვდება, რაცა გსურსა”.
გამობრუნდა ბერიკაცი, შინ მოვიდა მოღალული:
ჰხედავს, ქოხი გაჭიმულა ახალი და მოჩალული,
დერეფნით და სანათურით, ხულით მაღლა მოჯვარული. 
დედაბერი წამომჯდარა, იღრინება გულმოსული:
“შე ჩერჩეტო! __ ქმარს შესძაძახა, __რას დადიხარ უხეიროდ?!.
ჩალის ქოხი რად მინდოდა,შიშით ცეცხლი ვერ დავინთოთ!
მე გლეხობა აღარ მინდა,რომ ვიტანჯო მუდამ უღმრთოთ,
აზნაურად მინდა ყოფნა,თითონ გლეხებს ძილი ვუფრთხოთ!”
მებადურმა კისრის ქექითგამოსწია ზღვისაკენა:
ზღვა აღელდა, შექმნა ფრთონა,ტალღები არ დააყენა;
გამოცურდა ოქროს თევზი, ბერკაცს თავი მოაჩვენა,
შემოსძახა: “მებადურო!  ხომ არ გიჭირს რამე შენა!..”

ბერიკაცი უკრავს თავსა,მოახსენა კრძალვით, წყნარა:
“ი წყეულმა დედაბერმა უფრო მეტად გამამწარა,
გამომლანძღა, გამომთათხა,სწორედ აღარ გამახარა;
აზნაურის ღირსებას მთხოვს,გამომაგდო შენსკენ ჩქარა”.

