სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

воскресенье, 22 декабря 2013 г.

ანდრიას

ზღაპარი ხალხური სიბრძნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი და პოპულარული ჟანრია. იგი ძალიან დიდი ხნის წინათ ზეპირად შეუქმნიათ ჩვენს წინაპრებს. ზეპირად იმიტომ, რომ იმ დროს,  როდესაც ეს ზღაპრები იქმნებოდა, ჯერ კიდევ არ იცოდნენ ასოების წერა. შემდეგ კი ამ ზეპირად მონათხრობს ხალხი მოსნენით იმახსოვრებდა და კვლავ ზეპირად გადასცემდა შთამომავლობას. მრავალი ასეული წლის განმავლობაში  ეს ზეპირი ფანტასტიკური მოთხრობები ასე გადადიოდა კუთხიდან კუთხეში და თაობიდან თაობაზე.
***
განსაკუთრებით დიდი იყო ზღაპრის დანიშნულება მანამ, სანამ ხალხი დამწერლობას განავითარებდა. მაგრამ არც დამწერლობას და არც წიგნს ზღაპარი არ მოუსპია. იგი მწერლობის მხარდამხარ ვითარდებოდა და ვრცელდბოდა, ასე მოაღწია ზღაპარმა იმ უხსოვარი დროიდან ჩვენამდე.

четверг, 19 декабря 2013 г.

სიმღერა:

                                                  შენ ტანადო შენ ლამაზო                                                
კოხტა ნაძვის ხეო,
ათასფერად გაგვინათე
ახალი წლის დღეო

სიმღერებით გესალმებით
ყური დაგვიგდეო
იციმციმე ,იკისკისე,
დივლი დალალეო!

 საჩუქრები დაგვირიგე
პირი ჩაგვიტკბეო,
თოვლის პაპა თთრი პაპა
თან მოგვიყვანეო,

მოგვილოცე საყვარელი
ახალი წლის დრეო,
შენ ლამაზო, შენ ტანადო
კოხტა ნაძვის ხეო,



среда, 18 декабря 2013 г.



суббота, 14 декабря 2013 г.

ისწავლეთ!!!

.ყველა ვედრება ღმერთმა გისმინოთ,  ___ ნიკა ფავლენიშვილი
ტკბილი სიზმარი ცხადში გენახოთ,  ____ლიზა თაქ.
და ყველა ნატვრა აგსრულებოდეთ,___ ლევანი
ამ შობის ღამეს რაც კი გენახოთ!____ყველა   ერთად
გვსურს ,მოგილოცო ბრწყინვალე შობა____ანდრია
და ზედ დავურთო ღვთისმშობლის ლოცვა,____ნიკიტა
თქვენი ცხოვრების მეგზური იყოს,___ნინო
სიყვარული და წმინდანთა ლოცვა! ____ყველა
გილოცავთ, გილოცავთ , გილოცავთ!!!___ ყველა

ისწავლეთ ძალიან კარგად
!!

четверг, 12 декабря 2013 г.

საშინაო დავალება 13/12/13



ქართული___ გვ,100__101 გაკვეთილი
მათემატიკა___გვ.86-87 --დარჩენილი ნომრები გაკეათეთ;

ზეიმი გვექნება 23-ში  , ალბათ 13:00 სთ_ზე!!! 



ყურადღება

ggggggggggggggggg
cd
ნანუკას ცენტრში მივდივართ
29 დეკემბერს ,11:00 საათზე.
 ba
gggggggggggggggg


среда, 11 декабря 2013 г.

საშინაო დავალება 12/12/13

ბუნება ___ აწონეთ ნივთები

ქართული___ ,,მიმართვა"; დასაწერად წერითი სამუშაო

,,წიგნის სამყარო :___,, რას ფიქრობს მარცვალი თოვლიან ხნულში" , ,,ტყის ზღაპარი" , ,,კეთილი ბებერი ბუები"
,,სამუშაო რვეულში"__ შემდეგი 2 დავალება

მათემატიკა___ N4,5 [83]
 პრეზენტაციის წარმდგენმა ბავშვებმა ხვალ მოიტანონ გამზადებული პრეზენტაცია ,,პოვერ-პოინტში" გაკეთებული , სკოლაში ჩავზსწორებთ შემდეგ!!!

