სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

суббота, 7 июня 2014 г.

,,ნორჩი მწერალი"


 მოიფიქრეთ მოთხრობა სურათების მიხედვით. ორშაბათს დავდებ ,,მულტფილმს" და ვნახოთ რამდენად დაემთხვევა შინაარსი თქვენი მოფიქრებული მოთხრობისა და ნახატი ფილმისა.
.
1
2
3



23 комментария:

  1. კეთილი სოკო
    ჩამობნელდა, შავი ღრუბლები ცას მოეფინა და ძლიერი წვიმა წამოვიდა. წვიმას დიდი სოკოს ქვეშ თავი შეაფარეს თაგვმა , ჭიანჭველამ და პეპელამ. უეცრად ხმა შემოესმათ მიიხედეს და ტოტზე შემომჯდარი ბეღურა დაინახეს.
    წვიმას სეტყვა მოჰყვა და ბეღუმაც სოკოს შეაფარა თავი . ცოტა ხანში შეშინებული კურდგელი გამოჩნდა და ჭიანჭველას დახმარება სთხოვა: მელა მომდევს და ჩემი შესანსვლა უნდა დამეხმარე თუ შეგიძლიაო. ჭიანჭველამ და მისმა მეგობრებმა კურდღელი შეიფარეს და მელიასაგან გადაარჩინეს.წვიმამ გადაიღო, სოკოზე შემოსკუპდა ბაყაყი დამხიარული ყიყინი დაიწყო. კარგმა ამინდმა ყველა გაახარა. მაგრამ მეგობრებს კეთილი სოკო არ დავიწყებიათ მივიდნენ და თავი დაუკრეს მადლობის ნიშნად.სოკომაც მიიღო მეგობრების მადლობა და უთხრა რომ თუ როდესმე კიდევ დასჭირდებოდატ თავშესაფარი ის ყოველთვის დაეხმარებოდა მათ.
    ლუკა ცხვედაძე

    ОтветитьУдалить
  2. გენაცვალე , ძალიან გამახარე, მომეწონა!!!

    ОтветитьУдалить
  3. სოკო და ტყის ბინადრები
    ერთხელ წვიმა მოვიდა და სოკო ამოვიდა. იქვე სოკოსთან ცხოვრობდა წრუწუნა, პეპელა და ჭიანჭველა. წვიმის დროს ისინი გამოვიდნენ სახლიდან და წვიმაში ცეკვა და სიმღერა დაიწყეს. სოკოს ზევით ჩიტს ჰქონდა ბუდე. იგი წვიმის დროს ხეს აფარებდა თავს. შემდეგ გადაიღო წვიმამ და თოვლი წამოვიდა. თოვლის დროს ჩიტი ქვევით ჩამოფრინდა. მათ გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ. შემდეგ ისევ წვიმა წამოვიდა. ამ დროს იქ კურდღელი მოსკუპდა. კურდღელთან მივიდა ჭიანჭველა, დაელაპარაკა და უთხრა, რომ აქ წვიმა იყო და დიდი სოკო ამოვიდაო.
    ამ დროს ტყეში მელა დაცუნცულებდა. მან დაინახა რომ სოკოსთან ჟრიამული იყო. მიუახლოვდა მათ, მაგრამ იგი მხოლოდ ჩიტმა დაინახა და ხმამაღალი ჭიკჭიკი ატეხა. იმ დროს ყველა გაიფანტა და სოკოს და მელიის გარდა იქ აღარავინ დარჩა. შემდეგ მელიაც წავიდა. ყველა აქეთ–იქით იყო გაფანტული: კურდღელი, პეპელა, წრუწუნა და ჩიტი. შემდეგ ყველამ იპოვა ერთმანეთი მაგრამ ჭიანჭველა ვერ იპოვეს. მაგრამ ისიც მალე გამოჩნდა და ხუთივე სოკოსთან წავიდნენ და ჰკითხეს: მელამ რამე ხომ არ დაგიშავაო? – არა, ჩემთვის არაფერი დაუშავებია.
    ასე გადარჩნენ ყველანი.
    ანა კანდელაკი

    ОтветитьУдалить
  4. ტყეში უეცრად ძლიერ გაწვიმდა, ერთი მოხუცი სოკოს ქვეშ თავი შეაფარეს მეგობრებმა, წრუწუნამ, ჭიანჭველამ და პეპელამ, ამ დროს სეტყვაც წამოვიდა და პატარა ბეღურაც შეეფარა სოკოს, სად იყო და სად არა, კურდღელმა მოირბინა, – მიშველეთ მელა მომდევსო, მეგობრებმა მელა შეაშინეს და კურდღელი გადაარჩინეს, ამასობაში წვიმამაც გადაიღო და მათ მხიარულებას ბაყაყიც შეუერთდა, მეგობრებმა მოხუც სოკოს მადლობა გადაუხადეს და მხიარულად განაგრძეს გზა. ანრი გერმისაშვილი.

