- ქართული___"თავაზიანი საუბარი"; "ჭრიჭინა და ჭიანჭველა";დასაწერად__N4,5[161
გაიხსენეთ
მგელი და კრავი
ერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა, მდინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკვლა რომ ჰსურდა. თურმე იმავ დროს მახლობლად, საჭირბოროტოდ კრავისა, დაძუნძულებდა პირღია მგელი, მსურველი ავისა. უეცრად სუნი რომ ეცა, რადგანც ჩიჩია უყვარდა, გამოიგონა შარები და საცოდავ კრავს მივარდა. შემოუძახა: „შე, ბრიყვო! აქ როგორა სვამ წყალსაო, რომ აღარ დასდევ კანონებს და აღარც სამართალსაო? ჩაგიდგამს წინა ფეხები, შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო! წყალს მიმღვრევ, აღარად მაგდებ, აღარც კი იბერტყ ყურსაო!“ - „რა ბრძანებაა, ბატონო, რას მერჩით მე საწყალსაო? თქვენ ზევითა ხართ – მე ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“ - „მაშ, მე ვსტყუიო? გაჩუმდი! ნუ წაგიგდია ენაო! შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყვული წყენაო!“ - „ჯერ ერთი წლისაც არა ვარ, შარშანწინ როგორ მნახეო?“ - „მაშ, ძმა ყოფილა ის შენი, მიტომ მიგიგავს სახეო!“ - „არც ძმა მყავს, ჩემო ხელმწიფევ, ტყვილა რადა მდებთ ბრალსაო?“ - „შენი მოგვარე ხომ იყო? გადახდა უნდა ვალსაო! მომწყინდა შენი ბღავილი, ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო! შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო!“ უთხრა და ზურგზედ მოიდვა, ტყეში წაიღო საწყალი. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი? ივანე კრილოვი (აკაკი წერეთლის თრგმანი) |
ბუზი და ლომი | ბაყაყი და ხარი | მაიმუნი და სათვალე |
- მათემატიკა__"ქვესიმრავლე" __N6,10 [81]
მასწავლებელო ძალიან კარგი იგავები აქ დაწერილი ივანე კრილოვს არ ვიცოდი ეს იგავები და რომ წავიკითხე ძალიან გავხალისდი ნინო ხაჩიძე
ОтветитьУдалитьდა ისიც არ ვიცოდი მგელი და კრავი ივანე კრილოვმა დაწერა გავიხსენე მგელი და კრავი და ჩვენი სკოლის ზეიმი გამახსენდა ნინო ხაჩიძე
ОтветитьУдалитьგენაცვალე შენ :*** :))
Удалитьმას სამივე მოთხრობით ძალიან ვიხალისე :D :D :D :D :D
ОтветитьУдалитьდა ასევე, ჩემი ყველა სახ. ნორმაშია
Удалитьდა ვინ ხარ ? :)
Удалитьირაკლი:( სულ მავიწყდება სახელის მიწერა
ОтветитьУдалить