სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

понедельник, 29 апреля 2013 г.

საშინაო დავალება 01/05/13


  • ქართული___ გაკვეთილი მოყოლით,


წაიკითხეთ! 
                                                                                             
  • სახალისო ამოცანა :
ზოოპარკში
ზოოპარკში 8 მელიაა. კურდღლები 2-ით ნაკლებია, ვიდრე მელიებიხოლო ზღარბები - 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე კურდღლები.
რამდენი კურდღელი და რამდენი ზღარბია ზოოპარკში?

საშინაო დავალება30/04/13


  • მათემატიკა__1) შეეცადე გადახაზო ზუსტად 



2)გამოიანგარიშე : 40:2+X=55; 70-46+15:5=; 
3)

4)4 ოთხიანის გამოყენებით მიიღე 2.

  • ქართული___ ,,ოლიმპიადა ძველად და ახლა" --კითხვით ; დავალება გვ.124


пятница, 26 апреля 2013 г.

საშინაო დავალება 29/04/13

  • მათემატიკა: 1)ეს ყველაფერი გადაწერეთ რვეულში და გაეცით პასუხი:






2)30:2+5.3=             25:5-45-23=               45+5.2=
   13.2-6=                  4:2.5.2=                     70-6.3=


  • ქართული___  ზღაპარი მოყოლით და სქემის შედგენით [ნახე  აქ]

понедельник, 22 апреля 2013 г.

საშინაო დავალება 24/04/13


  • ქართული___ ,,სხეულის ნაწილების ჩხუბი"--კითხვით; დასაწერად კითხვებზე-პასუხი.
  • მათემატიკა___  N 6,7 [101] 




* * *

მარიამ კარიჭაშვილმა შემოგთავაზათ ,,სახალისო საქმე"


* ჩვენი ხელებით *
ნიკოლოზ დათუსანი
ელენე ითაშვილი
ნიკოლოზ ბერუაშვილი
მარიამ კევლიშვილი
ლევან აბუაშვილი
დაჩი დარბაიძე


საშინაო დავალება 23/04/13


  • ქართული___ ,,ლომი დ ხარები" -მოყოლით ; დასაწერად N6[122]
  • მათემატიკა__ გვ.100, N2,3,4 [მეორე სტიქონები] 
  • ბუნება მესამედ დაგიტოვეთ იგივე, ვინც არ იცოდა მომიყვება ხვალ

среда, 17 апреля 2013 г.

საშინაო დავალება 22 / 04 / 13


  • ქართული ___ ,,მოლოდინი" __ ზეპირად; 
  •  დასაწერად___[შინაარსი]


    ძალა ერთობისა
    იყო ერთი დიდებული მეფე. ჰყავდა ოცდაათი ვაჟი. როცა დაბერდა და სიკვდილის დრო მოუახლოვდა, დაუძახა თავის ვაჟებს, მოატანინა ოცდაათი შვილდის ისარი, შეკრა ერთად, მოსწია დასამტვრევად, მაგრამ ვერ გატეხა. მერე კონა გახსსნა, თითო-თითოდ მოსწია ისრები და ადვილად დაამტვრია. მიუბრუნდა შვილებს და უთხრა: თუ ერთად იქნებით, მტერი ისევე ვერ გძლევთ, როგორც მე ვერ დავძლიე ისრების ერთად შეკრული კონა, მაგრამ თუ გაიყრებით და დაცალცალკევდებით, მაშინ მტერი ისე დაგლეწავთ, როგორც მე ცალ-ცალკე ისრები დავამსხვრიეო.

  • მათემატიკა____ N5,6,7[99]       ტაბულა ზეპირად; სახელმძღვანელო 148გვერდი.
დამატებითი:  ეს   
და ესეც




  •  ბუნება

დედა ენა

вторник, 16 апреля 2013 г.

