სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

четверг, 27 сентября 2012 г.

საშინაო დავალება 02 . 10 .12

...ქართული ___ ,,თხა და გიგო" -კითხვით .
დასაწერად___ კითხვებზე - პასუხი.   N7  დავალება წიგნში.

მათემატიკა  ___დამატებითი
1-ს__გაეცით პასუხი ზეპირად
      მე-2__ზეპირად
მე-3 და მე-4 რვეულში-მოკლე პირობით ასე


ეს დავალება გაიმეორეთ !!!
პატ. მშობლებო ,,ქუდში" დაგიდეთ  გაკვეთილების განრიგი - შეგიძლიათ იხილოთ

среда, 26 сентября 2012 г.

საშინაო დავალება 28. 09. 12

...ქართული___ ,,უსუნო ყვავილი"--მოყოლით
დასაწერად___ გვ.8 დავალებების წიგნში
მათემატიკა ___

დამატებითიsmileysდავალება-1    ცუგა ეზოში ,,დახუჭობანას"  თამაშობდა . თამაში დაიწყო.2 საათზე.ითამაშა სამი საათი.რომელ საათზე დაამთავრებდა ცუგა თამაშს? (   ამოხსნა ჩაწერე რვეულში, თუ გინდათ აქაც დაწერეთ , <კომენტარებში > )

 დავალება -2.
(ლიზი მეტონიძის და საბა გოგოძის საყურადღებოდ ,ამოცანის მოკლე პირობას ვწერთ  ასე!!!  :*)
ი.რუხაძე  2005წ
>>გისურვებთ წარმატებას !!!
smiley    >>
ცხრილი დაიდო, შეგიძლიათ  ნახოთ! 

вторник, 25 сентября 2012 г.

საშინაო დავალება 27 . 09 . 12

ქართული__ ,,უსუნო ყვავილი" _კითხვით;
კითხვებზე პასუხი ზეპირად .
.
...
დაწერე რვეულში :


მათემატიკა___

გადაიტანე წრეები და ჩაწერე რიცხვები!!!



შეავსე ცხრილიაქ__  გადახაზე რვეულში!!!

ვინ იქნება შემდეგი ?

...მეზღაპრე 




საბა გოგოძე    ,,ბუ და ბულბული"



 ნიკა ფავლენიშვილი  ,,მეფე და გლეხი"
...
ლევან აბუაშვილი___,,თხა და გიგო "__   ...02 /10 /12

საშინაო დავალება 26 . 09. 12

ქართული__იგივე -ზეპირად ,  მოსაყოლად  გლეხკაცი და ქილა ერბო
დასაწერად__ ,,კალიგრაფიის რვეულში"...

მათემატიკა ___  აქ (გადახაზეთ რვეულში)
წაოკითხეთ და ივარჯიშეთ , სახელმძღვანელოში ,შემდეგი გვერდი.

იკითხეთ ბევრი __ სხვადასხვა ტექსტი!!!
smiles

შედით განყოფილებაში ,,გამოფენა" და დაათვალიერეთ თქვენი ნახატები !

მივმართავ  ლიზი მეტონიძის და საბა გოგოძის  დედიკოებს __შედით თქვენი შვილების  გვერდზე(ნახეთ სია ,მარჯვენა კედელზე) და კომენტარებში დამიწერეთ თქვენი  იმეილი. 


იხილეთ გაკვეთილების ცხრილი!!!

понедельник, 24 сентября 2012 г.

საშინაო დავალება 25.09.12


ქართული ___საკლასო წესები:

  1. როცა დილით კლასში შემოვდივარტ, ერთმანეთს ვესალმებით;
  2. გაკვეთილზე  არ ვიგვიანებთ, თუ დაგვაგვიანდა , კარზე ფრთხილად ვაკაკუნებთ და შემოსვლის ნებართვას ვითხოვთ;
  3. მასწავლებლისა და კლასელის მაგიდიდან დაუკითხავად  არაფერს ვიღებთ ;
  4. დასვენებაზე ვცსდილობთ, არ ვიხმაუროთ. დასვენებაზევევ ვასწრებტ წყლის დალევას.
კითხვას გაეცი პასუხი, ჩაწერე რვეულში .
მათემატიკა :

სახალისო ამოცანა :
smileysლიკას სამი წიწილა ჰყავს ,  მე 7-ით მეტი მყავს , .აბა, ფისო,გამოიცანი,  რამდენი წიწილა მყოლია ?

