სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

четверг, 2 мая 2013 г.

ჯადოსნური ფანქარი


 ჯადოსნური ფანქარი


ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა.
იმ დროს ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი პატარა ბიჭისახელად ვახუშტი ერქვაროგორც ყველა ბავშვსვახუშტისაც უყვარდა ფეხბურთის თამაშიუყვარდა წიგნების კითხვაუყვარდა გზებისა და გვირაბების გაყვანაქვიშაშიმაგრამ ყველაფერზე მეტად მას მაინც ხატვა უყვარდადღე და ღამე შეეძლო ეხატა გემები დათვითმფრინავებიფეხბურთელები და მოფარიკავეები.
ჩემი ვახუშტისაგან კარგი მხატვარი დადგებაო, - იტყოდა ხოლმე მისი მამაროდესაც შვილის ნახატებს თვალსგადაავლებდა.
მამა მუდამ ზრუნავდარომ პატარა მხატვარს ფანქრები და ქაღალდი არ მოკლებოდა.
და ვახუშტიც სულ ხატავდა და ხატავდა.
ერთხელ მამამ ვახუშტის გასაოცარი ფანქარი აჩუქაროდესაც ვახუშტიმ ფანქარს წვერი წაუთალა და ხატვა დაიწყო,სწორედ მაშინ აღმოჩნდარომ ფანქარი ჯადოსნური იყოდააპირა თუ არა ვახუშტიმ ზღვის დახატვაფანქარიცმაშინვე გალურჯდადროშის დახატვას მიჰყო ხელი და ფანქარი გაწითლდამერე ბოლის დახატვა გადაწყვიტა დაფანქარიც სასწრაფოდ გაშავდათოვლიანი მთების ხატვისას კი ფანქარი გათეთრდა...
ვახუშტიმ თვალები მოიფშვნიტახომ არ მეჩვენებაომაგრამარათვალები არ ატყუებდნენ ვახუშტისნახატიმართლაც ფერადი იყოფანქარი კი მხოლოდ ერთი ეჭირა ხელში.
ეს ამბავი ვახუშტიმ წამსვე ყველას გვამცნო და საბუთად ნახატი გვიჩვენა.
აბამათხოვე ერთიმეცა ვცადო! - ვთხოვე ვახუშტის და ფანქრის გამოსათმევად ხელი გავუწოდე.
ვახუშტიმ ფანქარი ზურგს უკან დამალა და მიპასუხა:
არავერ გათხოვებდამეხარჯება!
სხვამაც ბევრმა სთხოვა ვახუშტის ფანქარიმაგრამ ის სულ ერთსა და იმავეს იმეორებდადამეხარჯება და დამეხარჯებაო.
ამის შემდეგ ვახუშტი ფანქარს ერთი წუთითაც კი არ იშორებდაის კი არა დაღამეც გულში ჰქონდა ჩახუტებულისხვებს ხომ არ აძლევდა და არ აძლევდა,თვითონაც აღარაფერს ხატავდადამეხარჯებაოკვლავ თავისას გაიძახოდა.
ერთხელ ვახუშტიმ შეამჩნიარომ ფანქარი თითქმის ორჯერ გაზრდილიყო.
ახლა მაინც გვათხოვე! - ვეხვეწებოდით ჩვენმაგრამ პასუხად ისევ და ისევ უარს ვიღებდით.
ზაფხულამდე ფანქარი ისე გაიზარდარომ ვახუშტი იძულებული გახდათოფივით მხარზე გადებული ეტარებინამისი სიმძიმის ქვეშ წელში ოთხადმოკაკვული წავიდა ვახუშტი აგარაკზე.
როდესაც აგარაკიდან კვლავ ქალაქში დაბრუნდავახუშტიმ იფიქრავნახავ ერთიროგორ ხატავს ჩემი ჯადოსნური ფანქარიოიფიქრა და თვითმფრინავისდახატვა დააპირამაგრამ... ფანქარს ძვრაც ვერ უყო.
მთელი შემოდგომა ფანქარი ვახუშტის აივანზე იდორადგანაც ოთახში ვეღარ ეტეოდადა სულ იზრდებოდა და იზრდებოდა.
დადგა ზამთარი და ფანქარს უკვე აივანზეც ევიწროებოდა.
მოიყვანა ვახუშტის მამამ ქარხნიდან დიდი მანქანა მაღალი ამწეთი და გოლიათი ფანქარი აივნიდან ეზოში გადაატანინამერე კიროდესაც მან უკვენახევარი ეზო დაიკავა და მეზობლები შეავიწროვამხერხავები დაიქირავადილიდან გვიან ღამემდე იმუშავეს მხერხავებმადახერხეს ფანქარიდააპეს დაჩაზიდეს სარდაფში.
იმ ზამთარს ვახუშტის მამას შეშის ყიდვა აღარ დასჭირვებია.
კვლავ დადგა გაზაფხული.
ერთ მშვენიერ დღეს ვახუშტიმ იგრძნორომ ხატვა ძალიან მონატრებოდაიმ დროისათვის მას თავისი ჯადოსნური ფანქარი აღარც კი ახსოვდა დაჩვეულებრივ ფანქრებს მოკიდა ხელიმოჰკიდა და... თურმე არამცთუ ხატვაფანქრის სწორად დაჭერაც კი დავიწყებოდა.
ეჰვახუშტივახუშტირა მხატვარი გაფუჭდი?! - ვიძახდით მეზობლები და სინანულისაგან თავებს ვაქნევდით.



ავტორი: დავით ჯავახიშვილი

ამოიწერეთ ზმნები და გაარჩიეთ!!!

1 комментарий:

  1. ძალიან კარგი ზღაპარი იყო,გმადლობთ ირინა მასწავლებელო! საბა გოგოძე

    ОтветитьУдалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!