სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

воскресенье, 8 марта 2015 г.

უფროსებისთვის

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანის სასწავლო სისტემაში საშინაო დავალება სწავლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

საშინაო დავალება სწავლა-სწავლების ნაწილია, იქნება ეს წერილობით შესასრულებელი თუ ზეპირად სასწავლი. თუ მოს­წავ­ლე ჩარ­თუ­ლია სწავ­ლის პრო­ცეს­ში, ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ძა­ლის­ხ­მე­ვას იჩენს და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ზრუ­ნავს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი დავა­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე. შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს მის­თ­ვის დი­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს (Newmann, 1986). ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ უფ­რო მე­ტი ცოდ­ნის შე­ძე­ნის სურ­ვილს და პო­ზი­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სკო­ლი­სა და სწავ­ლის მი­მართ.

ყურადღებას გავამახვილებ წერით დავალებაზე, რომელსაც მასწავლებლები გარკვეული მიზნით იყენებენ.
გარკვეული თემის ან ნაწარმოების შესწავლა გულისხმობს გააზრებასა და უნარების განვითარებას. ახალი უნარის უკეთ გასააზრებლად საჭიროა, სწორად განაწილდეს მოსწავლეთა დრო. როგორც წესი, დამახსოვრება-გააზრება და განმტკიცება გარკვეული ხნის განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართულ პრაქტიკასაც უკავშირდება. ამ დროს სავარჯიშოების/დავალებების მეშვეობით საჭიროა ცოდნის განმტკიცება როგორც კლასში, ისე სახლში, სწორედ ამიტომ ვაძლევთ მოსწავლეებს საშინაო დავალებას, რომლის საჭიროებაც გაკვეთილზე იკვეთება. პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს მოსწავლეები ათვისებულ მასალას უკეთ იაზრებენ.

საშინაო დავალების არსი მდგომარეობს შემდეგში: მოსწავლეები განიმტკიცებენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას, ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, საშინაო დავალება მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, თვალ-ყური ადევნონ შვილის სასკოლო საქმიანობას. საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და არაპირდაპირ ასწავლის დროის მენეჯმენტს, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.

მეცნიერების აზრით, მოსწავლეებისთვის მიცემული საშინაო დავალება კლასების შესაბამისად და გონივრულად უნდა იყოს შერჩეული, რათა მოსწავლეს დარჩეს საკმარისი დრო თანატოლებთან თამაშისა და მშობლებთან ურთიერთობისთვის. ფსიქოლოგების აზრით, პატარა ბავშვებისთვის თამაში არ არის მხოლოდ გართობა, არამედ ეხმარება მათ, პრაქტიკაში შეიმეცნონ სამყარო.

თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა ბავშვებში. რაც გულისხმობს, გააცნობიერო შენი და სხვების ემოციები, სწორედ ამაზეა დამოკიდებული შემდეგი წარმატება. თუ მოსწავლე სულ წიგნებშია ჩაფლული, მას აღარ რჩება დრო გააცნობიეროს თავისი და სხვების ემოციები, რაც ხელს უშლის მის განვითარებას.

ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებს იმ მოს­წავ­ლე­ებს აძ­ლე­ვენ, რომ­ლე­ბიც ამას ყვე­ლაზე მე­ტად სა­ჭი­რო­ე­ბენ. სხვა ქვეყ­ნებ­ში ბავ­შ­ვებს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ვარ­ჯი­ში­სათ­ვის ეძ­ლე­ვათ. ამის გა­მო, კვლე­ვე­ბი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­რე­ულ შე­დე­გებს გვაწ­ვ­დის (Cooper, Robinson & Patall, 2006; Trautwein, 2007).
საინტერესოა, როგორი მიდგომაა საშინაო დავალებისადმი სხვადასხვა ქვეყანაში. ამერიკის საგანმანათლებლო ასოციაციის ექპერტებს მიაჩნიათ, რომ მოსწავლე პირველ კლასში მეცადინეობას უნდა უთმობდეს 10 წუთს. II კლასში – 20 წთ; III-IV – 30 წთ; V-VI – 1 საათს; VII კლასში და ზემოთ- 2 საათი.

