სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

воскресенье, 3 марта 2013 г.

დედის დღეს გილოცავთ!


..ყველას გილოცავთ  დედის დღეს, ჩემო პატარებო, თქვენც გილოცავთ ჩემო დედიკოებო,  გაზაფხულივით ლამაზი, ფერადოვანი და სიცოცხლით სავსე ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება,  მუდამ მშვიდად ყოფილიყავით შვილების, მეუღლეების, ახლობლების კარად ყოფნით, მათი წარმატებებით. ყველა თქვენგანის გვერდით ყოველთვის ყოფილიყოს ისეთი ადამიანი, ვინც თქვენი ნიჭის, შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას მოგცემთ, თქვენი ჭირ-ვარამის გამზიარებელი და ცხოვრების ნებისმიერ ეპიზოდში თქვენი გულშემატკივარი იქნება.
სიმბოლურია, რომ დედის დღე გაზაფხულის დასაწყისშია - ერთიც და მეორეც ხომ სიცოცხლის საწყისია. 

ჩემო ახალგაზრდა დედიკოებო, თქვენს დედიკოებსაც მივულაცავ დედის დღეს, დიდ ხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ,გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მათ, ყოველთვის , როცა კი ამის საშუალება იქნება, გისურვებთ ,რომ ძალიან დიდი ხნის შემდეგ გამოგეცადოთ ის გრძნობა რასაც დედის მონატრება  ჰქვია.
... ეს ძალიან ძნელია, მერწმუნეთ .
იყავით მუდამ ხალისიანი და ენერგიით სავსე თქვენი შვილების და თქვენი ოჯახის საკეთილდღეოდ!!!
მიყვარხართ, თქვენი ირინა მასწავლებელი.




6 комментариев:

  1. dzalian didi madloba irina mascavlebelo aseti tbili sityvebisa da survilebistvis!!!
    tkvenc gilocavt dedis dges... mraval 3 marts daescarit
    tkveni survilebis mere raga davamato ar vici :)
    gilocavt gilocavt gilocavt :*
    keti

    ОтветитьУдалить
  2. madloba irina maswavlebelo, tqvenc gilocavt,mravals daewarit :) :)
    saba da nino

    ОтветитьУдалить
  3. უღრმესი მადლობა ირინა მასწავლებელო!!! ჩვენც გილოცავთ დედის დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, ხვავს და ბარაქას. დაე ყოველი დღე თქვენთვის სიკეთის და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს. გახარებული იყავით თქვენს ოჯახთან ერთად; მუდამ გეამაყოთ თქვენი შვილებით და ჩვენი შვილებით. დათუნა მეგრელიშვილი და მარი :) :) :*

    ОтветитьУдалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!