საშინაო დავალება 18/04/13


  • ქართული___,,მოლოდინი"- კითხვით; დასაწერად __გაეცით პასუხი მე-8 შეკითხვას[120]
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ:

ფარნავაზმა განძი იპოვა

ფარნავაზი
       ერთხელ ფარნავაზი სანადიროდ წავიდა. დიღმის ველზე დაეშვა, ირმებს დაედევნა. ერთ ირემს მიეწია და ისარი ჰკრა. დაჭრილი ირემი კლდის ძირას უსულოდ დაეცა.
        ბინდდებოდა. ფარნავაზი მოკლულ ირემთან ჩამოჯდა. იფიქრა, აქ გავითენებ, მცხეთაში დილით დავბრუნდებიო.  უეცრად წვიმამ დაასხა.  კლდის ძირას გამოქვაბული მოძებნა და მისი ამოქოლილი კარი რკინის კომბალით გამოარღვია.
ვრცლად
       გამოქვაბულში მან აურაცხელი განძი, უამრავი ოქრო და ვერცხლი იხილა. გამოქვაბული საიმედოდ ამოქოლა და მცხეთაში დაბრუნდა, ეს ამბავი დედას აცნობა.
       დედამისი და დები წაიყვანა, გამოქვაბულს მიაშურა. ვინმეს რომ არ დაენახა, ისინი დღისით შრომას ერიდებოდნენ, ღამით კი განძს ვირებით ეზიდებოდნენ და მარჯვე ადგილზე ფლავდნენ.
    ასე გაგრძელდა ხუთ ღამეს. გამოქვაბული, ბოლოს და ბოლოს, დაიცალა და განძის ადგილსამყოფელი აწ უკვე მხოლოდ ფარნავაზის ოჯახის წევრებმა იცოდნენ.
გავხალისდეთ:
ამოიკითხეთ წინადადება და ჩაწერეთ რვეულში.

  • მათემატიკა___ N9[ 97] ; სახელმძღვანელო გვ.145-146.

понедельник, 15 апреля 2013 г.

კომენტარები საზღვარგარეთიდან,ბლოგის შესახებ ...:)

მეილზე მომდის კომენტარები, ზოგი ჩანს ბლოგზე , ზოგი არა ,ძალიან ბევრი დამიგროვდა და მომინდა რამდენიმე მაინც გამეცნო თქვენთვის :))

This design is spectacular! You definitely know how to keep a reader 
entertained. Between your wit and your videos, 
I was almost moved to start my own blog (well, almost.
..HaHa!) Wonderful job. I really enjoyed what you had to say, and more than that, how you presented it.

Too cool!
 "01.02.13"
***
Такая конструкция захватывающий! Вы, безусловно, знаете, как держать читателя
развлекали. В перерыве между умом и видео,
Я был почти переехал, чтобы начать свой ​​собственный блог (ну, почти.
.. Ха-ха!) Замечательную работу. Мне очень понравилось то, что вы должны были сказать, и более того, как вы представили его.

Слишком круто!
***
Excellent blog you've got here.. It’s hard to find good quality writing like yours these days. I seriously appreciate people like you! Take care!!სიურპრიზი :)))"
***
Отличный блог у вас здесь .. Трудно найти хорошего качества написания, как у тебя в эти дни. Я серьезно оценить вами! Берегите себя!!
***
Have you ever considered about adding a little bit more than just your articles?
I mean, what you say is fundamental and all. Nevertheless think of if you
added some great pictures or videos to give your posts more,
"pop"! Your content is excellent but with images and videos, this blog
could undeniably be one of the most beneficial in its field.
Awesome blog "* * *": 
***
What's up everybody, here every one is sharing these kinds of familiarity, so it's good to read
this webpage, and I used to go to see this blog daily.!"26/12/12

воскресенье, 14 апреля 2013 г.

საშინაო დავალება 16/04/13



  • ქართული___ ,,ბოროტისათვის სიკეთე"--თხრობით;[შემაჯამებელი კითხვები]-118გვ-ზე.
  •  გადადით *იგავ-არაკები -ში , თქვენი სურვილით ამოარჩიეთ ერთი იგავი და ისწავლეთ.