ინგლისში ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული საშინაო დავალებისთვის რეკომენდებული საათები. უელსში თვლიან, რომ საშინაო დავალების მოცულობა ეროვნული პოლიტიკით რეგულირებული კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა შემუშავდეს თითოეული სკოლის მიერ. საფრანგეთში მიმდინარე წლამდე დამკვიდრებული იყო კვირაში 4-დღიანი სასწავლო კვირა (8:30-დან 16:30-მდე). ახალი საგანმანათლებლო სტრატეგიის მიხედვით, იგეგემება 5-დღიან სწავლაზე გადასვლა და საშინაო დავალების გაუქმება. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ხელისუფლება მოსწავლეების უთანასწორო მდგომარეობას ასახელებს. იმ ბავშვებისთვის, რომელთაც სახლში სამუშაო პირობები ან მშობლის დახმარება არ აქვთ, საშინაო დავალება არა ცოდნის გაღრმავების, არამედ აკადემიური რეგრესის წყარო ხდება. ამდენად, საფრანგეთში, ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, დავალებებს მოსწავლეები სკოლაშივე, აკადემიური საათების დასრულების შემდეგ, დამხმარე გაკვეთილებზე შეასრულებენ.

ბევრ ქვეყანაში დაწყებით კლასებში საშინაო დავალებას არ აძლევენ. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ უმცროსკლასელი მოსწავლეები დავალებისგან ვერ იღებენ სარგებელს (კუპერი, 2001). ამ გავრცელებული მიდგომისაგან განსხვავებით, გერმანიაში პირველივე დღიდან აქვთ ბავშვებს საშინაო დავალება შესასრულებელი. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე სკოლამ გერმანიაში საშინაო დავალება აკრძალა. იაპონიაში აკადემიური სწავლება დღეში 6 საათს გრძელდება, საზაფხულო არდადეგები 6-კვირიანია, ხოლო ზამთრის არდადეგები – 2-კვირიანი. იაპონელ მოსწავლეებს დავალება ყოველდღიურად აქვთ შესასრულებელი, არდადეგების პერიოდის ჩათვლით. აშშ-ში საშინაო დავალება მხოლოდ 1950-იან წლებში გახდა სავალდებულო. მისი შემოღება ცივ ომს უკავშირდება. სკოლის მოსწავლეების მიმართ მოლოდინები გაიზარდა და ქვეყანამ მიზნად დაისახა რუსული სკოლების აკადემიური მიღწევებისთვის გადაეჭარბებინა. საშინაო დავალების სავალდებულო ხასიათი დღემდე შენარჩუნებულია. 2007 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ საშინაო დავალების მოცულობა იზრდება და ამჟამად მისი შესრულება, საშუალოდ, დღეში სამ საათზე მეტ დროს მოითხოვს.

კვლევებით დადგენილია, რომ საშინაო დავალებების შესრულება ყველაზე შედეგიანია უფროსკლასელებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას კვირში 5-10 საათს უთმობენ. იმავეს თქმა შეიძლება საბაზისო საფეხურის მოსწავლეებზეც. ნაკლებად შედეგიანია ის უმცროსკლასელთათვის (აქ ყურადღება უნდა მიექცეს დავალების მოცულობას, შინაარსობრივ სირთულეს და ა.შ.). მაგრამ, როდესაც საშინაო დავალება ესადაგება მოსწავლის შესაძლებლობებს და ოჯახიც პასუხისმგებლობით ეკიდება ამას, ამ დროს ხდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, როგორიცაა მიზანმიმართულობა და ორგანიზებულობა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უნარები ვითარდება მხოლოდ მაშინ, თუ უფროსები ასრულებენ გეზის მიმცემის, დამხმარის და არა დავალების „შემსრულებლის" როლს.
ასე რომ, სიღ­რ­მი­სე­უ­ლი სწავ­ლი­სა და მოს­წავ­ლე­თა პროგ­რე­სის შე­ფა­სე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კომ­პო­ნენტს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს. არის თუ არა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა ეფექ­ტი­ა­ნი? ამ კითხ­ვა­ზე ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­დე­ბი­თი ან უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს.
მკვლევ­რე­ბის აზ­რით, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბის ასაკ­ზე. კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იზ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლის ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლის უნა­რი. სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა მოს­წავ­ლე­თა ასაკ­თან ერ­თად მა­ტუ­ლობს. TIMSS-ის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბას დრო­ის საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს უთ­მო­ბენ. შე­ფა­სე­ბის სიხ­ში­რე და სწავ­ლე­ბი­ს ფორ­მა­ტი სას­კო­ლო პე­და­გო­გი­კის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­დი­კა­ტო­რებს წარ­მო­ად­გენს.

