სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

среда, 14 декабря 2011 г.

საშინაო დავალება 16/12/11





ქართული__ ასო-ბგერა ,,ნამგალი" კითხვით;
დასაწერად___ დედანში -ასო და სიტყვა;

მოძრავი ანბანით ააწყონ:

,,არაგვი დიდი მდინარეა"
,,ნაგაზი ერთგული ძაღლია"



იხილეთ <პრეზენტაციები>

საშინაო დავალება 15/12/11

ქართული___იგივე ივრჯიშონ კითხვაში
დასაწერად___გადაიწერონ ტექსტიდან ბოლო სამი წინადადება
ლექსი:საახალწლო

რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის.
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით.
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი,
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი. ( ყველა ერთად)

ნაძვის ხეო

ნაძვის ხეო,
ნატვრის ხეო,
გული ლხენით აგვივსეო.
ნუ დაგვღალე,
თოვლის ბაბუ,
საჩუქრები გვაღირსეო. ყველა ერთად

სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გავადაროთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გავატაროთ! [ყველა]

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

თბილ ოთახში მოგიწვიეთ,
გაერთო და ჩვენც გაგვართო.
ყინვასა და სიცივეში
რა გინდოდა ტყეში მარტო?
ხედავ, სახე გაგიბრწყინდა,
დაგვიმშვენე ბავშვებს მხარი,
ახალი წლის სტუმარი ხარ,
ჩვენი ზამთრის მეგობარი. {ცხვედაძე ლუკა იტყვის ამას}

ლუკას შემდეგ სათქმელი:

ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
ლამაზო და მშვენიერო,
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიცეკვო და დავიმღერო! ყველა



სიმღერა:


შენ ტანადო,შენ ლამაზო
კოხტა ნაძვის ხეი
ათასფერად გაგვინათე
ახალიწლის დღეო
სიმღერებით გესალმებით
ყური დაგვიგდეო
იციმციმე , იკისკისე
დივლი0დალალეო!
საჩუქრები დაგვირიგე
პირი ჩაგვიტკბეო,
თოვლის პაპა ,თეთრი პაპა
თან მოგვიყვანეო.
მოგვილოცე საყვარელი
ახალი წლის დღეო,
შენ ლამაზო, შენ ტანადო
კოხტა ნაძვი ხეო.(ზეპირად ...ყველამ ისწავლოს)

>>>>>>
მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას,
პატარებო, ახალი წლის ღამეს,
თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.

ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,
სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს. (კანდელაკი ანასთვის)


გაიმეორონ:
საახალწლო სიმღერა


თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
გვირილების ხელაო... …..2
აბა ტაში ,ჩქარა ტაში,
აბა, დელი-დელაო! ……..2
ჩვენს ნაძვის ხეს შემოევლოს
წიფელა და თელაო. . . . . .2
ეს რა კარგი, რა ლამაზი
დილა გაგვითენდაო. . . . .2
თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
გვირილების ხელაო... 2
აბა ტში, ჩქარა ტაში,
აბა, დელი-დელაო! . . . .2


ახალ წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს.
მუხის ძირას ციყვი ციკო
თოვლის პაპას აკეთებს.

მოაგროვა სამი გუნდა,
არ დასჭირდა წვალება.
ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს
თოვლის პაპას თვალებად. ძაბახიძე ალექსანდრასთვის


მათემატიკა___ შემდეგი ერთი გვერდი, მე-19 გაკვეთილის

იხ. <გვერდი მათემატიკისთვის > და მაგალითები გადაიწერეთ!


(პარასკევისთვის)

вторник, 13 декабря 2011 г.

საშინაო დავალება 14/12/11

ქართული___ ასო-ბგერა ,ქ" ,,ქათამი " ძალიან კარგად კითხვით;>>>იხ.<პრეზენტაციები>
დასაწერად___რვეულში სამი წინადადება განვლილი მასალიდან!!!
გამოიცანი, რა სიტყვებია და დაწერე: ა) უსართი
ბ) ალათკა
კ) კალიკა

მათემატიკა___ გაკვეთილი №19 --შემდეგი ორი გვერდი;
დავალება___იხ. <გვერდი მათემატიკისთვის>
დახაზონ ___სამკუთხედი და მართკუთხედი

>>>ისწავლეთ სიმღერის ტექსტი:

მე მამღერებს ცაზე ნისლი
და მიწაზე ნაკადული,
ბექობიდან შეძახილი
ურმული და კრიმანჭული......2-ჯერ


მე მამღერებს ,მე მაღელვებს
ჩემი მიწა და მამული
ჩემი ტკბილი საქართველო
ვაჟას ცრემლით დანამული.....2-ჯერ {ხვალ ყველამ იცოდეს ზეპირად}

>>>ბუკები წამოიგეთ

воскресенье, 11 декабря 2011 г.

საშინაო დავალება 13/12/11 სთვის




ქართული___ ასო-ბგერა ,ქ" ,,ქათამი " კითხვით

დასაწერად ___ დედანში ასო და სიტყვა




მათემატიკა___ გგაკვეტილი №19
დასაწერად___შესბამისი დავალება, + მაგალითები სამი სვეტი.

იხ। <გვერდი მათემატიკისთვის>

და< საკითხავი მასალა>

>დაწერეთ სამი წინადადება განვლილი მასალიდან!!!


ისწავლეთ სიმღერის ტექსტი:

მე მამღერებს ცაზე ნისლი

და მიწაზე ნაკადული,

ბექობიდან შეძახილი

ურმული და კრიმანჭული......2-ჯერ


მე მამღერებს ,მე მაღელვებს

ჩემი მიწა და მამული

ჩემი ტკბილი საქართველო

ვაჟას ცრემლით დანამული.....2-ჯერ