  • მათემატიკა__N5, 6.[95]
  • ბუნება



გახსოვთ ? :)

აბესალომ და ეთერი


აბესალომ და ეთერი

იყო ერთი უშვილო ცოლ-ქმარი. დიდხანს ელოდნენ შვილის ყოლას, მაგრამ ისე ჩამობერდნენ, რომ შვილი არ ეღირსათ. ბოლოს, იმედი რომ გადაიწყვიტეს, ცოლმა დაუჟინა ქმარს, წადი მკითხავთან, აკითხვინე, გაიგე, რა მიზეზით არა გვყავს შვილი, იქნებ რამე წამალიც გასწავლოს და ბედმა ჩვენსკენაც გადმოიხედოსო.
წავიდა კაცი მკითხავთან და აკითხვინა. მკითხავმა სამი ვაშლი მისცა და დაარიგა:
- წაიღე ეს ვაშლები და ცოლს მიუტანე, როცა მოშივდება, ორი ვაშლი შეაჭამე, მერე, რომ მოსწყურდება, ერთიც მაშინ შეაჭამე და შვილი გაგიჩნდებათო.
გზაზე კაცს მოშივდა, ვეღარ გასძლო და შეჭამა ორი ვაშლი, მერე მოსწყურდა და ის მესამეც ზედ მიაყოლა.
შეჭამა თუ არა კაცმა ვაშლები, იმავე წამს კანჭში ქალი ჩაესახა. კაცს შერცხვა, მოიჭრა კანჭი და გადააგდო. სუნზე ერთი ფრთათეთრი ორბი მოფრინდა, ჩასჭიდა კლანჭები კაცის კანჭს და წაიღო თავის ბუდეში, ერთი მაღალი ხის წვერზე.
მალე კანჭიდან გაჩნდა ქალი. ორბმა ეთერი დაარქვა და შეუდგა გაზრდას, ყოველდღე გაფრინდებოდა ბუდიდან, დაივლიდა მთელ ქვეყანას და სადაც კი კარგ და გემრიელ საჭმელს იპოვიდა, მოუტანდა. ქალი დღითიდღე იზრდებოდა და ლამაზდებოდა, რომ გაიზარდა, ისეთი ლამაზი და ტურფა შესახედი დადგა, რომ იმაზე უკეთესი ქვეყნად აღარ მოიძებნებოდა.
იმ ქვეყნის ხელმწიფეს, სადაც ეთერი იზრდებოდა, ერთი საქორწინო ბიჭი ჰყავდა, სახელად აბესალომი. აბესალომს ნადირობა უყვარდა და ტყეში ხშირად დადიოდა. ერთხელ სწორედ იმ ხესთან გაიარა, დაინახა ეთერი და ჩაუვარდა გულში იმისი სიყვარული. ამის შემდეგ ნადირობა აღარც მოჰგონებია. ყოველ ცისმარე დღეს იმ ხის ძირას ატარებდა და ეთერს შორით ესიყვარულებოდა. ერთხელაც ვეღარ მოითმინა და დაუძახა:
ჩამოდი, ეთერო, ძირსა,
მანდ რას უზიხარ ხესაო,
ჩამოდი, ცოლად გამომყევ,
მანდ ნუ იღერებ ყელსაო.
ამაზე ეთერმა უპასუხა:
შენ მდიდარი, მდიდრის შვილი,
დედა-მამით ხარ ქებული,
მე ობოლი, ობლის შვილი,
ობლობით ვარ დაჩაგრული,
კაცის კანჭში ჩასახული,
შარის პირას დაგდებული,
ორბის კლანჭით აღებული,
ხის კენწერზე დადებული,
შენ შენი ჰქმნა და წახვიდე,
გამიშვა წყალწაღებული.
აბესალომმა ღვთის ფიცი მისცა, არ გიღალატებო:
ზევიდან ღმერთი ცეცხლსა ჰყრის,
ქვეშ აბესალომ უდგება,
ეთერო შენსა ღალატსა,
ღვთის მეტი ვინ შეუდგება.
ომში ხმალამოღებულსა,
აბჯარიმც ჩამომიწყდება,
წყალი, უწყლოსა ალაგსა,
ზღვა იყოს, ამომიშრება,
შვიდი წლის გზასა მავალსა