რა ხდება ჩვენთან, საქართველოში? რა დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებს საშინაო დავალების შესრულებასთან? რა უარყოფით შედეგებს ვიღებთ არასწორად შერჩეული საშინაო დავალების შედეგად? სწორედ ამ საკითხებს პასუხობს ჩემი თემა.

ერთი სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებსა და მშობლებში ჩავატარეთ კვლევა, თუ რა დროს ანდომებენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები საშინაო დავალების შესრულებას. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ შესრულების დრო დამოკიდებულია დავალების სირთულესა და მოცულობაზე. თუმცა მაინც დიდი დრო დასახელდა. განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე ბავშვებს აღარაფრის დრო არ რჩებათ.

ალბათ გსმენიათ განაწყენებული მშობლების წუხილი შვილების დავალების მოცულობასა და რაოდენობაზე. აქვე სირთულეც იჩენს თავს და თავბრუდახვეული ოჯახის წევრები თავს ვერ ართმევენ საშინაო დავალების შესრულებას. ხშირად, მეგობრებისგან მეც მომისმენია ერთგვარი „წუხილი", რომ საღამოს დრო არ აქვთ იმიტომ, რომ ბავშვები უნდა ამეცადინონ და რომ ეს ყოველდღიურ რუტინად იქცა მათ ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მათმა შვილებმა სკოლის კარი შეაღეს. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს გვყავს სანაცნობო წრეში მშობლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საშინაო დავალებების მომზადებაში, ალბათ ოჯახების უმრავლესობაში თითქმის ყოველდღე ისმის შეკითხვა: ,,დაიწყე მეცადინეობა? მე რა გითხარი? რანაირად დაწერე? რა ქენი, იმეცადინე? რამდენჯერ უნდა გაგიმეორო ერთი და იგივე?", ხშირად ეს ყვირილსა და ჩხუბში გადაიზრდება, წამოიჭრება პრობლემა - ერთ მხარეს დგას შეშინებული, დათრგუნული ბავშვი, მეორე მხარეს - შეწუხებული მშობელი.
რა ხდება მასწავლებლების მხარეს?

ზოგი მათგანი კლასში თუ ვერ მოასწრებს ახსნილი საკითხის ირგვლივ სავარჯიშოების შესრულებას, შინ შესასრულებლად უამრავ საკითხს აძლევს და არ ითვალისწინებს სირთულესა და ოდენობას, მთავარია, ,,სრულყო’’ მასალა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეს მხოლოდ ერთ საგანში არ აქვს საშინაო დავალება შესასრულებელი და ასე შეიძლება 5 მასწავლებელი მოიქცეს. რა დააშავა ბავშვმა ან ოჯახმა? ასეთ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ ასწრებს დავალების შესრულებას, უპასუხისმგებლობასა და სიზარმაცეში რომ არ ჩაეთვალოს, იძულებულია, მეორე დღეს გადაიწეროს სხვა მოსწავლისგან ან საერთოდაც არ დაესწროს იმ გაკვეთილს. სამაგიეროდ, ის შედეგი, რომელიც მასწავლებელს ჰქონდა გათვლილი, მიუღწეველი რჩება. გარდა ამისა, ეს იწვევს მოსწავლეთა გაღიზიანებას, გულის აცრუებას სწავლაზე, მოტივაციის დაქვეითებას, მოსწავლეები ამ დროს ფიქრობენ, რომ მთავარია შესრულება და არა შესრულებული სამუშაოს ხარისხი.

