სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

понедельник, 29 сентября 2014 г.

ეს საიტერესოა ( საკითხავი მასალა)

 გაიხსენეთ წაკითხული მასალა :
ბუნების ტესტი მე-4კლ.

(P.S. მ მომენტისთვის, 20:37სთ,ეს ტესტი გაკეთებული აქვს 8 ბავშვს , სად არის დანარჩენი 19-ტი????)

გრავიტაციული ანუ მსოფლიო მიზიდულობის ძალები მოქმედებს ნებისმიერ სხეულზე. ეს ძალები მნიშვნელოვანია დიდი მასის სხეულების ურთიერთქმედებისას. გრავიტაციული ძალები აკავებს პლანეტებს მზის ირგვლივ მოძრაობისას.მცირე მასის სხეულების ურთიერთქმედებისას კი ეს ძალები იმდენად უმნიშვნელოა, რომ შესაძლებელია მათი უგულებელყოფა.
ფიზიკა 1.jpg

ნიუტონი იყო პირველი, რომელმაც ივარაუდა, შემდეგ კი დაამტკიცა, რომ დედამიწაზე სხეულის ვარდნისა და დედამიწის ირგვლივ მთვარის მოძრაობის მიზეზი ერთი და იგივეა. ამ დასკვნამდე იგი შემდეგი მსჯელობით მივიდა: ჰორიზონტალურად გასროლილი ქვის ტრაექტორია დედამიწის მიზიდულობის გამო მრუდწირული ხდება და ქვა ეცემა დედამიწაზე.რაც უფრო დიდი იქნება ქვის სიჩქარე, მით უფრო შორს დაეცემა იგი და თუ არ იქნებოდა ჰაერის წინააღმდეგობა, მაშინ მთიდან გარკვეული სიჩქარით გასროლილი სხეული შეიძლება საერთოდ არ დაცემულიყო დედამიწაზე და ემოძრავა მის ირგვლივ ისე, როგორც მოძრაობენ პლანეტები მზის გარშემო.
ნიუტონი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამყაროში ყველა სხეული ურთიერთმიიზიდება ძალით, რომელსაც მსოფლიო მიზიდულობის ძალა ან გრავიტაციული ძალა ეწოდება

ანასტასია გაბარაშვილის ნამუშევარი

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!