საგზალიმც დამიმიწდება,
თოფი მტრისაკენ დახრილი,
გულშიამც დამიბრუნდება.
დაიჯერა ეთერმა აბესალომის ფიცი და დათანხმდა. აბესალომმა, რაკი ხელთ იმჟამად არაფერი ჰქონდა, სანიშნოდ ერთი შავტარიანი დანა აჩუქა, შემოისვა ცხენზე და წაიყვანა შინ.
აბესალომს ერთი ყმა ჰყავდა, სახელად მურმანი. აბესალომმა მურმანი წინ გაგზავნა და თავის დასთან, მარეხთან დააბარა:
- ცოლი მომყავს, ოქროსთმიანი ეთერი და საქორწილო ტანისამოსი მოგვიმზადეთო.
დაუმზადა მარეხმა საჩქაროდ საქორწილო ტანისამოსი, მოიყვანა აბესალომმა ეთერი და ჩააცვეს. მდიდრულმა ჩაცმამ ისე დაამშვენა, რომ რაც იყო, ორი იმდენი სილამაზე შემატა. დაწერა აბესალომმა წიგნები და ქორწილში თავის სახელმწიფოდან კომლზე კაცი დაიბარა, მისაც წიგნები მურმანს და გაგზავნა მოპატიჟედ.
მურმანს დანახვისთანავე შეუყვარდა ეთერი, მიდიოდა ახლა გზაზე გულმოკლული და სულ იმის ფიქრში იყო, ნეტა ისეთი ვინმე გამოჩნდებოდეს, რომ ეთერი აბესალომს შეაძულოს და მე ჩამიგდოს ხელშიო. შემოხვდა ამ დროს წინ ეშმაკი და ჰკითხა:
- საით მიდიხარ, მურმანო, ან აგრე ძლიერ რას დაღოდებულხარო? - მურმანმა თავისი გასაჭირი გაანდო. მაშინ ეშმაკმა უთხრა:
- მაგას რა ნარტვრა უნდა, თუ შენს სულს მე მომცემ, ისეთ წამალს გასწავლი, რომ აბესალომმა ეთერი თავისი ხელით გადმოგილოცოსო.
- ოღონდ ეთერი ჩემი გახდეს და სულს კი არა, რჯულსაც მოგყიდიო, - უთხრა მურმანმა.
ეშმაკმა ხელწერილი მოსთხოვა:
- ჯერ ხელწერილი დამიწერე, რომ პირს ვეღარ გადახვიდე და წამალს მერე გასწავლიო.
დაუწერა მურმანმა ხელწერილი და მისცა. ეშმაკმა უთხრა:
- ჯვარს რომ დაიწერენ და ეკლესიიდან გამოვლენ, ეთერს ერთი მუჭა ფეტვი ხელუკუღმა შეაყარე, მკბენარი დაეხვევა იმდენი, რომ სულ რომ აცალონ, მაინც ვერ გააცლიან, სანამ შენს ხელში არ ჩავარდება. აბესალომს შესძულდება ეთერი და შენ გადმოგილოცავსო.
დაბრუნდა შინ სულგაყიდული მურმანი და გაჰყვა ეთერსა და აბესალომს ეკლესიაში. ჯვარი რომ დაიწერეს და ეკლესიიდან გამოდიოდნენ, მურმანმა პატარძალს ერთი მუჭა ფეტვი გადააყარა ხელუკუღმა. დაეხვია მკბენარი ეთერს, აცლიან, მაგრამ უფრო მეტი ეხვევა. შეწუხდა აბესალომი ძალიან, მაგრამ საშველი რომ ვერაფერი ნახა, გამოიყვანა ეთერი ხალხში და საჯაროდ დაიძახა:
ორშაბათ შეყრილ მიჯნურნი
სამშაბათს გავიყარენით,
ვისაც რომ შეყრა გეწყინათ,
გავყრილვართ, გაიხარენით,
ვის გინდათ ქალი ეთერი,
მე სანადიროდ წავალო.
აუსრულდა სულგაყიდულ მურმანს გულისწადილი, დაიჩოქა აბესალომის წინ და შეღაღადა:
უბოძე შენსა მურმანსა,