 “ნურას სწუხარ, საცოდავო! __უთხრა თევზმა მებადურსა,
__მაგაშიაც შეგეწევი, მე გაგიწევ სამსახურსა...
გასწი შენთვის შენს გზაზედა,შეგისრულებ რაცა გსურსა...”
ბერიკაცი თევზს მადლს უხდის, გაოცებით უგდებს ყურსა...
შინ მობრუნდა მებადური,გადირია თქვენი მტერი!..
 პალატს ჰხედავს უზარმაზარს,იყურება როგორც შტერი...
წინ ჩარდახი __ მოაჯრითა...წამომდგარა დედაბერი,
გადაუცვამს ატლას-ბაბთი და ქათიბი ვარდისფერი,
ყელს უშვენებს ოქროს ძეწკვი და ყურებსა _ წყვილი ლალი,
აჩონჩხლილა ბეჭდებითა, ყველაში ზის უცხო თვალი,
უბარტყუნებს მოახლეებს,დააგლიჯა ზოგს დალალი...
მებადური წინ წამოდგადა დედაბერს გაეხუმრა:
“ადღეგრძელოს ქალბატონი!..ხომ შესრულდა, რაც ისურვა?..”
დედაბერმა ეს იწყინა, ქმარი ცოლმა არ ისტუმრა,
და ცხენების მოსავლელად  საჯინიბოს გაისტუმრა!..
გაიარა ორმა კვირამ, ქალი უფრო შეიშალა,
გაკაპასდა, თავის დღეში  ასე ფიცხად არ გამწყრალა.
შეუყვირა თავის ქმარსა  რაოდენიც ჰქონდა ძალა!..
აზნაურად თავის ყოფნა  აღარა სურს, _ დაამწყრალა
გასწი ეხლავ ოქროს თევზთან!_შეუძახა მებადურსა, _ 
მოახსენე, აზნაურად  სწორედ ყოფნა აღარ მსურსა,
დედოფლობა მოვინდომე,თუკი ჩემთვის არა ჰშურსა;
ამითა ვცდი იმის აღთქმას, დავუფასებ სამსახურსა...”
შეკრთა ჩვენი მებადური,შეუძახა თავის ცოლსა:
`რამ შეგშალა, დედაკაცო,ვისა ჰხედავ შენს ამყოლსა!..
მიხრა-მოხრა შენ არ იცი,თავს გაიხდი ჩასაქოლსა,
ვისთან მგზავნი, რაებს უთვლი,ვისა ჰხედავ შენსა ტოლსა!..”
გადირია დედაბერი, ქმარს ჰკრა სილა უცნაური,
შეუყვირა: `რეგვენი ხარ,ბრიყვი, ვირი, უთაური,
გლეხი ხარ და გლეხის შვილიდა ჯორივით უზნაური!..
ვის უბედავ უარის თქმას...ხომ იცი ვარ აზნაური...
გასწი, თორემ წაგათრევენ,გასწი ეხლა ზღვისაკენა...”
გამოსწია მებადურმა,შიშით არც კი შეისვენა:
ზღვა აღელდა, გადაშავდა, თევზმა თავი მოაჩვენა,
შემოსძახა: `ბერო კაცო! ხომ არ გიჭირს რამე შენა?..”
მებადური უკრავს თავსა,მოახსენა კრძალვით, წყნარა:
`გამლახა და გამამწარა!..დედოფლად სურს იყოს იგი,
აზნაურად კი აღარა!..`ნურას სწუხარ, შე ბეჩავო, _ 
უთხრა თევზმა მებადურსა, _ მაგაშიაც შეგეწევი,
მე გაგიწევ სამსახურსა.გასწი შენთვის შენს გზაზედა,
შეგისრულებ, რაცა გსურსა!ვადედოფლებ დედაბერსა,
არ დავაგდებ მონამდურსა...”შინ დაბრუნდა ბერიკაცი,
ძლივსღა მიჰყვა მას მუხლები,შეიხედა _ გაიოცა: 
გაჭიმულა სასახლეში,შიგ დედოფლობს დედაბერი,
იქ ახლავან მოხელები,მთავარნი და აზნაურნი, 
მდივანნი და ლართ მცველები...მეჯლიშია, ღიღინია,
ღვინო ისმის ლალისფერი,საჭმელებიც ფერადები
სუფრაზეა, დიახ, ბევრი:ჯიხვი, არჩვი, ჯეირანი,
გნოლ-კაკაბი, ხოხობ-მწყერი.ფარ-ხმლიანნიც თავს ადგანან, 
გაადინონ მტერსა მტვერი!..შეკრთა ჩვენი მებადური,
მუხლსა უდრეკს დედოფალსა,შესხმა უნდა გაუბედოს,
ვერ ახერხებს ნაათალსა!..მოახსენა: `გაუმარჯოს,
დედოფალო, თქვენსა ხრმალსა!..ხომ შესრულდა, რაცა გსურდათ?
მეტს ნუღარა დამდებთ ვალსა...”დედაბერმა არ იკადრა 
ქმარს უზრახოს, მხოლოდ ბრძანა:გააგდევით ეგ სულელი,
მომაშორეთ თვალითგანა!..”
ეცნენ ბერკაცს კარისკაცნი,მიაყოლეს კისრიდგანა,
წაუსვეს და წამოუსვეს,რამდენიც კი აიტანა!..
ჯალათებმაც, ცოტას გასწყდა,არ გაისვეს ხელი ხრმლებსა,
ბერკაცს ხალხ-ჯამაათი დასცინის და ახელებსა:
ძლიერ კარგად მოგივიდა,უგუნურს რა გაუფლებსა!..
რაც არ ექნას მამაშენსა,ნურც შენ დაჰხევ მარმაშებსა!..”
გაიარა ორმა კვირამ, დედაბერი უფრო სწყრება;
გააგზავნა კარისკაცნი, ქმარს იბარებს, ემუქრება... 
მებადური მოიძებნეს,წარუდგინეს, _ შიშით ქრება...
დედოფალმა ქმარს უბრძანა:,,არ მსურს, რაც არ მეკადრება!
გასწი ეხლა ოქროს თევზთან, მოუხარე მდაბლად თავი,
ჩემ მაგიერ, უსაცილოდ,მიუტანე ეს ამბავი:
დედოფლობა არ მინდა-თქო,არ ჰქონია ამას ხვავი,
მინდა ვიყო ზღვათა მეფე,მქონდეს სარჩო უთვალავი;
ოქროს თევზიც გვერდით მახლდეს, გავაგზავნო, საცა მინდა...”
მებადური კრინტს ვერა სძრავს, ხმა სრულებით გაიკმინდა,
ბებერს სიტყვებს ვერ უბრუნებს,შიშის ოფლი მოიწმინდა,
გაექანა ზღვისაკენა,თუმცა წასვლა კი უმძიმდა...
რა მივიდა ზღვისა პირსა, დაინახა ფრთონა ზღვისა:
შავ ბურუსი მოსდებიადა ქუხილი ისმის წყლისა,
გრგვინვა არის საშინელი წვიმისა და ქარიშხლისა,
შეუძახა ოქროს თევზსა,თუ მიწვდენა შესძლო ხმისა!..
გამოცურდა ოქროს თევზი,ბერ კაცს თავი მოაჩვენა,
შემოსძახა: ,,მებადურო!ხომ არ გიჭირს რამე შენა!..”
 ბერი კაცი უკრავსთავსა,მერე კრძავლით მოახსენა:
,,ი წყეულმა დედაბერმაარ იქნა, არ მომასვენა:
დედოფლობა დაგვიწუნა,გამითქვიფა ბეჩავს თავი,
ზღვის მეფობა მომინდომა, მასთან სარჩო უთვალავი,
თქვენი ხლებაც მოისურვა გასაგზავნად, როგორც ნავი,
და ეს იყო წამოვედი, მოვიტანე ეს ამბავი...”
ოქროს თევზმა მოუსმინა ყველაფერი მებადურსა,
მაგრამ საწყალს ხმა არ გასცა, საბრალოს და უბედურსა,
გადუქნია ბოლო ზღვასა, შეუცურდა თვით სადგურსა...
მარტო დარჩა ბერიკაცი უადგილო უდაბურსა!..
დიდხანს იჯდა პასუხისთვის, ვერას გახდა საცოდავი,
ადგა და შინ წამოვიდა ,ძირს ჩაღუნა მწარედ თავი...
შინ დაუხვდა ძველი ქოხი,გობი, ბადე და ნემს_კავი,
დერეფანში _ span style=დედაბერი, მატყლი, მისგან დანართავი!...