ხშირად მოსწავლეები იმასაც ჩივიან, რომ მასწავლებელმა საშინაო დავალება მისცა, ბევრი შრომისა და წვალების შემდეგ, როგორც იქნა, შეასრულეს, მაგრამ მასწავლებელმა აღარ შეამოწმა. რა თქმა უნდა, ამ ფორმას უარყოფითი შედეგი მოჰყვება, რადგან, დავალებას, რომელიც გასწორდა, ბევრად უფრო დადებითი გავლენა აქვს მოსწავლის მოსწრებაზე. ამიტომ თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოცულობა იყოს მცირე და ის გასწორდეს, ვიდრე იყოს დიდი და არ გასწორდეს. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ მასწავლებელმა მისცეს უკუკავშირი შესრულებულ საშინაო დავალებაზე, აუცილებელი არ არის ნიშანი დაუწეროს, აუხსნას რა შეასრულა და რა ვერ შეასრულა კარგად, ან დაუწეროს კომენტარი. ყოველდღიურად გასწორებული დავალება ამაღლებს მოტივაციასა და ეფექტიანობას. ისიც მისაღებია, რომ საშინაო დავალება იყოს ინდივიდუალური, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ზუსტი და მკაფიო ინსტრუქციით.

რას ფიქრობენ მშობლები?

საშინაო დავალებების მომზადებასთან დაკავშირებით მშობლებს, უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნიათ. ერთნი ფიქრობენ, რომ დავალებების მომზადების პროცესში თუკი აქტიურად იქნებიან ჩართულები და ერთობლივად მოამზადებენ დავალებებს, უკეთესი იქნება მათი შვილისთვის. მშობლების სხვა ჯგუფი ფიქრობს, რომ თუკი თავისუფლებას მიანიჭებენ მათ და არ ჩაერევიან მათ სწავლაში, ეს ბავშვის დამოუკიდებლობას გაუსვამს ხაზს. რაც დადებითად იმოქმედებს მის განვითარებაზე. დაბეჯითებით ძნელია იმის თქმა, რომ მშობლების ჩართულობა დავალებების შესრულებისას პირდაპირ კავშირშია მოსწავლეთა მიღწევებთან, თუმცა სხვადასხვა კვლევები, ადასტურებს, რომ გარემო, სადაც მოსწავლეს უწევს მეცადინეობა, მის მიღწევებს აუმჯობესებს.

არიან მშობლები, რომლებსაც საშინაო დავალებების რაოდენობაზე საკუთარი შეხედულებები აქვთ: რაც მეტია - უკეთესი. ასე მაგალითად, ერთ-ერთ ამერიკულ ფორუმზე მშობლის კომენტარი ამოვიკითხე, რომელიც საშინაო დავალებების სიმცირეზე წუხდა და უნდობლობას უცხადებდა სკოლას, მას ნამდვილად არ აკმაყოფილებდა ის, რომ ნასწავლი მასალის განმტკიცება საკლასო ოთახში, გაკვეთილზევე ხდებოდა და საშინაო დავალებების სიმცირე სწორედ ამით აიხსნებოდა.

რა როლი აქვს მშობელს შვილის საშინაო დავალების შესრულებისას? უზრუნველყოს მოსწავლე შესაბამისი გარემოთი, მისცეს მითითებები და დაეხმაროს, თუმცა დავალება შვილის ნაცვლად არ უნდა შეასრულოს. ამითი მოსწავლე ზარმაცდება და უპასუხისმგებლო ხდება. ხშირად მასწავლებელი და მშობელი სხვადასხვა ხერხით ასრულებინებენ დავალებას, ამ დროს ბავშვი გაურკვევლობაშია და იბნევა, ამიტომ მასწავლებელსა და მშობელს ბავშვის წარმატებისთვისურთიერთშეთანხმებული მუშაობა მართებთ.

