გ.რამიშვილის სახელობის #20 საჯარო სკოლა. პედაგოგი ირინა ზაქარეიშვილი
სხვა გვერდები
- მთავარი გვერდი
- ყმაწვილთათვის ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა
- საკითხავი მასალა
- პრეზენტაციები
- გვერდი მათემატიკისთვის
- ჩვენი ფოტოები და ვიდეოები
- საინტერესო ამბები ... ისტორია და სხვ.
- ჩემი გვერდი ლემილზე
- კარგი განწყობისთვის :) და ზოგიც ისე , არ დავიწყებისთვის ...
- საბავშვო სიმღერები
- ს ხ ვ ა დ ა ს ხ ვ ა
- გამოფენა
- სამყარო
- საინტერესო წინგის მაღაზიები საქართველოში
- პ რ ო ე ქ ტ ე ბ ი
- გამრავლების ტაბულა
- პუნქტუაციის წესები
- მოგონებები მწერლებზე
- სასარგებლო ბმულები
- ექსკურსია შიომღვიმეში
- იყო და არა იყო რა...არდადეგებზე საკითხავი :)
- მე-4 კლასის ტესტები
- გაკვეთილების ცხრილი მე-4 კლასი
- მსოფლიო კლასიკა
- ონლაინ ბიბლიოთეკა
- მ ა რ ტ ყ ო ფ ი19.05.12
- ჩვენ YouTube.com-ზე
- მოგზაურობა ერევანში
- მე-4 კლასში გაკეთებული პროექტები
- მოხუცთა თავშესაფარში
...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.
. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი
...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]
среда, 21 декабря 2011 г.
საშინაო დავალება 22/12/11
იხ. <საკითხავი მასალა> კიდევ ,,წაიკითხონ"
დასაწერი___ ორი წინადადება მოთხრობიდან ,,ბიჭი და ჩიტი"
მათემაატიკა ___2 ამოცანის მოფიქრება
მაგალითები 3 სვეტი
(ნახეთ კლასში ნამუშევარი და იმის მიხედვით)
ლექსები და სიმღერების გამეორება!!!
вторник, 20 декабря 2011 г.
საშინაო დავალება 21/12/11
დასაწერად ___ 2წინადადება წიგნიდან.
იხ. <საკითხავი მასალა> (წაუკითხეთ ან წაიკოთხონ) ,,ბავშვი და ჩიტი"
მათემატიკა ___ მე-20 გაკვეთილის შემდეგი გვერდი .
დასაწერად მაგალითები.
ლექსების და სიმღერების გამეორება.
ვისაც უნდა სხვა ლექსის წაკითხვა ზეიმზე,__ გაიმეოროს .
воскресенье, 18 декабря 2011 г.
საშინაო დავალება 20/12/11

ქართული___ასო-ბგერა ბ ,,ბუდე" კითხვით
დასაწერად___ დედანში ასო და სიტყვა.
ლექსი:
სიმღერებით ცა მთოვარი
გავათბოთ და გავადაროთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გავატაროთ! [ყველა]
მათემატიკა___ გაკვეთილი #20
დასახაზად რიცხვითი ღერძი და მაგალითები
წიგნიდან გადაიწერონ მაგალითები , ბოლოში რომაა და გამოიყვანონ
http://puphynuphy.ge/მათემატიკა.php შედით ამ საიტზე და ივარჯიშონ ბავშვებმა
აუ, რა თოვლი მოვიდა
შორიდან, ცის სიშორიდან,
დიდგორიდან თუ გორიდან,
ყაზბეგიდან თუ შოვიდან.
ჯავახეთიდან, თორიდან,
თეთნულდიდან თუ უშბიდან,
აქამდე რად არ მოვიდა,
აქამდე რაღა უშლიდა। (დ ა ჩ ი)
>>>>>>>>>>>>>>
საიდან მოდის ამ ღამით,
მყივარწვერიდან თუ ციდან,
გვახარა წელი ახალი,
თურმე ახალ წელს უცდიდა.
ფიფქების ცეკვა მაოცებს,
მეც ცეკვა-ლხენა მომინდა,
ღმერთო ქვეყანა დალოცე,
ახალი წელი მოვიდა! (ა ნ დ რ ი ა)
суббота, 17 декабря 2011 г.
пятница, 16 декабря 2011 г.
საშინაო დავალება -ორშაბათისთვის
დასაწერად___ სამი წინადადება (ნებისმიერი) ,,დედანში"
მათემატიკა __#19გაკვეთილი ბოლომდე და №२० გაკვეთილი.
დასახაზად__ 4 რიცხვითი ღერძი და 4მაგალითი ღერძზე გამოსახვით .
ნახეთ და გაიმეორეთ : http://saklaso.blogspot.com/2011/12/151211.
ასევე <საბავშვო სიმღერებში > შედით და გაამეორებინეთ სიმღერები , ყურადღება მიაქციეთ სიმღერის ტექსტებს!!!

