სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

понедельник, 4 марта 2013 г.

საშინაო დავალება 05/03/13


ტესტი ვისაც არ ჰქონდა  მოტანილი [ეხება ორივე კლასს] აუცილებლად წამოიღონ ხვალ . პატ. მშობლებო ამოუწერეთ [ამოუპრინტერეთ]  თაბახის ან რვეულის ფურცელზე და შემდეგ შეავსონ ბავშვებმა . ჩემი კლასიდან მხოლოდ 7-8 ბავშვს ჰქონდა , პარალელურიდან  მხოლოდ 1-ს . ძალიან გთხოვთ ,მეტი გულისყურით...!!!ტესტი _2 მათემატიკა


შეიძინეთ დღიურები!!!

დაისვენეთ  ბულბულის იუბილე  

...აქ   ნახე და გააკეთე რვეულში!

ამოცანა


smileysლიკას 7 წიწილა ჰყავს ,  მე 3-ჯერ მეტი მყავს , .აბა, ფისო,გამოიცანი,  რამდენი წიწილა მყოლია ?
ბავშვებო  დაეხმარეთ ფისოს !smileys

გავნაგრძოთ ,,იის ამბავი "




воскресенье, 3 марта 2013 г.

* * *

დედის დღეს გილოცავთ!


..ყველას გილოცავთ  დედის დღეს, ჩემო პატარებო, თქვენც გილოცავთ ჩემო დედიკოებო,  გაზაფხულივით ლამაზი, ფერადოვანი და სიცოცხლით სავსე ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება,  მუდამ მშვიდად ყოფილიყავით შვილების, მეუღლეების, ახლობლების კარად ყოფნით, მათი წარმატებებით. ყველა თქვენგანის გვერდით ყოველთვის ყოფილიყოს ისეთი ადამიანი, ვინც თქვენი ნიჭის, შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას მოგცემთ, თქვენი ჭირ-ვარამის გამზიარებელი და ცხოვრების ნებისმიერ ეპიზოდში თქვენი გულშემატკივარი იქნება.
სიმბოლურია, რომ დედის დღე გაზაფხულის დასაწყისშია - ერთიც და მეორეც ხომ სიცოცხლის საწყისია. 

ჩემო ახალგაზრდა დედიკოებო, თქვენს დედიკოებსაც მივულაცავ დედის დღეს, დიდ ხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ,გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მათ, ყოველთვის , როცა კი ამის საშუალება იქნება, გისურვებთ ,რომ ძალიან დიდი ხნის შემდეგ გამოგეცადოთ ის გრძნობა რასაც დედის მონატრება  ჰქვია.
... ეს ძალიან ძნელია, მერწმუნეთ .
იყავით მუდამ ხალისიანი და ენერგიით სავსე თქვენი შვილების და თქვენი ოჯახის საკეთილდღეოდ!!!
მიყვარხართ, თქვენი ირინა მასწავლებელი.




суббота, 2 марта 2013 г.

საშინაო დავალება 04/03/13

...,,იის ამბავი "___ გაგრძელება
კითხვით

მოყოლით.

სკოლაში დავწერთ  თავისუფალი თემას_____  ,,მე და პაწაწინა ია "
:[ივარჯიშეთ სახლში]
ია და ბავშვი
ნუ შემახებ პაწაწა ხელს,
ნუ, ნუ-მეთქი, ჩემო კარგო,
ის არა სჯობს, გავიზარდო
და ბაღნარი მოგიქარგო?!

ჯერ შენსავით პატარა ვარ,
გამახარებს შენი ცქერა!
ახლოს დაჯექ, გამაგონე
მხიარული შენი მღერა!


იის სალამი

გაზაფხულზე იის მოსვლას,
შეხვდნენ დიდი სიხარულით,
ყველა ბავშვი გარს უვლიდა,
მთვრალი მისი სიყვარულით.

იამ როცა სითბო იგრძნო,
რა ქნა, თქვენ ხომ არც კი იცით?!
სალამითურთ, თავსაც ხრიდა,
ხან აქეთ და ხანაც იქით


ჯეჯილმა ამოიწია,
გადგა ბორჯი და ძირია,
იამ მოქარგა მინდორი,
სჩანს გაზაფხულის პირია!  [ნაწყევტი- ირ. ევდოშვილი]


 [გამოიყენეთ წაკითხული მასალა]


მათემატიკა___N2,3,4 [50 რუხაძე];   სახელმძღვანელოდან___N7,8,9,10 ასევე:
ტესტი _2 მათემატიკა