შენი ერთგული ყმა ვარო.
მიუყვანა აბესალომმა ეთერი და თავისი ხელით ჩააბარა მურმანს. მოკიდა თუ არა მურმანმა ხელი, ეთერს მკბენარი იმავ წამს მოშორდა, წამოიყვანა და დაისვა ცოლად.
აბესალომს, განშორების შემდეგ, უფრო ცეცხლად მოედო ეთერის სურვილი, ერთხელ მურმანს შეხვდა, მოითმინა და ჰკითხა:
მურმან, მურმან, შენსა მზესა,
ეთერ-ქალი რარიგია?
მურმანმა უპასუხა:
რას კითხულობ, ცათა სწორო,
ცოლის ქება აუგია,
შენც გინახავს ბროლის ციხე,
წვერი ცამდის აუღია.
შიგა ზის ქალი ეთერი,
ყელი მოუღერებია,
წელი წვრილი, ბეჭი ფართე,
თეძოს თავი დაბალია,
შუბლი ბრტყელი, წარბი წვრილი,
საფეთქელი მწყაზარია,
ცხვირი სტვირი, კბილი მძივი,
ბაგე ხახვის ფურცელია,
ცხრა მული გვერდსა უსხედან,
ყველა პირის ფარეშია.
დედამთილი ზურგთან უზის,
გიშრის თმების დამწვნელია,
ცხრა მაზლი კარებზე დგანან;
დალესილი ალმასია,
მამამთილი ერდოზე წევს
გველეშაპის მომკლავია.
ამის გამგონე აბესალომს უფრო გაუცხოველდა ეთერის სიყვარული და ავად გახდა. მოინდომა მურმანის მოშორება და ეთერის ისევ ხელში ჩაგდება, დაიბარა მურმანი და უბრძანა:
- წადი, უკვდავების წყალი მომიტანე, იქნება კარგად გავხდეო. - დაღონდა მურმანი, მაგრამ ბატონს უარს ხომ ვერ ეტყოდა, გამოსთხოვა ცხრა დღის ვადა აბესალომს და ეთერთან გამოსამშვიდობებლად წავიდა. მივიდა და უთხრა ეთერს:
ამაღამაც ჩამიტოლე,
ქალო, მკერდსა ბროლიანსა,
ხვალე ალგეთში მგზავნიან,
პირსა ალგეთის მთისასა,
იქ თავში ქვასა დამცემენ,
მონატეხსა ლოდისასა.
ვაჰმე, თავსა გამიტეხენ,
უზარელსა ლომისასა.
ნუ შეიხვევ ავსა კაცსა,
ნუცა ავის გვარისასა,
წავა, სწორში დაიკვეხებს,
ხვევნას ვიყავ მთვარისასა.
ეთერმა უპასუხა:
გავიხდი დიბა-ატლასსა,
ჩავიცვამ ბამბის კაბასა,
ავიღებ კოკას კუტალსა,
მოვიტან წყალსა მდინარსა,
არც შევალ შენის ძმისასა,
არც - შენის მეზობლისასა,
თუ შევალ, ისე გამოვალ,
როგორც და თავის ძმისასა.
დაწვა იმ ღამეს მურმანი ეთერთან და განშორების მოლოდინით გულდაკოდილმა თავისთვის ნაღვლიანად წაიმღერა:
ამაღამდელო ღამეო,
ნუმც გათენდები მალეო,
ვეხვევი ბროლის გულ-მკერდსა,
ვეღარ ვიხილავ ხვალეო.
მეორე დღეს ადგა მურმანი, გაემზადა წასასვლელად და დასა და დედას შეეხვეწა:
- გაუფრთხილდით ეთერს, მასთან ნიავსა და მზის სხივსაც კი ნუ მიუშვებთო. - და წავიდა.
აბესალომს თანდათან მოერია ავადმყოფობა. ბოლოს იმდენად შეაჭირვა, რომ სიკვდილის პირას მიიყვანა. აღარ იყო საშველი და აღარც წამალი რამეს რგებდა. ადგა აბესალომის და - მარეხ-ვარსკვლავი, გამოვიდა კარში და ხალხს შეევედრა:
- ძმა მიკვდება, ხალხნო, უშველეთ რამე, უწამლეთ, გადამირჩინეთო.
ხალხმა უთხრა:
- მაგას ეთერის სურვილი კლავს და წამალი არაფერს უშველის, შეუტანე მტრედის ფრთა, გამტკიცული პური, წითელი ღვინო, ყორნის ბოლო და ტახტზე დაულაგე, იქნებ ენიშნოს და ცოტა გულზე უფონოსო.
შეიტანა მარეხმა მტრედის ფრთა, გამტკიცული პური, წითელი ღვინო, ყორნის ბოლო და ტახტზე დაუწყო. მობრუნდა აბესალომი, აიღო მტრედის ფრთა ხელში და თქვა:
- მტრედის ფრთავ, თეთრი ხარ, მაგრამ ეთერისთანა კი ვერა ხარო.
აიღო ახლა გამტკიცული პური და თქვა:
- პურო, გამტკიცული ხარ, მაგრამ ეთერის სახისთანა კი ვერა ხარო.
მესამედ წითელი ღვინო აიღო, გახედა სინათლეზე და თქვა:
- წითელო ღვინოვ, ლალისფერი ხარ, მაგრამ ეთერის ღაწვებისთანა კი ვერა ხარო.
ბოლოს აიღო ყორნის ბოლო და თქვა:
- შავი ხარ, შავი, ყორნის ბოლოვ, მაგრამ ეთერის თვალწარბისთანა მაინც ვერა ხარო. მერე ისევ დას მიუბრუნდა და უთხრა:
ადე, მარეხო-ვარსკვლავო,
ეთერსა კარსა უარე,
თუ გკითხოს ჩემი ამბავი,
დაჯექ და წვრილად უამბე.
მარეხი იმავ წამს ადგა და წავიდა ეთერის სანახავად, მაგრამ ეთერი შინ არ დაუხვდა, აბესალომის ავადმყოფობა რომ გაეგო, მულებსა და დედამთილს გამოჰპარვოდა, შესულოყო აბესალომის ბაღში, ერთ ვარდის ბუჩქთან ჩამომჯდარიყო და ჩასძინებოდა. იპოვა მარეხმა ეთერი და დაუძახა:
მე ბანი-ბანად გეძებდი,
შენ ბაღი-ბაღჩად გეძინა,
ოქროს საკინძი გაგეხსნა,
ბროლის გულ-მკერდი გეჩინა,
ეგ შენი შავი დალალი
ირგვლივ ჩრდილივით ეფინა.
გააღვიძა მარეხმა და უთხრა:
ეთერო, შემოვიარე,
იმ შენი ციხის არესა,
გადმოვიხედე, ავტირდი,
ლოგინი გიგავ მთვარესა!
ეს გაზაფხულიც მოვიდა,
მარტი, აპრილი, მაისი,
ადე, ეთერო, გამომყევ,
შენ მომირჩინე ძმა ისი.
ავიღებ ბარსა, ნიჩაფსა,
დავხვეტავ გზასა, ხვინჭასა,
ფარჩა-აბრეშუმს დაგიფენ,
ფეხი არ დასცე ქვიშასა,
ისეთ სასახლეს აგიგებ
ბროლ-მარმარილოს ქვისასა,
შიგ და შიგ ფიცარს ჩავუყრი
აბანოურის ხისასა.
სახლის წინ ვარდებს მოვიყვან,
სურნელსა ყვავილისასა,
ზედ დიბა-ატლასს გადავფენ,
საჩრდილობელსა მზისასა,
ქვეშ ორხაულებს გაგიშლი,
ნაქსოვსა კრაველისასა.
ზედ ბილურს ჩამოგიკიდებ,
სასმელსა ვარდის წყლისასა.
წავიდა მარეხი, მიუტანა ეთერს ძვირფასი ტანსაცმელი, მიუყვანა ცხენი და უთხრა:
აჰა, ეთერ, ტყავ-ტოლომა
აფხაზურად შეკერილი,
აჰა, ეთერ, თავსაბური
მოთვალმარგალიტებული,
აჰა, ეთერ, ბედაური
არაბეთით მოყვანილი.
ეთერი ნაწყენი იყო აბესალომზე, რატომ დამთმო და მურმანს მიმცაო, და წასვლაზე მაშინვე არ დასთანხმდა, ასე უთხრა:
