სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

суббота, 17 января 2015 г.

დავალება 17.01.15

წაიკითხეთ ტქსტი და მიპასუხეთ რომელი ნაწარმოებიდან არის ამოღებული ეს ნაწყვეტი?..ვის ეკუთვნის ეს მოთხრობა?

,,უცებ გაღმიდან ცხენების ხმა მოისმა. ბიჭები ჯერ გაიცქაფნენ, მერე გზის იქით ბუჩქებს ეცნენ, ხვლიკებივით შეძვრნენ შიგნით და ჩაკუნტნენ, ჩაიყუჩნენ. მონღოლთა სამი მხედარი ჩამოდიოდა ხევის იქითა ფერდზე. ცხენები რომ წყალში შემოჭყაპუნდნენ, ფრუტუნი მორთეს, შეჩერდნენ. მონღოლებმა რაღაც დაიძახეს,-აიჰ!აიჰ!-ბიჭები ერთმანეთს ჩაეჭიდნენ. ხედავდნენ, როგორ იდგნენ მონღოლები უკვე ერთმანეთისთვის ზურგშექცეულნი და როგორ ელავდნენ ჰაერში მათი შუბის წვერები. მონღოლებმა ერთხელაც იყვირეს,-აიჰ!აიჰ!-ამ ყვირილს დაადევნეს,-დაღ,დაღ,დაღ!-თითქოს ვიღაცას აქეზებდნენ დასადევნებლად. ბიჭები ერთმანეთს მიეკვრნენ, ცდილობდნენ, არც ესუნთქათ. მაშინ მონღოლები აშკარად უკმაყოპილოდ აჯუჯღუნდნენ, ცხენები დაძრეს, სულ ახლოს უარეს ბიჭებს ღურღუტით. ქვებზე ცხენების ფლოქვების ღრაჭაღრუჭით, მაღლა ავიდნენ და ორღობეში შეიკარგნენ."

დავალება2
დაწერეთ როგორ შეიძლება გაგრძელებულიყო ეს ზღაპარი.



4 комментария:

  1. რევაზ ინანიშვილის დავითის ხმალი.
    ანა კანდელაკი

    ОтветитьУдалить
  2. დავითის ხმალი დაწერა რევაზ ინანიშვილმა ნინო ხაჩიძე

    ОтветитьУдалить
  3. დავითის ხმალი დაწერა რევაზ ინანიშვილმა :ნიკიტა

    ОтветитьУдалить
  4. ლიზა მეტონიძე20 января 2015 г. в 14:25

    დავითის ხმალი დაწერა რევაზ ინანიშვილმა

    ОтветитьУдалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!