    ОтветитьУдалить
  5. sokos sikeTe.
    gawvimda. tyis binadrebi Zlierma wvimam da Weqa-quxilma Zalian SeaSina. pepelas frTebi dausvelda da sokos qveS Seafar Tavi. Tagvi da WianWvelac did qudiani sokos qveS SeyuJuliyvnen. xis totze sicivisgan mobuzuli beRura ijda. megobrebs SeecodaT da isic TavisTan dapatiJes. tyidan iskupa baWiam, romelsac mela mosdevda SesaWmelad da SeSinebuli iyureboda.megobrebma sokos qveS damales da melam vegar dainaxa. roca gamoidara mxiaruli bayayi Semoskupda sokos Tavze da yiyiniT aiklo iqauroba. kargma amindma mobuzuli megobrebi gareT gamoiyvana da yvela gaamxiarula. sokosi yvela madlobeli iyo da Tavs ixridnen mis winaSe. is ki pasuxobda, rom mzad iyo nebismier dros daxmareboda.

    saba.b.

    ОтветитьУдалить
  6. სოკოს კეთილი საქმე
    უცბად მოიღრუბლა, და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. წრუწუნამ, ჭიანჭველამ და პეპელამ თავი სოკოს შეაფარეს. პატარა ბეღურამ კი დაღონებული და დასველებული, ხის ტოტზე ჩამოჯდარიყო. ცოტახანში სეტყვაც წამოვიდა. შეშინებული დეღურა ჩამოფრინდა და სთხოვა რომ შეიფარონ. სეთყვა ისევ წვიმამ შეცვალა. შეიფარა სოკომ წრუწუნა, ჭიანჭველა, პეპელა და ბეღურა. დრო უქმად არ დაკარგეს და დამეგობრდნენ. ამასობაში ჭიანჭველამ შენიშნა დამფრთხალი კურდღელი. ჰკითხა ისიც წვიმის და სეტყვის გამო ხომ არ იყო შეშინებული. ბაჭიამ კი მოუყვა რომ კუდაგრძელა მელია ეძებს ტყეში. ჭიანჭველასთან ერთად, ყველამ დაიცვა კურდღელი მელიისგან. მელია გაბრუნდა და წავიდა. ამასობაში გამოიდარა, წვიმამ გადაიღო. მხიარული ბაყაყი შემოსკუპებულა სოკოზე , და ყიყინებდა ჭიანჭვლა, ბეღურა, პეპელა და ბაჭია სოკოსთან მივიდნენ და მადლობა გადაუხადეს რომ ასეთ ამინდში შეიფარა ისინი. მარიამ კევლიშვილი.

    ОтветитьУдалить
  7. ტყის ბინადრები
    ტყეში ჩამობნელდა და ცა საწვიმრად მოემზადა. ერთი დაიგრუხუნა წვიმაც წამოვიდა. ჭიანჭველამ და წრუწუნამ სოროს ვერ მიაღწიეს ვერც პეპელა აფრინდა მაღლა რომ ხისთვის შეეფარებინა თავი და იქვე მახლობლად დიდ სოკოს ამოეფარნენ. საშინლად წვიმდა შემდეგ სეტყვაც წამოვიდა და ხეზე მჯდარ ბეღურამ ვერ გაუძლო სეტყვას და მეგობრებს სთხოვა დახმარება, მეგობრებმა უარი არ უთხრეს და ისიც სოკოს ამოეფარა. ცოტა ხანში სეტყვამ კი გადაითო,მაგრამ ისევ ძლიერ წვიმდა ამ დროს დაინახეს კურდგელი მორბოდა და დახმარებას სთხოვდა , მიშველეთ მელია მომდევსო და ისიც სოკოს ამოეფარა მელიამ სოკოს გარშემო დაიწყო წრიალი მაგრამ ვერაფერს გახდა დაწავიდა.ამასობაში წვიმამაც გადაიგო და ღრუბლებში მზემ გამოანათა.ცხოველები გავიდნენ თავშესაფრიდან და მოხუც სოკოს დიდი მადლობა გადაუხადეს ,მოხუცმა სოკომ კი უთხრა რომ ყოველთვის მზად იყო მათ დასახმარებლად.
    ნიკა ფავლენიშვილი