ვისაც ეშლება ტექსტები___ ისწავლეთ კ ა რ გ ა დ!!
ჯადოსნური ტელევიზორი
ანდრიას ნახატი 

вторник, 10 декабря 2013 г.

ნაძვის ხე , ფიფქები.












ყველამ გააკეთოს რამდენიმე ფიფქი!!!






შეგიძლიათ გააკეთოთ ,,პლასტმასის " ბოთლებზე!!!
შეგიძლიათ წვიმა დაახვიოთ წრიულად ...
იქნებ თქვენ უკეთესიც მოიფიქროთ!!!







ველოდები ნამუშევრებს!!! 

საშინაო დავალება 11/12/13

ქართული___ გვ.98 წერითი სამმუშაო 1,2,3.
მათემატიკა___ N1,2,3,4[82-რუხაძე]

понедельник, 9 декабря 2013 г.

საშინაო დავალება 10/12/13

მათემატიკა ___1,2,3,4,[80]

ქართული___  გვ.97 ,,,,ჰაერი და მისი მოძრაობა " ;  სამუშაო რვეულში N30 და 31.; წერითი სამუშაო N7 და 8

ბუნება__ ,,სხეულის ზომა და სიმძიმე"; დასაწერად   N1 [73]__ რვეულში ჩაწერე; სამუშაო რვეულშიც ჩაწერე შესაბამისი პასუხები.

წიგნი -რვეულები წ ა მ ო ი ღ ე თ!!!
სიმღერები ისწავლეთ!!! .საბავშვო სიმღერები

ცოტაც გაერთე :*


B.B. & N.G. - Alilo

воскресенье, 8 декабря 2013 г.

მათემატკის მოყვარულთათვის



I
ამოცანა

ციფრების გადახაზვა
რიცხვში 4938107 გადახაზე 3 ციფრი ისე, რომ დარჩენილმა ციფრებმა (იგივე თანმიმდევრობით) შეადგინოს:
) შეძლებისდაგვარად ყველაზე დიდი ოთხნიშნა რიცხვი
) შეძლებისდაგვარად ყველაზე პატარა ოთხნიშნა რიცხვი


II
ამოცანა

მეგობრები
ნინო, მარიამი და თამარი ერთ რიგში სხედან (არააუცილებლად ამ თანმიმდევრობით). ერთ-ერთს უყვარს პოეზია, მეორეს იტაცებს კლასიკური მუსიკა, მესამე კი კარგად ხატავს. მოცემულია, რომ:
1)
ის, ვინც მარჯვნიდან პირველი ზის, კარგად ხატავს;
2)
მას, ვინც ნინოს მარცხნივაა, უყვარს პოეზია;
3)
ხოლო მას, ვინც მარიამის მარჯვნივაა, იტაცებს კლასიკური მუსიკა.
ვის რა უყვარს და ვინ სად ზის?


III
ამოცანა

ნაყინი
იას ნაყინის საყიდლად 19 თეთრი აკლდება, დათოს კი - 1 თეთრი. მათ ფული რომც შეკრიბონ, ნაყინის საყიდლად მაინც არ ეყოფათ.
რა ღირს ნაყინი და რამდენი აქვს თითოეულს?


IV
ამოცანა

ქონდრისკაცი და ჯადოსნური ხე
ქონდრისკაცის სიმაღლე 1 მეტრი და 30 სანტიმეტრია. ის რგავს ჯადოსნურ ხეს. ჯადოსნური ხის ნერგის სიმაღლეა 8 სანტიმეტრი და მისი სიმაღლე ყოველდღიურად ორმაგდება.
რამდენ დღეში გახდება ჯადოსნური ხე ქონდრისკაცზე უფრო მაღალი?


V
ამოცანა

რა დღეა?
ეს დღე არ მოსდევს სამშაბათს და არც ოთხშაბათის წინა დღეა; გუშინ კი შაბათი არ ყოფილა და არც ხვალ არის შაბათი; გუშინწინ არ იყო ხუთშაბათი და არც ზეგ იქნება ოთხშაბათი. რა დღეა ეს დღე?

