თამარ მეფე იყო ერთიანი საქართველის მონარქი. იწოდებოდა როგორც „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი". მისი მმართველობის პერიოდს ქართველები „ოქროს ხანას“ უწოდებენ. ამ დროს შენდება ქალაქები, ციხეები, ეკლესიები, მონასტრები, ხიდები.... ითარგმნება წიგნები, იხატება ეკლესიები, იჭედება ხატები. ქართველები წარმატებით იგერიებენ ყველა დამპყრობელს, მეტიც, შეტევაზე გადადიან და იკავებენ თურქეთისა და სომხეთის დიდ ნაწილს. შავი ზღვის სამხრეთ–აღმოსავლეთით ქმნიან საქართველოს გავლენის ქვეშ მყოფ ტრაპიზონის იმპერიას.
თამარი დაიბადა 1166 წელს. იყო მეფე გიორგი III–ისა და დედოფალ – ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი. 1179 წელს მამამ თანამოსაყდრედ გამოაცხადა და ექვსი წლის მანძილზე მამა–შვილი ერთად მართავდა სამეფოს. ამ ხნის მანძილზე თამარმა ბევრი რამ ისწავლა და კარგი გამოცდილებაც მიიღო. 1184 წელს მეფე გიორგი გარდაიცვალა და საქართველოს ისტორიაში სამეფო ტახტზე პირველად ავიდა ქალი. |
გ.რამიშვილის სახელობის #20 საჯარო სკოლა. პედაგოგი ირინა ზაქარეიშვილი
სხვა გვერდები
- მთავარი გვერდი
- ყმაწვილთათვის ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა
- საკითხავი მასალა
- პრეზენტაციები
- გვერდი მათემატიკისთვის
- ჩვენი ფოტოები და ვიდეოები
- საინტერესო ამბები ... ისტორია და სხვ.
- ჩემი გვერდი ლემილზე
- კარგი განწყობისთვის :) და ზოგიც ისე , არ დავიწყებისთვის ...
- საბავშვო სიმღერები
- ს ხ ვ ა დ ა ს ხ ვ ა
- გამოფენა
- სამყარო
- საინტერესო წინგის მაღაზიები საქართველოში
- პ რ ო ე ქ ტ ე ბ ი
- გამრავლების ტაბულა
- პუნქტუაციის წესები
- მოგონებები მწერლებზე
- სასარგებლო ბმულები
- ექსკურსია შიომღვიმეში
- იყო და არა იყო რა...არდადეგებზე საკითხავი :)
- მე-4 კლასის ტესტები
- გაკვეთილების ცხრილი მე-4 კლასი
- მსოფლიო კლასიკა
- ონლაინ ბიბლიოთეკა
- მ ა რ ტ ყ ო ფ ი19.05.12
- ჩვენ YouTube.com-ზე
- მოგზაურობა ერევანში
- მე-4 კლასში გაკეთებული პროექტები
- მოხუცთა თავშესაფარში
...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.
. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი
...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]
გმადლობთ თამარის ვიდეო ძალიან მომეწონა ნინო ხაჩიძე
ОтветитьУдалитьასევე სურათებიც ნინო ხაჩიძე
ОтветитьУдалитьმიხარია :)
Удалить