ყურადღება მინდა გავამახვილო მშობელთა ჩართულობის როლზე მოსწავლეთა საშინაო დავალებების მომზადებისას, როგორ და რა დოზით უნდა იყოს ჩართული მშობელი ამ პროცესში. ეს სარეკომენდაციო ხასიათის ნაშრომი, თავის მხრივ, შესაძლებელია პედაგოგებმაც გამოიყენონ მშობელთა კრებებზე, მშობლებთან დისკუსიის, სემინარის ორგანიზებისას მსგავსი თემატიკის განსახილველად ან პრობლემის გადასაჭრელად.

მინდა შემოგთავაზოთ ფსიქოლოგების მიერ მოწოდებული პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მშობლებს საშინაო დავალებების მომზადებისას დაეხმარებათ:

·პასუხისმგებლობა

თუ კი ბავშვს გაცნობიერებული ექნება დავალების შესრულების აუცილებლობა და ვალდებულება, მას პასუხისმგებლობის გრძნობაც გაუჩნდება, მაგრამ სასურველია, ჯერ გამოვუმუშავოთ გაკვეთილებისადმი, როგორც მისთვის მნიშვნელოვანი საქმისადმი მიდგომა.

·წესები და ვალდებულებები

აქ მნიშვნელოვანია მივაჩვიოთ ბავშვი წესებს, პროცედურებს, რეჟიმს, რომელიც საბოლოო ჯამში, სისტემატურ ხასიათს შეიძენს და ორგანიზებულობაში გადაიზრდება.

Øსკოლიდან დაბრუნებისთანავე დავალებების მომზადებას ნუ დააწყებინებთ, საჭიროა ბავშვს ,,ამოვასუნთქოთ, დავასვენოთ", რათა ნელ- ნელა გადმოერთოს სასკოლოდან ოჯახურ გარემოზე.

Øდავალებების შესრულებას დააწყებინეთ მარტივიდან რთულისკენ პრინციპით. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ ბავშვს რთული დავალების შესასრულებლად, დიდი დრო სჭირდება, ბავშვი იღლება, თავს წარუმატებლად თვლის, თვითშეფასება ეცემა და ამ დროს შესაძლოა დავალების თავის არიდებისკენ გაუჩნდეს სწრაფვა. ამასთან ნუ გადატვირთავთ დამატებითი სავარჯიშოებითა და ამოცანებით.

Øგანათლების სპეციალისტებს, მშობლების მხრიდან დიდ შეცდომად მიაჩნიათ სასწავლო პროცესის შეწყვეტა იმ მიზნით, როცა ვთხოვთ, მაგალითად, მარკეტში ჩარბენას ან ნაგვის გადაყრას. სამუშაო პროცესისგან მოწყვეტა არ არის რეკომენდებული!

Øხშირ-ხშირად დაასვენეთ მოსწავლე! უფროსებიც კი ვისვენებთ და ბუნებრივია ბავშვისთვის ეს აუცილებელიცაა. საშინაო დავალებების მომზადება უნდა ხდებოდეს ისეთივე ,,გაკვეთილებისა" და ,,შესვენებების" მონაცვლეობით, როგორიც სკოლაშია, იმ განსხვავებით, რომ დრო აქ მკაცრად რეგლამენტირებული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ არ შევზღუდოთ ბავშვი, მივცეთ მოძრაობის საშუალება, არ დავუშალოთ შუალედში მიირთვან წვენი, ხილი.

·სამუშაო სივრცის ორგანიზება

სასურველია გარემო, სადაც ბავშვებს უწევთ დავალებების მომზადება, სწორად იყოს ორგანიზებული, მაგალითად, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ისე უნდა ისხდნენ მაგიდასთან, რომ ქვედა კიდურები იატაკს ებჯინებოდეს, შუქი სამუშაო ადგილას მარცხნიდან ეცემოდეს (თუ ბავშვი ცაციაა, პირიქით, მარჯვნიდან). ოთახში დავალებების შესრულებისას დაიცავით სიწყნარე, ხმაური ყურადღებას ადუნებს და ხელს უშლის მას კონცენტრირებაში.

·ვისწავლოთ ბავშვთან ერთად და არა მის მაგივრად!