1.კანფეტები პაკეტში
პაკეტში ორი დასახელების კანფეტებია. დაუნახავად, რა უმცირესი რაოდენობის კანფეტები უნდა ამოვიღოთ პაკეტიდან, რომ მათ შორის აღმოჩნდეს:
1) ორი ერთნაირი დასახელების კანფეტი;
2) სამი ერთნაირი დასახელების კანფეტი.


2.ათლარიანის დახურდავება
რამდენი ხერხით შეიძლება 10-ლარიანი კუპიურის ნაკლები ღირებულების კუპიურებად დახურდავება? (გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში ბრუნვაშია 1, 2 და 5 ლარიანი კუპიურები).
 


III-IV კლასი, ვარიანტი 1,
III-IV კლასი, ვარიანტი 2

суббота, 7 декабря 2013 г.

მაუგლი





ტესტის პასუხი


საშინაო დავალება 09/ 12/13

ქარული___,,გიორგობის თვე" ; დასწერად ___ დაასრულეთ სკოლაში დაწყებული წერითი საუშაო; სამუშაო რვეულში რაც მოგეცით ყველაფერი დაასრულეთ!!!

მათემატიკა___N5,6,7 [81]
ბუნება___ ,,ზომა და სიმძიმე" ბუნების სამუშაო რვეულში რაც ,,ვალი" გაქვთ გააკეთეთ

четверг, 5 декабря 2013 г.

* * *

პროექტი,,ნორჩი მწერლები"


სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი პედაგოგი ვერც დღეს შელევია წარსულს. ვერ შელევია, მიუხედავად რეფორმისა, რომელიც განათლების სისტემაში განხორციელდა და მეხსიერების ფუჭ ვარჯიშს კი არა, ცოდნის დონის ამაღლებას, აზროვნების განვითარებას გულისხმობს. ზოგიერთი მასწავლებელი მიმართავს ზეპირობის, ზუთხვის მეთოდს, რაც თავისთავად მცდარი და უეფექტოა, მაგრამ რას ვიზამთ - ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, ჩვენში კი ამ ჩვეულებას ფესვები ღრმად გაუდგამს.
ალბათ, ამის ბრალია, რომ საზოგადოების განსაკუთრებული კრიტიკის საგანია მოსწავლეთა მიერ მშობლიური ენისა და ლიტერატურის, მართლმეტყველებისა და მართლწერის ცუდი ცოდნა, რაც თავისთავად ვლინდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საშინაო დავალება 06'12'13

       საკურთხეველი ტაძრის უმთავრესი ნაწილია . მასში აღესრულება მღვდელმსახურება. აქვეა ტაძრის ყველაზე წმიდა ადგილიწმ. ტრაპეზი, რომელზეც სრულდება წმ. ზიარების საიდუმლო. საკურთხეველი შემაღლებულია, რათა ყველამ იხილოს მოქმედება, რომელიც იქ ხდება. ასევე მიგვანიშნებს, რომ ის, რაც საკურთხეველში ხდება, თავისი სულიერი მნიშვნელობით ყოველგვარ ამ სოფლიურზე მაღლა დგას. საკურთხეველში დგას მაგიდა (ტრაპეზი), რომელზედაც სრულდება ღვინისა და პურის ქრისტეს სისხლად და ხორცად გადაქცევის საიდუმლო წესი.


  • Ø ქართული___,,რატომ ცივა მთაში და რატომ თბილა ბარში?"
    Ø დასაწერად N 7,8 [95]


  • Ø მათემატიკა____N6 და 7 [79_რუხაძე]

  1.         ტესტებს გადახედეთ და შეცდომები გამოასწორეთ , სკოლაშიც ვიმუშავებთ!!!
  2. ტაბულა იმეორეთ და ისწავლეთ ყოველდღიურად!
  3. გაიხსენეთ კიდევ ერთხელ:

  • საკლები - მაკლები=სხვაობა

საკლები
-
მაკლები
= 
სხვაობა
10
-
4
=
6

გასაყოფი: გამყოფი= განაყოფი
გასაყოფი
:
გამყოფი
=
განაყოფი
10
:
5
=
2