სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

вторник, 16 апреля 2013 г.

საშინაო დავალება 18/04/13


  • ქართული___,,მოლოდინი"- კითხვით; დასაწერად __გაეცით პასუხი მე-8 შეკითხვას[120]
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ:

ფარნავაზმა განძი იპოვა

ფარნავაზი
       ერთხელ ფარნავაზი სანადიროდ წავიდა. დიღმის ველზე დაეშვა, ირმებს დაედევნა. ერთ ირემს მიეწია და ისარი ჰკრა. დაჭრილი ირემი კლდის ძირას უსულოდ დაეცა.
        ბინდდებოდა. ფარნავაზი მოკლულ ირემთან ჩამოჯდა. იფიქრა, აქ გავითენებ, მცხეთაში დილით დავბრუნდებიო.  უეცრად წვიმამ დაასხა.  კლდის ძირას გამოქვაბული მოძებნა და მისი ამოქოლილი კარი რკინის კომბალით გამოარღვია.
ვრცლად
       გამოქვაბულში მან აურაცხელი განძი, უამრავი ოქრო და ვერცხლი იხილა. გამოქვაბული საიმედოდ ამოქოლა და მცხეთაში დაბრუნდა, ეს ამბავი დედას აცნობა.
       დედამისი და დები წაიყვანა, გამოქვაბულს მიაშურა. ვინმეს რომ არ დაენახა, ისინი დღისით შრომას ერიდებოდნენ, ღამით კი განძს ვირებით ეზიდებოდნენ და მარჯვე ადგილზე ფლავდნენ.
    ასე გაგრძელდა ხუთ ღამეს. გამოქვაბული, ბოლოს და ბოლოს, დაიცალა და განძის ადგილსამყოფელი აწ უკვე მხოლოდ ფარნავაზის ოჯახის წევრებმა იცოდნენ.
გავხალისდეთ:
ამოიკითხეთ წინადადება და ჩაწერეთ რვეულში.

  • მათემატიკა___ N9[ 97] ; სახელმძღვანელო გვ.145-146.

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!