სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

пятница, 21 февраля 2014 г.

საშიანო დავალება 24.02.14


  • ქართული___მოყოლით:  ზმნას სამი დრო აქვს: ახლანდელი, წარსული და მომავალი.

ახლანდელი დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება თქმის დროს ხდება: მისი კითხვაა: რას ვშვრები?
მაგ., ვწერ, ვხატავ.
წარსული დროის ფორმა აღნიშნავს, რომ მოქმედება მოხდა ან ხდებოდა თქმამდე. მისი კითხვებია: რას ვშვრებოდი? რა ვქენი? რა მიქნია?
მაგ., ვწერდი, დავწერე, დამიწერია.
მომავალი დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება მოხდება თქმის შემდეგ. მიუგებს კითხვაზე: რას ვიზამ?
მაგ., დავწერ, დავხატავ.
დასაწერად__ მოიფიქრე და დაწერე მაგალითები !!!


  • მათემატიკა __ . რამდენი ლარი აქვთ?

კახა და მაკა ბაზარში წავიდნენ. კახა ეუბნება მაკას: „მომეცი 1 ლარი და მე მექნება 3 - ჯერ მეტი თანხა, ვიდრე შენ“.
მაკა პასუხობს: „არა, უკეთესია შენ მომცე 1 ლარი და ორივეს თანაბარი რაოდენობის თანხა გვექნება“.
რამდენი ლარი ჰქონია თითოეულს?
345:5=    567:6 =  459:3=     230:5=
(25x4+130) + 5x5=

3 комментария:

  1. 567: 6 = 94.5 nashtit ascavlet ukve gayopa , qalbatono irina?

    ОтветитьУдалить
  2. კახას ჰქონდა 5 ლარი, მაკას 3 ლარი.
    თუ მაკა მისცემს 1 ლ . მაშინ კახას ექნება 6 ლარი, მაკას 2. 2*3=6
    თუ კახა მისცემს 1 ლარს მაკას მაშინ ორივაეს ექნებათ 4-4 ლარი.
    ლუკა

    ОтветитьУдалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!