    ОтветитьУдалить
  8. შემოდგომის წვიმიან დღეს,მეგობრები თაგვი პეპელა და ჭიანჭველა სოკოს შეფარებოდნენ.იქვე ხის ტოტზე სიცივისგან მობუზული ბეღურა იჯდა.მეგობრებს შეეცოდათ საწყალი ჩიტი და თავისთან მიიწვიეს.
    იქვე გალუმპული ბაჭია და მელია დაინახეს და თავისთან დაუძახეს.სოკოზე შემომჯდარი ბაყაყი მხიარულად ყიყინებდა.
    წვიმამ გადაიღო და სოკომ გამოიხედა.მეგობრებმა დიდი მადლობა გადაუხადეს დახმარებისთვის.

    ОтветитьУдалить
  9. იყო და არა იყო რა,იყო ერთი ტყე.ტყეში ბევრი ცხოველი ბინადრობდა.ერთხელ წამოვიდა თავსხმა წვიმა.სამი მეგობარი წვიმისაგან სოკოს ქვეშ დაიმალნენ.თაგუნია ,ჭიანჭველა და პეპელა ძლივს ეტეოდნენ სოკოს ქვეშ.მალე მათ სულ გაყინული და სველი ბეღურაც შეიპარეს.წვიმა არ ჩერდებოდა და სულ უპრო იმატებდა ძალას.უეცრად სოკოსტან აცახცახებულმა კურდღელმა მიირბინა და სოკოს ქვეშ დამალვა ითხოვა. თურმე ტყეში ბოროტი მელა შეიპარა და კურდღელს შესაჭმელად დასდევდა.მეგობრეს შეეცოდათ კურდღელი და იოს სოკოს ქვეშ შემოიყვანეს.მელამ შეხედა სიკოს და მიხვდა ,რომ კურდღელი აქ ვერ ჩეატეოდა და ამიტომ გზა განაგრძო.
    მალე წვიმა მორცჰა და მეგობრები გარეთ გამოვიდნენ.მეგობრებს უკვირდათ,თუ როგორ დაიტია ამ პატარა სოკომ ამდენი ცხოველი.ბაყაყმა,რომელიც ამ დროს სოკოს შემოახტა,უთხრა,რომწვიმის დროს სოკო გაიზარდა და ასე შეიპარყველა.ამის სჰემდეგ ცხოველებმა ერთად გაგაუხადეს სოკოს მადლობა.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მშვენიერია , განსაკუთრებით მომეწონა ფრაზა : ,, ...წვიმის დროს სოკო გაიზარდა "... კარგად გაქვს შემჩნეული , რომ თავიდან ასე დიდი არ იყო სოკო. ჩვენი სოკოებზე საუბარიც კარგად გაგხსენებია :)

      Удалить
  10. ირინა მას სახელი და გვარი დამავიწყდა-ელენ ითაშვილი

    ОтветитьУдалить
  11. ტყეში კოკისპირული წვმა წამოვიდა.წრუწუნა,ჭიანჭველა და პეპელა მეგობარ სოკოსტან სტუმრობდნენ და კარგადაც ერთობოდნენ. იქვე ახლოს, ხის ტოტზე ბეღურა იჯდა, სიცივისგან მოწყენილს მხიარული ხმები შემოესმა მიხვდა საიდანაც მოდიოდა ხმა და მათკენ გაეშურა,თავშესაფარი იტხოვა და მათაც სიამოვნებით მიიღეს. ამდროს საიდანღაც შეშინებული კურდღელი გამოჩნდა, დახმარება ითხოვა და უამბო თავის გასაჭიზე რომ მელია შესაჭმელად მომდევსო მეგობრებმა კურდღელი შეიფარეს და განსაცდელისგან იხსნა. ამასობაში წვიმასაც გადაეღო ბაყაყი კოსოკოზე შემოსკუპდა და მხარულად აყიყინდა ყველანი გამოსულიყვნენ, თან გმხიარულდნენსოკოს მადლობა გადაუხადეს და დაემშვიობნენ
    ირაკლი