[ნახატი ფილმი__ იხ.გვერდი <ზღაპრის გუდა> ]

30/11/11


გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. 

               მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს ,წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
წმინდა  გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ.
            წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით წმინდა გიორგი  მხედართმთავარი გახდა.
             ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. 
            წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს.
წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.


ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს.



ამბავი წმინდა გიორგის შეწევნის შესახებ…


                    წმინდანის წამების შემდეგ, როდესაც მან სული უფალს შეავედრა, ერთ ქალაქში, რომელსაც ლასია ეწოდებოდა, მეფობდა სელინოსი, რომელიც იყო უკეთური, კერპთმსახური, ულმობელი ქრისტიანების მიმართ. მეფე სელინოსს მშვენიერი ასული ჰყავდა.

               ქალაქს პატარა ტბა ჰქონდა. ტბის მახლობლად ურჩხული ბინადრობდა, მეფემ მოიწვია ქალაქის მთავრები და ხალხთან კრება გამართა. გადაწყვიტეს, ყოველწელიწადს თითო ოჯახიდან ასული მიეცათ ურჩხულისათვის და ასეც მოხდა. მრავალმა ადამიანმა გაიმეტა მისი ერთადერთი ასული ურჩხულისათვის, რომ მას ქალაქი არ დაენგრია. ბოლოს მეფის ასულზეც მიდგა ჯერი და როდესაც შეწუხებულმა მეფემ ტირილით გააცილა ტბისკენ მისი მშვენიერი ასული, რათა ურჩხული დაუფლებოდა მას,
ტბიდან თეთრი ცხენოსანი ჭაბუკი გამოვიდა ლამაზად აღკაზმული მხედარი, რომელსაც თოკით შეკრული ურჩხული წყლიდან გამოჰყვა. ჭაბუკმა თოკი ასულს გაუწოდა რათა დამარცხებული ურჩხული თავად ასულს მიეყვანა ქალაქში, ხალხის საჩვენებლად .ჭაბუკი კი გაუჩინარდა.             როდესაც მეფემ დაინახა ქალიშვილი ,დამარცხებულ ურჩხულთან ერთად, გაოცებამ შეიპყრო იგი .გაოცდა  მთელი ქალაქიც. ხოლო როდესაც დაიწყეს ძებნა იმ ახოვანი ჭაბუკისა, რომელსაც ეს დიდი გმირობა ჩაედინა, მაშინ ერთერთ ქრისტიანული ტაძრის ფრესკაზე ამოიცნეს ის ჭაბუკი, წმინდა გიორგი.

