სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

суббота, 2 марта 2013 г.

საშინაო დავალება 04/03/13

...,,იის ამბავი "___ გაგრძელება
კითხვით

მოყოლით.

სკოლაში დავწერთ  თავისუფალი თემას_____  ,,მე და პაწაწინა ია "
:[ივარჯიშეთ სახლში]
ია და ბავშვი
ნუ შემახებ პაწაწა ხელს,
ნუ, ნუ-მეთქი, ჩემო კარგო,
ის არა სჯობს, გავიზარდო
და ბაღნარი მოგიქარგო?!

ჯერ შენსავით პატარა ვარ,
გამახარებს შენი ცქერა!
ახლოს დაჯექ, გამაგონე
მხიარული შენი მღერა!


იის სალამი

გაზაფხულზე იის მოსვლას,
შეხვდნენ დიდი სიხარულით,
ყველა ბავშვი გარს უვლიდა,
მთვრალი მისი სიყვარულით.

იამ როცა სითბო იგრძნო,
რა ქნა, თქვენ ხომ არც კი იცით?!
სალამითურთ, თავსაც ხრიდა,
ხან აქეთ და ხანაც იქით


ჯეჯილმა ამოიწია,
გადგა ბორჯი და ძირია,
იამ მოქარგა მინდორი,
სჩანს გაზაფხულის პირია!  [ნაწყევტი- ირ. ევდოშვილი]


 [გამოიყენეთ წაკითხული მასალა]


მათემატიკა___N2,3,4 [50 რუხაძე];   სახელმძღვანელოდან___N7,8,9,10 ასევე:
ტესტი _2 მათემატიკა

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!