    ОтветитьУдалить
  12. წვიმა ტყეში
    ერთ დღესაც ტყეში შხაპუნა წვიმა წამოვიდა. ყველა ცხოველი აფარებდა თავშესაფარს თავს. იქვე სოკოსთან წვიმას თავი შეაფარა თაგვმა, ჭიანჭველამ და პეპელამ. შორიახლო ბეღურა შემომჯდარიყო ხის ტოტზე და წვიმისაგან ფოთლებს აფარებდა თავს.წვიმამ გადაიღო და მოულოდნელად სეტყვა წამოვიდა, ბეღურამ მარტოობით მოიწყინა და სოკოს თავშეფარებულ მეგობრებთან მიიფრინა.შეიძლება მეც თქვენთან ერთად შევაფარო სოკოს თავი. მეგობრებმაც სასწრაფოდ მიიპატიჟეს ბეღურა.სეტყვამ იკლო, მაგრამ წვიმამ კვლავ შეახსენა მეგობრებს თავი. მოულოდნელად გამოჩნდა გზააბნეული და შეშინებული ბაჭია რომელიც სულ დასველებულიყო და თავშესაფარს ეძებდა. დაინახა თუ არა ეს ჭიანჭვწლამ მიირბინა და ბაჭიას უთხრა, რომ მასაც სოკოს ქვეშ შეეფარებინა თავი მათსავით.ბაჭიამაც გახარებულმა მიირბინა. უეცრად გამოჩნდა მელა, რომელიც სულ დასველებულიყო, მაგრამ არ წყვეტდა ბაჭიის ძებნას და დევას. მელამ მიაგნო სოკოს შეფარებული და გასაჭირში გვერდში მდგომი მეგობრები. მელა გარშემო უვლიდა სოკოს, რომ იქნებ როგორმე ბაჭია გამოეტყუებია, მაგრამ ახლად დამეგობრებულებმა არ მისცეს უფლება მელას ბაჭიასათვის რამე დაეშავებინა და ისიც რომ ვერაფერს გახდ ა გაეცალა ერთგულ მეგობრებს. ამ პატარა არსებების მეგობრობით გახარებულმა ბაყაყმა, აუბა მათ მხარი შემოხტა სოკოს თავზე და სულ სიცილით აცილებდა მელას. ამასობაში წვიმამაც გადაიღო გაუხარდათ მეგობრებს და მინდორში დაიწყეს სირბილი და ხტუნვა. ხტუნვით გული რომ იჯერეს შეიკრიბნენ ერთად და მადლობა გადაუხადეს სოკოს შეფარებისთვის.სოკომ კი უპასუხა, რომ ყოველთვის მზად ვარ ასეთი გულადი და მეგობრების დამცველი არსებების დასახმარებლადო. მეგობრებიც დაემშვიდობენ ერთმანეთს და გაუდგნენ თავიანთ გზას.
    ნინი ხაჩიძე.

    ОтветитьУдалить
  13. ანდრიამ სხვა განყოფილებაში დადო თავის მოთხრობა , ,, დავაკოპირე " და აქ ვდებ მის მაგივრად :
    ert dges moigrubla da wmiva wamovida. mindorshi, whianwhvelam, pepelam da wruwunam tavi sheafares mozrdil sokos. iqve mdgar xis totze chamoskupebuli begura cdilobda fotols shefareboda, magram fotoli patara zomis iyo da wvima asvelebda. cota xanshi cidan tovlis fifqebi wamovida da sokos qvesh mdgari arsebebi gakvirvebit shescqerodnen ertmanets. am dros mattan begura mofrinda da stxova, mec damayenet sokos qvesh, male bawhiac moskubda da manac igive stxova whianwhvelas, yvelani ertad chadgnen. am dros chumchumad moipara melakuda da sokos garshemo daiwyo shemovla. male wvimam gadaigo, sadiyo da sadara sokos tavze bayayi shemoxta da yiyini daiwyo. wruwuna mindorshi gaiqca, bawhiac gamoskupda da yvelam ertad madloba gadauxades sokos, romelic jadosnuri agmochnda. ANDRIA GIVISHVILI-AMILAXVARI

    ОтветитьУдалить
  14. ძალიან კარგი მოთხრობები იყო:დ

    ОтветитьУдалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!