                                                                                              23.11.11






მენავე იხვები
       მდინარეზე იხვებს ნავით მეგობრები  გადაჰყავდათ, მონადირე მელამაც მოინდომა გაღმა  გასვლა.  მივიდა და იხვებს უთხრა :
       __გაღმა გამიყვანმეთ , თორემ ვაი თქვენი  ბრალიო!
      რას იზამდნენ, ისიც ჩასვეს . იხვებმა შენიშნეს , რომ მელას  კალათით  მოპარული ჭუჭულები მიჰყავდა, ცოტა არიყოს , შეეშინდათ.  მელია კი არხეინად იჯდა და თავისთვის  ფიქრობდა ---ნაპირს  რომ  მივატან ამ იხვებსაც დავიჭერო!
         ის  იყო  ნაპირს მიუახლოვდნენ,   რომ მელა ერთ-ერთ  მენავეს  ეცა,  მაგრამ იხვი  დაუსხლტა , ჭუჭულებიან   კალათაში  კისერი  გაჰყო და  გაფრინდა .  მეორე მენავემ  მსუნაგ  მელას  თოფი წყალში  გადაუგდო  და მეგობარს უკან  გაჰყვა .
        ნავში  დარჩენილი  მელა ჩანჩქერს  უახლოვდებოდა  და  შეშინებული  თავში   თათებს  იცემდა .
                                         
                                                                                                                              
კ. გოგიაშვილი


ვინ აჩუქა ოფოფს სავარცხელი.
                            

           ოფ-ოფ-! უფ -უფ! -ჩიოდა ოფოფი,-ფერიებმა-ფლორამ და ფაუნამ წვეულებაზე დამპატიჟეს, მე კი სავარცხელი არ მაქვს, რომ ბუმბული დავივარცხნო! რა საშინელებაა! აბა რას ვგავარ! კარგად იცოდა, სავარცხელი ვისაც ჰქონდა“, ეს იყო მამალი-მისი მეზობელი-      __  სავარცხელი გათხოვო? რას ამბობ? არავითარ შემთხვევაში!__დაიყივლა მამალმა----მე ის მუდამ თან დამაქვს, არასოდეს ვიშორებ, ამიტომაც არასოდეს მეკარგება...
     წვეულებაზე ყველა მხიარულობდა. საბრალო ოფოფი! იგი მამლის ზურგს უკან იმალებოდა. ფერიებმა მაინც დაინახეს.
___რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი? -__იკითხა გაკვირვებულმა ფერია-ფლორამ,-გამხიარულდი, შენ ხომ ძალიან ლამაზი ფრთოსანი ხარ!
__ლამაზიო?-დამცინავად დაიყვირა მამალმა___ფერიებო, ნუთუ  ვერ  ხედავთ? როგორი გაჩეჩილია, დაუვარცხნელი. ამიტომაც იმალება...
___სულ ესაა? მეტი არაფერი?-გაიღიმა ფერია-ფაუნამ,-დღეიდან მას თავზე ულამაზესი სავარცხელი ექნება!
nbsp;
      დარცხვენილ   ფრთოსანს   ფერია-ფაუნამ  ხელი  თავზე გადაუსვა. ოფოფს თავზე უცებ საოცარი სამკაული გაუჩნდა,  მამლის სავარცხელი  იმასთან  რა მოსატანი იყო?
     ფერია-ფლორამ  გაიღიმა და ჯადოსნური სიტყვები წაიჩურჩულა. ოფოფის ბუმბული საუცხოოდ მოიხატა.
___რა ბედნიერი ვარ! დიდი მადლობა, ფერიებო-ფლორა და ფაუნა!-დაიძახა გახარებულმა ოფოფმა.
        სავარცხელი წამოიშალა, გაგოგმანდა. ისე გალამაზდა, თითქოს დიდი, უცნაური პეპელა ყოფილიყო:
__ფერიების ნაჩუქარ სავარცხელს არასოდეს მოვიცილებ! ოფ-ოფ! უფ-უფ!




მუსიკა :  პ.ჩაიკოვსკის __ ,,წელიწადის  დრონი"






მოუსმინეთ იხვებს !!!

ასო-ბგერა ,,ვ" სთვის (იხვი)



იხვი და მყვარი

ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა.
ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შეექცეოდიან. რა მზე გაცხარდა და ზაფხულმან სიცხე მოუმატა, წყალმან კლება შექმნა.
იხვმან უთხრა მყვარს: მოდი, ადგილი ვიცვალოთო!
მყვარმან უთხრა: შენ აქა-იქ თრევას ჩვეულხარ, მე სამკვიდროს ვერ დავუტევებო!
იხვი გაფრინდა, სადაც დიდი წყალი იყო, იქ მივიდა.
მყვარმან სამკვიდრო არ გაუშვა.
ცოტას ხანს უკან იხვმან თქვა: წავალ, ჩემს ძმობილს ვნახავ, რასა იქმსო?
მოვიდა, ნახა, გუბე გამხმარიყო, მყვარი მომკვდარიყო. უთხრა: ძმობილო, მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო.
- რადგან რუქა აგრე ავის საქმის ქმნაზე დამკვიდრებულა, თქვენ კი ნუ აჰყვებით, კარგი ქმენით და მაგას იმ მყვარსავით დაემართებაო.
თქვა ვაზირმან არაკი:
(,მყვარი " ალბათ ვიცით რომ ბაყაყს ნიშნავს)

