სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

понедельник, 11 февраля 2013 г.

11.02.13

      ქართული:

არსებითი სახელის რიცხვი

1. დავალება. დააკვირდით სურათებს და გაარკვიეთ, რამდენი გოჭია პირველ სურათზე? მეორეზე? წაიკითხეთ წარწერები.

 

 
გოჭი
გოჭები
გოჭი არსებითი სახელია; იგი ერთ საგანს აღნიშნავს და მხოლობით რიცხვშია.
გოჭებიც არსებითი სახელია, მაგრამ ერთზე მეტ საგანს (ორს, ათს, ათსსა და მეტს), მრავალ საგანს აღნიშნავს და მრავლობით რიცხვშია.
გოჭი მხოლობით რიცხვშია.
გოჭები მრავლობით რიცხვშია.

  • წერითი დავალება:




სიტყვის ყუთი:
ამოვიდა-ამოცურდა  [მთვარე ,მზე]

ბრდღვიალებდა - ენთო   [ნათურა, ვარსკვლავი...

აღტაცებით, აღტაცებული

ცნობისმოყვარე

  •                                        მათემატიკა                                                                                                                                                                                                                  

* * *
ახლა ეწვიე ინტელექტკლუბს, მოიფიქრე პასუხები და შემდეგ გადაამოწმე
 პირველ რიგში გაეცანი ინსტრუქციას  ,დაიხმარე უფროსები



ჯერ გაეცი პასუხები!!!

пятница, 8 февраля 2013 г.

08,02.13





  • N9 სავარჯიშოს რაც შეეხებ არაა აუცილებელი და არც საჭირო 2ლარის 200 თეთრად წარმოდგენა , რადგან  ჩვენ ჯერ ვანგარიშობთ მხოლოდ 100-ის ფარგლებში, ამიტომ წარმოვიდგინოთ რა რაოდენობის თანხა გვჭირდება 2 ბანანის საყიდლად __60  და კიდევ 60 თეთრი   , ეს თანხები ასე ვთქვათ ,,შევაერთოთ"

60 მივუმატოთ 40 , გავხადოთ 1ლარი და დავამატოთ დარჩენილი 20 თეთრი , ანუ, რომ წარმოვიდგინოთ ,ასე 60+60=(60+40) +20=100+20,ანუ 1ლარი და 20 თეთრი[ბანანებში გადაიხადეს 1ლარი და 20 თეთრი] გამოვიყენოთ ამოხსნის გრძელი (ხომ გახსოვთ?) გზა.

60თ+60თ.=1ლ.20თ.
2ლარს-1ლარი -20თ=1ლ-20თ= 80თ.

  • 2ლარს გამოვაკლოთ ერთი ბანანის თანხა 60 თეთრი  ,დარჩება=1ლარი40 თეთრი ; შემდეგ   ამ  დარჩენილ თანხას კიდევ გამოვაკლოთ 60 თეთრი,მეორე ბანანში გადახდილი თანხა, ანუ 1ლარს და  40თეთრს -60 თეთრი...ასე __ჯერ 40 , მერე დარჩენილ ლარს აკლდება 20 , შესაბამისად ხურდა იქნება 80 თეთრი 
2ლ-60თ-60თ=1ლ.40თ. - 60თ=1ლ.40თ-40თ-20თ=1ლ-20თ=80თ.
  • დავშალოთ 2 ლარი ორ ნაწილად  2ლარი= 1ლარს+1ლარი.....
1ლ=100თ შესაბამისად  1ლარს -60თ=100-60=40თ.
მეორე 1ლარს -60თ=100-60=40თ
ხურდა არის 40+40=80

მე შემოგთავაზეთ ამოხსნის რამდენიმე ვარიანტი , რომელიც გიადვილდებათ , ის ამოირჩიეთ !
.ოთახის კუთხეები
ოთახს აქვს ოთხი კუთხე. ყოველ კუთხეში ზის ერთი კატა.თითოეული მათგანი კი ხედავს სამ კატას.რამდენი კატაა ოთახში?
2-ზე გამრავლება პრეზენტაცია3
ქართული__დავალება. ამოიწერეთ ანდაზებიდან მხოლოდ ის არსებითი სახელები, რომლებიც უსულო საგნებს აღნიშნავენ და დაესმით კითხვა რა?
სანამ წნელი პატარაა, მანამ უნდა მოიგრიხოსო.
ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებსო.
სანამ თონე ცხელია, ლავაში ჩააკარიო.
უეკლოდ ვარდი არავის მოუკრეფიაო.
ძაღლის კუდი არ გასწორდებაო.
როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო.
რებუსი:

четверг, 7 февраля 2013 г.

07.02.13

  1. დაწერეთ ის რაც მოცემული გაქვთ დავალებად



2. ტყის პირას
ტყის პირას დგას  ვაშლის ხე.  ხეს აქვს 3 დიდი და 5 პატარა ტოტი.თითოეულ დიდ ტოტზე ასხია 12 ვაშლი, პატარებზე კი - 5 -5 ვაშლი.სულ რამდენი ვაშლი ასხია  ხეს?






  • ქართული:
  1. ისწავლეთ ის, რაც მოცემული გაქვთ დავალებად ;
  2. დამატებით :
დავალება. ამოიწერეთ ანდაზებიდან მხოლოდ ის არსებითი სახელები, რომლებიც სულიერ საგნებს აღნიშნავენ და დაესმით კითხვა რა?

