სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

воскресенье, 22 декабря 2013 г.

ანდრიას

ზღაპარი ხალხური სიბრძნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი და პოპულარული ჟანრია. იგი ძალიან დიდი ხნის წინათ ზეპირად შეუქმნიათ ჩვენს წინაპრებს. ზეპირად იმიტომ, რომ იმ დროს,  როდესაც ეს ზღაპრები იქმნებოდა, ჯერ კიდევ არ იცოდნენ ასოების წერა. შემდეგ კი ამ ზეპირად მონათხრობს ხალხი მოსნენით იმახსოვრებდა და კვლავ ზეპირად გადასცემდა შთამომავლობას. მრავალი ასეული წლის განმავლობაში  ეს ზეპირი ფანტასტიკური მოთხრობები ასე გადადიოდა კუთხიდან კუთხეში და თაობიდან თაობაზე.
***
განსაკუთრებით დიდი იყო ზღაპრის დანიშნულება მანამ, სანამ ხალხი დამწერლობას განავითარებდა. მაგრამ არც დამწერლობას და არც წიგნს ზღაპარი არ მოუსპია. იგი მწერლობის მხარდამხარ ვითარდებოდა და ვრცელდბოდა, ასე მოაღწია ზღაპარმა იმ უხსოვარი დროიდან ჩვენამდე.

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!