სულხან-საბა  ორბელიანი




                                                                       ჩურჩხელა


ქეთევან ჭილაშვილი


_ ერთი, ორი, სამი, ოთხი... _ ითვლიდა საფეხურებს ტასო და ისე ადიოდა კიბეზე.
_ ოცი! _ შესძახა ხმამაღლა და წინდის ქსოვით გართულ ბებიასთან მიცუნცულდა.
_ ბებიკო, ერთი ჩურჩხელა მომეცი, რა! _ სთხოვა გოგონამ.
_ ვისადილებთ და მერე! _ მიუგო ბებიამ.
_ გეხვეწები. განა მე უნდა ვჭამო, თინიკოს შევპირდი, _ წამოსცდა ტასოს.
ბებია მიხვდა, რომ ცრუობდა შვილიშვილი, მაგრამ არ აგრძნობინა, საქსოვი გადადო და საკუჭნაოდან2 ჩურჩხელა გამოუტანა, _ რაკი შეჰპირდი, აჰა, წაუღე... _ გაუწოდა.
ტასიკომ იხტიბარი არ გაიტეხა, ბებიას ჩურჩხელა გამოართვა და კიბე ახლა ზევიდან ჩაითვალა: ოცი, ცხრამეტი, თვრამეტი...
`თინიკოს ვეტყვი, ვითომ მართლა ვიყავი შეპირებული და შუაზე გავიყოფთ~, _ ფიქრობდა ტასო, თან კი გული ეთანაღრებოდა. ის იყო, უნდა დაეძახა მეგობრისათვის, რომ უნებურად შემოტრიალდა და თვალის დახამხამებაში ბებიასთან გაჩნდა.
_ ბებიკო, განა მართლა შევპირდი თინიკოს ჩურჩხელას. ხვალ შევპირდები და მერე მომეცი!
ტასომ ბებიას ჩურჩხელა უკან გაუწოდა.
ბებიამ გულში ჩაიხუტა თავისი კუდრაჭა შვილიშვილი.

01.11.11

,,მ" ასოზე დაწყებული აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან" კარგი იქნება , თუ ერთი-ორს მაინც დაიზეპირებენ ბავშვები .


  • კურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

  • ოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
  • არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.

  • იეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!

  • სგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.

  • ას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!

  • არგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.

  • ტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

  • აგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“.

  • ართლად იტყვის background-color: #ffe599;მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“
07.11.11


შოშია და ბავშვები                                                                                 


"- რად მოფრენილხარ, შოშიავ,
შენ ასე ადრიანადა?
- რა ვქნა, ვერ ვძლებდი სხვა მხარეს,
ვიყავი ნაღვლიანადა,
ვიცოდი, ზამთრის ნაწყვეტი
აქ კიდევ დამიხვდებოდა,
შემაწუხებდა შიმშილი
და კიდეც შემცივდებოდა.
მაგრამ გავბედე წამოსვლა,
არ შევუშინდი ზამთარსა
და მოვატანე კიდეცა
ჩემი სამშობლოს მთა-ბარსა."
08.11.11


                                               რევაზ ინანიშვილი – მუხა



ეს მუხა ტყის პირას დგას, – ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, – ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ: ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოუფრენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, – კივკივო! – ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ…

ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: – აი, ბურთი და აი, მოედანი! – მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, – ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი – წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით.

მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, – თვეები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.

მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.

მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფაა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.

მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.


ხე დარგე

 თბილისელი ხარ, შენს თბილისს   
მზის სხივად გადაექარგე,-
ქორწინების წინ ხე დარგე,
შვილი გეყოლა, ხე დარგე!
ხე დარგე, როცა მოიწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე,-
 ლელოს გაიტან, ხე დარგე,

კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!     
                                                                         
მორის ფოცხიშვილი 
font-family:


span style=