ბავშვებო  დაეხმარეთ ფისოს !!!(რვეულში ჩაწერეთ ამოხსნა) smileys




პატ. მშობლებო , ნახეთ -აქ комментарий




четверг, 20 сентября 2012 г.

დავალება ორშაბათისთვის 24/09/12

ქართული___ იგივე

მათემატიკა__N8-III , N9,10, 11.(გვ.12)

დახაზე -- ნახე აქ




კვლავ ჩატარდება კოკურსი კითხვაში!!!  smilies

среда, 19 сентября 2012 г.

საშინაო დავალება 20/09/12


ქართული___ლექსი კარგად კითხვით , ზეპირად და დასაწერად!!!

მათემატიკა __მოიფიქრეთ ორი ამოცანა და დამიწერეთ, მოკლე პირობით ,ლამაზად.!
ივარჯიშეთ ამ გვერდზე ,.კითხვებს გაეცით პასუხი ,ზეპირად!   (სურათზე დააკლიკეთ და გადიდდება)


 
აბა , თქვენ იცით,ბავშვებო !!! :)

smiles




პატ.მშობლებო:
  1. გამოატანეთ უბრალო ფანქრები;
  2. ფერადი ფანქრები,
  3. ქართულის და მათემატიკის რვეულები (ვისაც არ ჰქონდა იმას ეხება),
  4. სახაზავი,
  5. ბოთლით წყალი,
  6. ,,სალფეტკები",
  7. მკაცრად გააფრთხილეთ __იატაკზე არ იკოტრიალონ :)) ,
  8. ბუნების სახელმძღვანელო ,ვისაც გაქვთ,წამოიღეთ!!!
  9. მოაკითხეთ 11:00 ზე

вторник, 18 сентября 2012 г.

საშინაო დავალება 19/09/12


ქართული__ლექსი კარგად კითხვით და ზეპირად;
დასაწერად პირველი კუპლეტი ,1კლ.  რვეულში .
  1. უნდა შევიძინოთ მეორე კლასის კალიგრაფიის რვეული.
  2. დავალების რვეული გვექნება 2;
  3. გარეკანზე დააწერეთ სახელი და გვარი;
  4. დასაწერად ასევე კითხვებზე - პასუხი.
  5. ერთი კვირა გვექნება პირველი კლასის რვეულები (იმასთან ერთად) ,გასავარჯიშებლად და გასახსენებლად.
  6. თვითშეფასების ფურცლები  გამოატანეთ!!!
მათემატიკა__მაგალითები დასაწერად:

14+6-3=.        .      .7+3-10=.     .      .19-8-1=
12+8-4=.         .      9+9-8  =.      .      20-4+2=
02-4+1=.         .       7+3+6=.       .     6+10-5=  

დასახაზათ   ეს {აბა, მოსინჯეთ ამჯერად თუ გაიხსნება და მომწერეთ კომენტრებში  :)}


понедельник, 17 сентября 2012 г.

ასე გვიყვარს კლასელებს ერთმანეთი
...რა ბედნიერებაა ამათ სიახლოვეს ყოფნა , მადლობა უფალს იმისთვის ,რომ ამ ანგელოზების გვერდით ვარ, დავაკვირდეთ მათ , ჩვენ ,უფროსებმა და დამიჯერეთ ბევრს ვისწავლით მათგან...რამხელა სიკეთე, სითბო და სიყვარულია მათში...აკი , სულ ვიძახი საოცარ სამყაროში ვცხოვრობ  -მეთქი...მადლობა თქვენ , ჩემო პატარებო,ჩემო ხატულებო თქვენს სამყაროში რომ მამყოფებთ...მადლობა იმ სიყვარულისთვის , იმ დადებითი ემოციისთვის ,რომელსაც თქვენგან ვიღებ !!!
Добавьте подпись
,,ღმერთო მოწყალეო, მამაო, და ძეო, და სულო წმიდაო, შენ შეიტკბე, აკურთხე და კეთილაღზარდე ბავშვები ჩვენი."
ილია ||
   რაღაც მოვახერხეთ :)))

საშინაო დავალება 18.09.12

ქართული__ რვეულები ვისაც გაქვთ ნაყიდი, დაწერეთ  ერთი ან ორი წინადადება.{ჯერჯერობით დავწეროთ პირველი კლასის რვეულებში}
მათემატიკა:
 13+7=
20-10=
11+5=
4+9=
5+8=
16-6=
12-10=
20-9=
4-4=
ეს მაგალითები დასაწერად.
დასახაზათ   ეს
ხვალაც გვექნება მოკლე დღე სავარაუდოდ 11:00 საათამდე
პატ. მშობლებო, ბოდიშს ვიხდი  დავალების  გვიან დადებისთვის...ეხლა მოვედი სკოლიდან :)

вторник, 11 сентября 2012 г.