ხარი ხართან რომ დააბა, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო.
მიმპარავი ძაღლი მყეფარზე უარესიაო.
ტკბილი სიტყვით მთას ირემი მოიწველაო.
მჩხავანა კატა თაგვს ვერ დაიჭერსო.
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო.
მგელს რომ შვიდი ტყავი გააძრო, მაინც მგელიაო.

вторник, 5 февраля 2013 г.

06.02.13


პატ. მშობლებო, თუ არ მიწყენთ, პატარა მითითება, ჩემგან,ბავშვებისთვის საათის ცნობის შესწავლასთან დაკავშირებით!!!
ამქვეყნად ყველაფერს თავისი დრო აქვს. მოდის ის დროც, როცა პატარები დროის მიმართ იჩენენ ინტერესს. ბავშვისთვის საათი მართლაც საოცარი რამაა - ციფერბლატი, ისრები, წიკწიკი... როგორ ავუხსნათ პატარას, რა არის ეს ნივთი და როგორ განსაზღვრავს იგი დროს?
ბავშვისთვის პროცესი გაცილებით საინტერესო და სახალისო იქნება, თუ მუყაოსგან ერთად გააკეთებთ სათამაშო საათს.
დაუკავშირეთ იგი დღის რეჟიმს, მიუთითეთ პატარას, როდის დგება, ჭამს, თამაშობს, სეირნობს და იძინებს. ნუ გამოიყენებთ ამ პროცესში რთულ ტერმინებს, ეცადეთ, მხოლოდ ბავშვისთვის გასაგები სიტყვებით ისაუბროთ. იმისთვის, რომ ბავშვმა დროში ორიენტირება და კითხვებზე პასუხის გაცემა შეძლოს, მან უნდა იცოდეს, რა არის აწმყო, წარსული და მომავალი, თუმცა ეს ინფორმაციაც საინტერესო და სახალისო ფორმით უნდა მიიღოს. ბავშვს უნდა ავუხსნათ, რას გვიჩვენებს პატარა ისარი, ავუხსნათ, რომ ერთ საათში სამოცი წუთია, 
სათამაშო საათზე ბავშვს უნდა ვუჩვენოთ, როგორ გადის დრო, უნდა ვთხოვოთ, დაასახელოს ციფრი, რომელზეც ისარი დგას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავჩქარდეთ, რათა პატარა არ დავაფრთხოთ ან არ შევაშინოთ; უნდა მივცეთ ბავშვს ფიქრის საშუალება, დრო და დრო დავეხმაროთ, საბოლოოდ კი აუცილებლად შევაქოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავაქციოთ ეს ყველაფერი რთულ საგანმანათლებლო პროცესად. ბავშვისთვის საათი სათამაშოდ უნდა დარჩეს, რადგან თამაშის ფორმით მიწოდებული ინფორმაცია უფრო ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია.
  • წაუკითხეთ პატარებს!



  • საათი, დროის საზომი ხელსაწყო
  • >>პირველი მოწყობილობა, რომლის საშუალებით ადამიანმა შეძლო დროის გაზომვა, იყო მზის საათი ძვ. . III ათასწლეულში. შუა საუკუნეებში უმარტივესი საათის დანიშნულებას ასრულებდა გნომონი




.>>ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში იყენებდნენ ამავე პრინციპზე დამყარებულ მზის საათს  მზის საათი პეკინის აკრძალულ ქალაქში. გნომონი ამ შემთხვევაში ლითონის ისარია., 
 რომელსაც ჰქონდა ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაყოფებიანი წრე-ციფებრლატი [1] დღის განმავლობაში მზის ჩრდილი ეცემოდა ციფერბლატს და წრეზე მოძრაობდა. ასე იგებდნენ დროს.





>>შუა საუკუნეებში რაინდები შერკინებისას დროის გასაზომად ქვიშის საათს იყენებდნენ, რომელიც ასევე ნივთიერების თანაბარი მოძრაობის ათვლას ემყარებოდა. ბრძოლა მთავრდებოდა მაშინ, როცა ქვიშა საათის ერთი ნაწილიდან მეორეში ჩაიცლებოდა.




>>მექანიკური საათები მე-6 საუკუნიდან მოიხსენიება. საათის კონსტრუქციამ და სამოძრაო მექანიზმმა დიდი ცვლილებები განიცადა. თანამედროვე მექანიკური საათის გამომგონებელია კრისტიან ჰიუიგენსი, რომელმაც 1657 წელს საათის ისრების ასამოძრავებლად ქანქარა გამოიგონა.





  • სახალისო მათემატიკა 

ზოოპარკში

ზოოპარკში 8 მელიაა. კურდღლები 2-ით ნაკლებია, ვიდრე მელიები, ხოლო ზღარბები - 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე კურდღლები.   რამდენი კურდღელი და რამდენი ზღარბია ზოოპარკში?









ქართული

 დავალება. ამოიწერეთ ანდაზებიდან მხოლოდ ის არსებითი სახელები, რომელთაც დაესმით კითხვა ვინ?

მშიშარა მეგობარი მტერზე უარესიაო.
ნავში მჯდომი მენავეს ეჩხუბებოდაო.

მეჭურჭლე ქოთანს საითაც უნდა, იქიდან გამოაბამს ყურსაო.

გმირი მოკვდება, მაგრამ სახელი დარჩებაო.

უსწავლელი ქვაზე დაჯდა და ქვა ქვას დაემატაო.

ძაღლი ვინც მოკლა, მანვე გაათრიოსო.