არცა მინდა ტყავ-ტოლომა
აფხაზურად შეკერილი,
არცა მინდა თავსაბური
მოთვალმარგალიტებული,
არცა მინდა ბედაური
არაბეთით მოყვანილი...
გაზაფხულისა პირზედა
მინდორში მოვა სოსანი,
ამიღო და ყმასა მიმცა...
უღირსი გვირგვინოსანი!
მაგრამ მარეხის მუდარამ მაინც გული მოულბო ეთერს და გაჰყვა, - თუ ჩემი მოსვლით მორჩება, როგორ არ წამოვალო.
მივიდნენ აბესალომის სახლში, აბესალომი უკვე სულს ებრძოდა, მაგრამ ეთერმა ბანზე რომ შედგა ფეხი, ერთი წამით ისევ სიცოცხლე დაუბრუნდა; იცნო ეთერის ფეხის ხმა და სულთმობრძავმა წამოიძახა:
ეთერი ბანზე შემოდგა, ბანი და კარი შეინძრა,
ბანიდან ჩამოიხედა, სულში ნათელი ჩამიდგა.
წამწამსა და წამწამს შუა ბაღი გაგიშენებია,
ეთერის მობრძანებისთვის მადლი მომიხსენებია!
მაგრამ ტყუილად გარჯილა, ვარ საიქიოს მავალი,
უბრძანებია უფალსა გზა ვიწრო, მარტო სავალი.
შევიდა მარეხი აბესალომთან და უთხრა:
ძმაო, მოვიდა ეთერი, თვალებში თუ გაქვს ნათელი!
აბესალომმა უპასუხა:
ეთერს აქ მობრძანებისთვის ცხენი უბოძეთ საღარი!
მარეხმა უთხრა:
ცხენი რად უნდა ეთერსა, არსად წამსვლელი არ არი.
ამ დროს შევიდა ეთერიც კარებში. აბესალომმა ეთერის ნახვას ვეღარ გაუძლო, გადაბრუნდა კედლისაკენ და სული დალია. ეთერი მივარდა, გადაეხვია და ატირდა:
აბესალომის დანაო, უბეს მიდევხარ განაო,
ამოგიღებ და დაგიცემ, მარცხენა ძუძუსთანაო;
პირი ჩემკენ, ტარი შენსკენ, მეც დაგაკვდები თანაო.
ერთადამც დავიხოცებით, ერთადამც დაგვმარხიანო,
გზის პირად დაგვაღირებენ, გზის თავმსაც დაგვმარხიანო.
თავს ვარდი ამოსულიყოს, დილის ნიავი შლიდესო,
შიგა ბუდობდეს ბულბული, ბუდობდეს, ბარტყებს ზრდიდესო,
ფეხთითა წყარომც გამოვა, შიგ ოქროსთასი იდგესო.
ყველა მუშა და მაშვრალი დალევდეს, დაგვნატრიდესო,
ყველა ამვლელი, ჩამვლელი შენდობას შეგვითვლიდესო:
რა კარგნი რამ დახოცილან, ისევამც ადგებიანო,
თუ წეს არ იყოს ადგომა,
სულითამც ცხონდებიანო.
მართლაც დამარხეს გვერდი-გვერდ აბესალომი და ეთერი, ერთი ჯვარი დაადგეს და ზედ დააწერეს:
აბესალომ და ეთერი,
ღმერთმა შეყარა ერთფერი!
მოვიდა მეცხე დღეს მურმანი, მისცა სული ეშმაკს, გაითხარა საფლავი აბესალომსა და ეთერს შუა და ჩაწვა. აბესალომისა და ეთერის საფლავებზე ვარდი და ია ამოვიდა, მურმანის საფლავზე კი ეკალი. გადაიხრებიან ვარდი და ია ერთმანეთისაკენ, მაგრამ ეკალი გაეჩხირებათ შუაში და ერთმანეთთან მისვლას უშლის. იმასაც ამბობენ, ღამღამობით მურმანის საფლავიდან მგლის ლეკვები ამოძვრებიან და საზარლად ყმუიანო.

