დასაწერად___გადაიწერონ ტექსტიდან ბოლო სამი წინადადება
ლექსი:საახალწლო
რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის.
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით.
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი,
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი. ( ყველა ერთად)
ნაძვის ხეო
ნაძვის ხეო,
ნატვრის ხეო,
გული ლხენით აგვივსეო.
ნუ დაგვღალე,
თოვლის ბაბუ,
საჩუქრები გვაღირსეო. ყველა ერთად
სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გავადაროთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გავატაროთ! [ყველა]
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
თბილ ოთახში მოგიწვიეთ,
გაერთო და ჩვენც გაგვართო.
ყინვასა და სიცივეში
რა გინდოდა ტყეში მარტო?
ხედავ, სახე გაგიბრწყინდა,
დაგვიმშვენე ბავშვებს მხარი,
ახალი წლის სტუმარი ხარ,
ჩვენი ზამთრის მეგობარი. {ცხვედაძე ლუკა იტყვის ამას}
ლუკას შემდეგ სათქმელი:
ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
ლამაზო და მშვენიერო,
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიცეკვო და დავიმღერო! ყველა
სიმღერა:
შენ ტანადო,შენ ლამაზო
კოხტა ნაძვის ხეი
ათასფერად გაგვინათე
ახალიწლის დღეო
სიმღერებით გესალმებით
ყური დაგვიგდეო
იციმციმე , იკისკისე
დივლი0დალალეო!
საჩუქრები დაგვირიგე
პირი ჩაგვიტკბეო,
თოვლის პაპა ,თეთრი პაპა
თან მოგვიყვანეო.
მოგვილოცე საყვარელი
ახალი წლის დღეო,
შენ ლამაზო, შენ ტანადო
კოხტა ნაძვი ხეო.(ზეპირად ...ყველამ ისწავლოს)
>>>>>>
მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას,
პატარებო, ახალი წლის ღამეს,
თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.
ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,
სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს. (კანდელაკი ანასთვის)
გაიმეორონ:
საახალწლო სიმღერა
თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
გვირილების ხელაო... …..2
აბა ტაში ,ჩქარა ტაში,
აბა, დელი-დელაო! ……..2
ჩვენს ნაძვის ხეს შემოევლოს
წიფელა და თელაო. . . . . .2
ეს რა კარგი, რა ლამაზი
დილა გაგვითენდაო. . . . .2
თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
გვირილების ხელაო... 2
აბა ტში, ჩქარა ტაში,
აბა, დელი-დელაო! . . . .2
ახალ წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს.
მუხის ძირას ციყვი ციკო
თოვლის პაპას აკეთებს.
მოაგროვა სამი გუნდა,
არ დასჭირდა წვალება.
ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს
თოვლის პაპას თვალებად. ძაბახიძე ალექსანდრასთვის
nino gnaxe:))
ОтветитьУдалить