სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

среда, 5 сентября 2012 г.

მომენატრეთ:)!!!

smileys მოგესალმებით , ჩემო კარგებო, __როგორ ხართ?__ როგორ დაისვენეთ?

...ცოტაც და დასრულდება ზაფხულის არდადეგები და ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს განახლებულ , გალამაზებულ , გარემონტებულ სკოლის შენობაში. მოვეფერებით , მოვესიყვარულებით ერთმენეთს და ახალი ენერგიითა და მონდომებით შევუდგებით სწავლას .
   
მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომენატრეთ , იმედია, თქვენც მოგენატრეთ ! ჩვენ ხომ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი .:)

ინფორმაციებს ,სწავლის დაწყების თაობაზე , სახელმძღვანელოების შესახებ და სხვ. მოგაწვდით ბლოგის საშუალებით!


გისურვებთ წარმატებებს მომავალ სასწავლო წელს!

თქვენი ირინა მასწავლებელი 

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!