четверг, 11 апреля 2013 г.

საშინაო დავალება 15/04/13


  • ქართული ___ ,,ბოროტისათვის სიკეთე": დასაწერად__ კითხვებზე -პასუხი [ამოირჩიე სამი შეკითხვა და გაეცი პასუხი].
,,ზმნის დრო" ისევ კარგად მოყოლით!!! 

ზმნის დრო[მოყოლით]

ზმნას სამი დრო აქვს: ახლანდელი, წარსული და მომავალი.
ახლანდელი დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება თქმის დროს ხდება: მისი კითხვაა: რას ვშვრები?
მაგ., ვწერ, ვხატავ.
წარსული დროის ფორმა აღნიშნავს, რომ მოქმედება მოხდა ან ხდებოდა თქმამდე. მისი კითხვებია: რას ვშვრებოდი? რა ვქენი? რა მიქნია?
მაგ., ვწერდი, დავწერე, დამიწერია.
მომავალი დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება მოხდება თქმის შემდეგ. მიუგებს კითხვაზე: რას ვიზამ?
მაგ., დავწერ, დავხატავ. 
  • მათემატიკა___ 2-ზე, 3-ზე, 4-ზე გამრავლება ძალიან კარგად!!! N2,5,10 [92]
ინგლისური 

среда, 10 апреля 2013 г.

საშინაო დავალება 12'04'13


  • მათემატიკა__[90-91] N8,9,10-ის  პირველი სტრიქონები



  • ქართული

1)ზმნის დრო__ კარგად მოყოლით,  სურათი__,,მოიგონე ამბავი".
2)დასაწერად:


წაიკითხეთ წინადადებები და გაარკვიეთ, რომელ დროშია ზმნები
 1.ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებია. 2. ჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა. 3. ჭალას ნისლი დააწვა შავად. 

* * *



вторник, 9 апреля 2013 г.

საშინაო დავალება 11'04'13

  • მათემატიკა___ N5IIდა III, N7-ის  Iსტრიქონი და N9 [89]

  • ქართული ___ ,,მთვარე და მკერავი"-თხრობით


ზმნის დრო[მოყოლით]

ზმნას სამი დრო აქვს: ახლანდელი, წარსული და მომავალი.
ახლანდელი დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება თქმის დროს ხდება: მისი კითხვაა: რას ვშვრები?
მაგ., ვწერ, ვხატავ.
წარსული დროის ფორმა აღნიშნავს, რომ მოქმედება მოხდა ან ხდებოდა თქმამდე. მისი კითხვებია: რას ვშვრებოდი? რა ვქენი? რა მიქნია?
მაგ., ვწერდი, დავწერე, დამიწერია.
მომავალი დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება მოხდება თქმის შემდეგ. მიუგებს კითხვაზე: რას ვიზამ?
მაგ., დავწერ, დავხატავ. 

1. დავალება. გადაიწერეთ წინადადებები და გაარკვიეთ, რომელ დროშია ზმნები.

1. თერგის მშფოთვარე ხმაურობას მე ყურს ვუგდებდი. 2. რწყილი ახტა, დახტა, მივიდა მუხასთან და სთხოვა. 3. ნუ შიშობთ! გადავფრინდები საზამთროდ თბილსა მხარესა. 4. არჩილი და კესო ეზოში გამოვიდნენ. 


понедельник, 8 апреля 2013 г.

ტესტირების შედეგები

ქართული___მაქსიმალური ქულა __35 ;   
  1. გრამატიკა___8ქ.
  2. ლიტერატურა___22 ქ.
  3. წაკითხულის შინაარსი___5 ქ
 მათემატიკა ___მაქსიმალური ქულა___ 10
სახელი,გვარი
ქართული
01.04.13
მატემატიკა
08.04.13
1
აბუაშვილი ლევან
33
7
2
ბასილაშვილი საბა
28
8
3
ბალახაშვილი ნიკიტა
25
4
4
ბერუაშვილი ნიკოლოზ
არ
7
5
გოგოძე საბა
35
10
6
ამილახვარი ანდრია
23
6
7
დარბაიძე დაჩი
13
7
8
თაქთაქიშვილი ლიზი
არ
არ
9
ითაშვილი ელენე
26
4
10
კაკალაშვილი ირაკლი
33
10
11
კანდელაკი ანა
29
არ
12
კარიჭაშვილი მარიამ
24
6
13
კბილაშვილი დავით
11
არ
14
კუპატაძე ლიზი
28
5
15
მეტონიძე ლიზი
18
10
16
ფავლენიშვილი ნიკა
22
7
17
ცხვედაძე ლუკა
23
10
18
ძაბახიძე ალექსანდრა
26
8
19
ჭელიძე ლიზი
29
7
20
კევლიშვილი მარიამი
25
არ
21
გერმისაშვილი ანრი
20
არ
22
გურამიშვილი ლიზი
არ
არ
23
კვესელავა  ალექსანდრე
?
?