სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

понедельник, 14 апреля 2014 г.

ირაკლი კაკალაშვილი

თებერვლის ბოლო დღე იყო. პაწაწინა კვირტი დედას ყოველ  წუთს ეუბნებოდა
___დედა,მალე ვნახავთ მზესა და სხვა ჩვენნაირ კვირტებს?
___ნუ ნერვიულობ, მალე მოვა გაზაფხული, შენი სანატრელი დრო___ ამშვიდებდა დედა.
...და აი, დადგა ყველასთვის საყვარელი გაზაფხული, გაახილა თვალი პაწაწინა კვირტმა და რას ხედავს: მზე, სუფთა ჰაერი, წყარო მოჩუხჩუხებს, ბულბული გალობს და ყვავილები მღერიან, კვირტი ცოტა ხნით ჩაფიქრდა შემდეგ კი სიხარულით წამოიძახა:
___ გაზაფხულიიი!
დედამ მას გაუღიმა და გულში ჩაიკრა.


***
მარიამ კარიჭაშვილი
კვირტების კამათი

იყო ერთი კვირტებიანი ხე. ერთხელ კვირტებმა წაიკამათეს, არა მე ვარ ყველაზე ლამაზი, არა მეო. ხეზე იჯდა ბულბული და უთხრა მათ: რატომ კამათობთ? თქვენ ყველანი ლამაზები ხართ, არ უნდა კამათი. ჩვენ ყველა ლამაზები ვართ, მართალი ყოფილა ბულბული და ასე დამეგობრდნენ კვირტები.



***

ელენე ითაშვილი
პაწაწინა კვირტი
იყო და არ იყო რა ,იყო ერთი კვირტი.კვირტი მსხლის ხეზე იზრდებოდა და მოუთმენლად ელოდა იმ დღეს,როდესაც გაიშლებოდა და მთელ თავის სილამაზეს აჩვენებდა.მართლაც დადგა ეს დღე,კვირტი გაიშალა და ლამაზ თეთრ ყვავილად გადაიქცა.მაგრამ უეცრად ამოვარდა ძლიერი ქარი,ყვავილი ხეს მოწყვიტა და მიწაზე დააგდო.ეს დაინახა პატარა გოგომ.შეეცოდა ლამაზი ყვავილი,სახლში წაიღო და ლარნაკში მოათავსა.თეთრი ყვავილი ბედნიერი იყო,რომ გადარჩა და თან ასეთი კარგი მეგობარი გაიჩინა.


****

ლიზი თაქთაქიშვილი
პაწაწინა კვირტი
იყო ერთი პაწაწინა კვირტი.ის იყო ძალიან ლამაზი. მას ყავდა მეგობრები.ერთხელაც მოწყვიტა გოგონამ. გავიდა რამდენიმე დღე, გოგონას დაავიწყდა წყალში რომ ჩაედო და პაწაწინა კვირტი და დაჭკნა...გოგონამ იტირა,შეეცოდა კვირტი .წავიდა ისევ იმ ადგილას,სადაც კვირტი მოწყვიტა, მერე კვირტის მეგობრები მოწყვიტა და წაიყვანა.მეგობრებს ძალიან გაუხარდათ,მაგრამ როცა თავიანთი მეგობარი  დამჭკნარი დახვდათ.ძალიან ეწყინათ. გოგონა  კვირტს და მის მეგობრებს  ყოველ დღე უსხამდა წყალს.დამჭკნარი კვირტი გააცოცხლა მეგობრების აყვავებამ.მათი აყვავებით გაცოცხლდა დამჭკნარი კვირტიც. აი , რა ძალა აქვს მეგობრების სიყვარულს.


1 комментарий:

  1. მადლობას გიხდით დავალების დროულად და წარმატებით შესრულებისთვის :)

    ОтветитьУдалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!