თუ კი ვთანხმდებით იმაზე, რომ საშინაო დავალების მიზანია სწავლის პროცესის ხელშეწყობა, მაშინ ლოგიკურია მასწავლებელმა უნდა შეაფასოს არა ერთობლივი ნამუშევარი, არამედ მოსწავლის დამოუკიდებელი შრომა, რადგან ცოდნას იღებს ბავშვი და არა თქვენ.

Øდაეხმარეთ მაშინ, როცა ის ამას საჭიროებს.

Øხშირად, პრობლემას წარმოადგენს მეთოდები, რომლითაც ვეხმარებით მოსწავლეს. მასწავლებელი ამას სხვაგვარად ახორციელებს, შედეგად ვიღებთ დაბნეულ ბავშვს. თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი სირთულეებს განიცდის დავალებების მომზადებისას, კონსულტაცია გაიარეთ საგნის მასწავლებელთან.

Øწარმოიდგინეთ, რომ ერთად მიემგზავრებით რთულ მოგზაურობაში, რომლის დროსაც მთავარი გმირი ის პატარა მამაცი მოგზაურია, რომლის თანმხლები პირი თქვენ ხართ. მშობელი, ამ მოგზაურობაში დამკვირვებელი, მიმართულების მიმცემია, ეს არანაკლებ საპასუხისმგებლოა, ვიდრე თავად დავალების შესრულება, ამიტომ უფროსებს დასჭირდებათ მეტი გამძლეობა, ძალა და თავდაჯერებულობა წარმატებაში, ვიდრე მათ პატარებს.

·ხაზი გაუსვით მის წარმატებებს! ხშირად შეაქეთ!

ეცადეთ ყოველთვის იგრძნოს ბავშვმა თქვენი სიყვარული, შეაქეთ ის, მოიწონეთ მისი საქმიანობა, თუ კი ხარისხიანად და დროულად შეასრულა დავალება - ეს მატებს მოსწავლეებში რწმენას საკუთარ თავში, რომელიც საბოლოო ჯამში მას მიზნის მიღწევაში დაეხმარება. იმის ცოდნა, რომ ოჯახისათვის ის მნიშვნელოვანი და ძვირფასია, მიუხედავად მისი მიღებული ქულებისა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ,,მოლოდინები ზემოქმედებენ ბავშვის ქცევებზე, ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით (MILLEZ,1975) დამტკიცდა, რომ ის ბავშვი, ვისაც სისტემატურად აქებდნენ აკურატულობის, პასუხისმგებლობის გამო, ცდილობდნენ გაემართლებინათ მოლოდინი და ყოფილიყვნენ აკურატულები, კეთილები და დამჯერები. ნუ დაიშურებთ კეთილ, თბილ სიტყვებს ბავშვებისათვის". (პრაქტიკული ფსიქოლოგია, მანანა ნარგიზაშივლი, თბილისი 2011 ტ.1 გვ .78)

·გამორიცხეთ ნეგატივი თქვენს სასაუბრო ლექსიკაში!
თუ მშობელი თვლის ,რომ ,,ძვირფასს" დროს კარგავს, როცა დახმარებას უწევს მას და ხშირად უმეორებს ამას, ბავშვს უვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი, ის ვარდება განცდებში, რომელიც საბოლოოდ მის სწავლაზეც აისახება.

Øეცადეთ არ გამოიყენოთ ისეთი ეპითეტები როგორიცაა: ზარმაცი, უყურადღებო და ა.შ. ისეთი ფრაზები როგორიცაა: ,,დავიჯერო, არ შეიძლებოდა ეს უფრო დროულად შეგესრულებინა?" ,, ამ დროისათვის ის... უფრო კარგად გააკეთებდა". არ შეადაროთ მისი ცოდნა სხვა მოსწავლის ცოდნას. დაიხსომეთ, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ნუ დააჩქარებთ მისი მუშაობის ტემპებს, ფსიქოლოგთა აზრით, ეს იწვევს მათ ნერვოზულობას, რაც უარყოფითად აისახება დავალებების შესრულებაზე. თუ თქვენ გადაწყვიტეთ დახმარება გაუწიოთ თქვენს შვილს დავალებების მომზადებისას, საჭიროა აღიჭურვოთ მოთმინებითა და შემოქმედებითობით, რათა მეცადინეობა გადაიქცეს არა მტანჯველ პროცედურად, არამედ ურთიერთობისა და შემეცნების საინტერესო საშუალებად.

რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა საშინაო დავალების ეფექტურობისთვის? გაითვალისწინოს რაოდენობა, წინასწარ განსაზღვროს და დაგეგმოს დავალება ისე, რომ მოსწავლის პოტენციალი მაქსიმალურად აამუშაოს, რათა მიაღწიოს შედეგს და უფრო მეტიც, სიამოვნებით იმუშაოს მოსწავლემ. არ არის აუცილებელი ყოველდღე საშინაო დავალების მიცემა. სახლში დავალება მხოლოდ მაშინ მივცეთ, როდესაც დარწმუნებული ვართ, შემდეგ გაკვეთილზე ამ დავალების შემოწმებას მოვახერხებთ. როჯერსის მოლოდინის თეორიის მიხედვით, მასწავლებლების მოლოდინი გავლენას ახდენს მოსწავლეების მუშაობის ხარისხზე, სწავლის მოტივაციასა და მათ განწყობაზე წარმატებისა და მარცხის მიმართ. ისინი მასწავლებელთა მოლოდინის მიხედვით იქცევიან. მოსწავლეები სამუშაოს ასრულებენ მასწავლებლის მოლოდინის შესაბამისად. ნუ განსჯით მოსწავლეებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რადგან ამით გამოხატავთ თქვენს მოლოდინს (მაღალი, დაბალი). ეცადეთ, გაამხნევოთ თქვენი მოსწავლეები და მისცეთ სტიმული, საუკეთესო კუთხით წარმოადგინონ თავიანთი ნიჭი და უნარი საშინაო დავალების შესრულებისას.

ყოველ ახალ დავალებას მოსწავლე ახალ ნიშნულამდე უნდა აჰყავდეს, უნდა ზრდიდეს მისი ცნობისმოყვარეობის სურვილს. შესრულებული დავალების ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, თუ მოსწავლეებს აქტიურად ჩავრთავთ დავალების შერჩევის, ორგანიზებისა და შეფასების პროცესში. ან დავალების შემოწმებისას ჩავატაროთ კვლევა, რა გაუჭირდათ, რამდენ მოსწავლეს, რა კარგად შეასრულეს, რამდენმა მოსწავლემ, რა ვერ შეასრულეს, რამდენმა მოსწავლემ. ეს კი უფრო ნათლად დაგვანახებს, მივაღწიეთ თუ არა მიზანს. ან რას შევცვლიდი გასაუმჯობესებლად.

საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეს ჩვევაში უნდა გადაეზარდოს. თუმცა დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, დამოკიდებულება, მოთხოვნილებები, თვითრეალიზაციის მოთხოვნილება. ჯილდო, შექება, რომელიც კონკრეტული დავალებისათვის დაიმსახურა, არ უნდა იყოს ზოგადი, მაგ. ყოჩაღ, კარგი გოგონა ხარ და ა.შ., არამედ შენ ეს დავალება ზუსტად იმ ხერხით დამიწერე, რომელსაც მე გთხოვდით. ეს პერსონაჟი ზუსტად დააკავშირე მის პროტოტიპთან. შეიძლება ასევე რეიტინგული ცხრილის გაკვრა თვალსაჩინო ადგილზე. ეს გრძელვადიანი სამუშაოა. შედეგს მაშინვე ვერ დავინახავთ, მაგრამ არც უშედეგოდ ჩაივლის. ყველა ბავშვს შესაძლებლობები, განვითარებისა და შესასრულებელი სამუშაოს ტემპი სხვადასხვა აქვს. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. სწორად შერჩეული დავალება კი ხელს შეუწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას. ნაკლები იქნება იძულება, ხალისი კი - მეტი. მათ უნდა დარჩეთ თავისუფალი დრო თამაშისთვის, მშობლებთან და თანატოლებთან ურთიერთობისთვის.

