სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

вторник, 9 апреля 2013 г.

საშინაო დავალება 11'04'13

  • მათემატიკა___ N5IIდა III, N7-ის  Iსტრიქონი და N9 [89]

  • ქართული ___ ,,მთვარე და მკერავი"-თხრობით


ზმნის დრო[მოყოლით]

ზმნას სამი დრო აქვს: ახლანდელი, წარსული და მომავალი.
ახლანდელი დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება თქმის დროს ხდება: მისი კითხვაა: რას ვშვრები?
მაგ., ვწერ, ვხატავ.
წარსული დროის ფორმა აღნიშნავს, რომ მოქმედება მოხდა ან ხდებოდა თქმამდე. მისი კითხვებია: რას ვშვრებოდი? რა ვქენი? რა მიქნია?
მაგ., ვწერდი, დავწერე, დამიწერია.
მომავალი დროის ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება მოხდება თქმის შემდეგ. მიუგებს კითხვაზე: რას ვიზამ?
მაგ., დავწერ, დავხატავ. 

1. დავალება. გადაიწერეთ წინადადებები და გაარკვიეთ, რომელ დროშია ზმნები.

1. თერგის მშფოთვარე ხმაურობას მე ყურს ვუგდებდი. 2. რწყილი ახტა, დახტა, მივიდა მუხასთან და სთხოვა. 3. ნუ შიშობთ! გადავფრინდები საზამთროდ თბილსა მხარესა. 4. არჩილი და კესო ეზოში გამოვიდნენ. 


Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!