გავიხსენოთ :))

აქ..ნახავთ თქვენს ნახატებს , რომელიც შესრულებილია გასული წლის ნოემბერში. ბავშვებო, გააკეთეთ ჩანახატები  თემაზე  ,,მხიარული არდადეგები" და წამოიღეთ 17 სექტემბერს სკოლაში და მოვაწყოთ გამოფენა .
ძალიან მენატრებით !!! :*:*:*

ქართული  ანბანის  უნიკალურობა.

воскресенье, 9 сентября 2012 г.

იაკობზე

იაკობი___  აქ

ნოდარ დუმბაძე იაკობის  ,,დედაენაზე" ამბობდა , ეს წიგნი კი არა ერიაო.

იაკობისთანა კაციც ერია.

აუღელვებლად ვერასოდეს ვკითხულობ მის ერთ მოგონებას : 1968 წელია.თურქეთში,ქ.ბურსაში შეხვდება პატარა შავთავალწარბა ბიჭს, რომელსაც  ქართველს მიამსგავსებს. ბიჭი მართლა ,, გურჯი" აღმოჩნდება, რასაც თარჯიმნის საშუალებით დაუდასტურებს.

ქართული რატომ არ იციო, უსაყვედურებს  მწერალი. ბიჭი მიზეზს ორი ქართული სიტყვით აუხსნის: ,,ნენეი მომიკვდა".

მაშინ მწერალი აჩუქებს უძვირფასეს საოჯახო რელიკვიას --თაობებისგან გამოყენებულ , გაცრეცილ,,დედაენას" და ეტყვის __წაიღე , შენი იყოს ,ოღონდ ისწავლეო.


ისეთი გრძნობა დამრჩა , თითქოს დედაჩემი ვაჩუქე და დედა გავუცოცხლეო,__წერს იგი .

აი, ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იაკობის ,,დედაენასთან".
(,,ჩვენი მწერლობა"


იხილე გვერდი  იაკობ გოგებაშვილი

четверг, 6 сентября 2012 г.

ეს ჩემგან ჩემო პატარებო :*

დააკლიკე აქ 

მართალია, უკვე დიდები ხართ , მაგრამ ვფიქრობ , მოგეწონებათ და კარგად იხალისებთ :))

პატ. მშობლებო , ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო მასალასაც ნახავთ!

ინფორმაცია 06.09.12

მოგესალმებით , პატ. მშობლებო !

მოგახსენებთ__სასკოლო სახელმძღვანელოები გაიყიდება სკოლაში , ასე, რომ წიგნები შეგიძლიათ შეიძინოთ სკოლაში :) !


smileys (ცნობას, წიგნების შემოტანის  თაობაზე , მოგაწვდით!)

среда, 5 сентября 2012 г.

მომენატრეთ:)!!!

smileys მოგესალმებით , ჩემო კარგებო, __როგორ ხართ?__ როგორ დაისვენეთ?

...ცოტაც და დასრულდება ზაფხულის არდადეგები და ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს განახლებულ , გალამაზებულ , გარემონტებულ სკოლის შენობაში. მოვეფერებით , მოვესიყვარულებით ერთმენეთს და ახალი ენერგიითა და მონდომებით შევუდგებით სწავლას .
   
მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომენატრეთ , იმედია, თქვენც მოგენატრეთ ! ჩვენ ხომ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი .:)

ინფორმაციებს ,სწავლის დაწყების თაობაზე , სახელმძღვანელოების შესახებ და სხვ. მოგაწვდით ბლოგის საშუალებით!


გისურვებთ წარმატებებს მომავალ სასწავლო წელს!

თქვენი ირინა მასწავლებელი 

ინფორმაცია 05.09.12