მასწავლებელს დიდი ზეგავლენა აქვს ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაზე. თუ მასწავლებელი მოსწავლეს შთააგონებს, რომ ის არის შრომისმოყვარე, ინტერესიანი და მოტივირებულია, ის შეიძლება მართლაც ასეთი გახდეს. ეს შანსი რომ ხელიდან არ გაუშვათ, ეცადეთ, შინ შესასრულებლად შეურჩიოთ ისეთი დავალებები, რომლებსაც ისინი დაძლევენ.

შექება განაპირობებს წარმატებას, აძლიერებეს მოსწავლის თვითშეფასების უნარს, უნერგავს რწმენას და ზრდის მის კომპეტენციას. ნუ დაუწუნებთ ნამუშევარს, უთხარით, რომ თქვენ გჯერათ მისი შესაძლებლობების და მომავალში ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

შემოწმება ეხმარება მოსწავლეებს სწავლაში, მისი მეშვეობით ისინი აცნობიერებენ, რა იციან, რას მიაღწიეს და რა უნდა გააუმჯობესონ. სწავლა კეთებისა და უკუკავშირის პროცესში მიმდინარეობს.

და­ბო­ლოს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა, რომ­ლე­ბიც უპა­სუ­ხებს კვლე­ვით გა­მოვ­ლე­ნილ რე­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და პრობ­ლე­მებს, უზ­რუნ­ველ­ყოფს საგნის სწავ­ლე­ბის სრულ­ყო­ფას სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე. დავალებების მიცემა გაკვეთილის ყველაზე რთული ნაწილია არა მარტო იმიტომ, რომ მოსწავლეებს დავალებები არ უყვართ. პრობლემები რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ისეთი დავალებების მიცემა, რომლის მსგავსიც კლასში მათ უკვე შეასრულეს. მასწავლებელმა უნდა დაარწმუნოს მოსწავლეები, რომ საშინაო დავალება აუცილებელი და მნიშვნელოვანია მათთვის და ის მხოლოდ თავისუფალი დროის შესავსებად არ არის მოგონილი. მასწავლებელმა ბავშვს ისეთი საშინაო დავალება უნდა მისცეს, რომ მას ერთი სული ჰქონდეს, მივიდეს სახლში, ისადილოს და დავალება შეასრულოს. ეს კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მასწავლებელი მისცემს საინტერესოდ ფორმულირებულ დავალებას, რომელიც განწყობას შეუქმნის, მოიძიოს ახალი და ორიგინალური ინფორმაცია, და გამოთქვას საკუთარი აზრი. მასწავლებელმა მოსწავლეს ინტრიგა უნდა დაუტოვოს, რათა მან თვითონ დაიწყოს ძებნა. სკოლაში შეიძლება ეს პატარა დოზით გაკეთდეს, მოსწავლეს ის დავალება დაამახსოვრდება უფრო კარგად და იოლად, რომელზეც თვითონ იპოვის პასუხს.

განხილული საკითხებიდან გამომდინარე, მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს საშინაო დავალების სწორად შერჩევისას, რათა ეს პროცესი დასჯად არ იქცეს, ხოლო მშობელმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი ფუნქცია, რა დოზით დაეხმაროს შვილს.

ვფიქრობ, ზემოთ გამოთქმული რეკომენდაციები (პასუხისმგებლობის გამომუშავება, წესებისა და პროცედურების შემუშავება, სამუშაო სივრცის სწორად ორგანიზება, სასაუბრო ლექსიკიდან ნეგატივის გამორიცხვა და სხვა) რომლებსაც განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები გვათავაზობენ, დაგეხმარებათ მეტ-ნაკლებად გადაჭრათ აქტუალური პრობლემები.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.http://www.mastsavlebeli.ge/
2.http://rcs.ge/?p=288
3. http://rcs.ge/?p=288#sthash.Z2ShdEXC.dpuf
4.http://www.4motivi.com/
5.http://www.axaliganatleba.ge/
6.ია კუტალაძე, სექტემბერი 2012 "საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები საქართველოში"
7.სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები, თბილისი, 2004






Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!