სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

вторник, 30 сентября 2014 г.

საშინაო დავალება 01.10.14

,,ქუდში"(ზევით) დაიდო <გვერდი> გაკვეთილების ცხრილი

ოთხშაბათის ცხრილი:  

  1. მუსიკა
  2. სპორტი
  3. გერმანული
  4. მათემატიკა
  5. ქართული
  6. ინგლისური

ქართული ___იგივე , ტექსტი კარგად მოყოლით, საზეპიროები კარგად ისწავლეთ ...
ვისაც არ მოუტანია  ,,ზაფხულის დავალება" _ ამ კვირაში ჩამაბარეთ  !!!

  • მათემატიკა --- 3, 5, 6, 7.(18)


понедельник, 29 сентября 2014 г.

ეს საიტერესოა ( საკითხავი მასალა)

 გაიხსენეთ წაკითხული მასალა :
ბუნების ტესტი მე-4კლ.

(P.S. მ მომენტისთვის, 20:37სთ,ეს ტესტი გაკეთებული აქვს 8 ბავშვს , სად არის დანარჩენი 19-ტი????)

გრავიტაციული ანუ მსოფლიო მიზიდულობის ძალები მოქმედებს ნებისმიერ სხეულზე. ეს ძალები მნიშვნელოვანია დიდი მასის სხეულების ურთიერთქმედებისას. გრავიტაციული ძალები აკავებს პლანეტებს მზის ირგვლივ მოძრაობისას.მცირე მასის სხეულების ურთიერთქმედებისას კი ეს ძალები იმდენად უმნიშვნელოა, რომ შესაძლებელია მათი უგულებელყოფა.
ფიზიკა 1.jpg

ნიუტონი იყო პირველი, რომელმაც ივარაუდა, შემდეგ კი დაამტკიცა, რომ დედამიწაზე სხეულის ვარდნისა და დედამიწის ირგვლივ მთვარის მოძრაობის მიზეზი ერთი და იგივეა. ამ დასკვნამდე იგი შემდეგი მსჯელობით მივიდა: ჰორიზონტალურად გასროლილი ქვის ტრაექტორია დედამიწის მიზიდულობის გამო მრუდწირული ხდება და ქვა ეცემა დედამიწაზე.რაც უფრო დიდი იქნება ქვის სიჩქარე, მით უფრო შორს დაეცემა იგი და თუ არ იქნებოდა ჰაერის წინააღმდეგობა, მაშინ მთიდან გარკვეული სიჩქარით გასროლილი სხეული შეიძლება საერთოდ არ დაცემულიყო დედამიწაზე და ემოძრავა მის ირგვლივ ისე, როგორც მოძრაობენ პლანეტები მზის გარშემო.
ნიუტონი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამყაროში ყველა სხეული ურთიერთმიიზიდება ძალით, რომელსაც მსოფლიო მიზიდულობის ძალა ან გრავიტაციული ძალა ეწოდება

ანასტასია გაბარაშვილის ნამუშევარი

საშინაო დავალება 30.09.14

მათემატიკა___ N10, 7,12, 15, 14-ის მეორე სტრიქონი , დანარჩენი ნომრები გაარჩიეთ ზეპირად.
ქართული __ ,,ხელოვნების სამი დარგი " - ტექსტის მიხედვით სქემა ააგეთ , ისე ,როგორც დაფაზე დავხაზეთ და დავწერეთ...  ლექსები ზეპირად. ასევე , გაიხსენეთ ზაფხულში ნასწავლი სტროფები.

ბუნება __ ,,ჰორიზონტი" (ხვალაც წამოიღეთ ბუნების სახელძღვანელო)

სქმშაბათის ცხრილი :
  • ქართული
    1. ქართული
    2. ქართული
    3. ხელოვნება
    4. მათემატიკა
    5. გერმანული

    суббота, 27 сентября 2014 г.

    ეს საინტერესოა (საკითხავი მასალა)

    imageჰაერში ახტომის შემდეგ ისევ მიწაზე ვეშვებით.ეს იმიტომ ხდება, რომ არსებობს უხილავი ძალა, რომელიც მიწისკენ გვიზიდავს.ამ ძალას მიზიდულობის ძალა ანუ გრავიტაცია ეწოდება.
    მიზიდვა:ყველა სხეულს აქვს გრავიტაციის საშუალებით სხვა სხეულების მიზიდვის უნარი, მომცრო სხეულების გრავიტაცია ძალიან მცირეა და სხვა სხეულებზე ვერ მოქმედებს. დიდ სხეულებს კი, მაგალითად პლანეტებს, ძალიან დიდი გრავიტაცია აქვთ, რომლითაც სხვა სხეულებს იზიდავენ.
    გრავიტაცია სხვა პლანეტებზე: რაც უფრო დიდია სხეული, მით უფრო მეტია მისი გრავიტაცია. დიდ პლანეტებს, მაგალითად, იუპიტერს, დედამიწასთან შედარებით გაცილებით ძლიერი გრავიტაცია აქვს, პატარა პლანეტებს და მთვარეებს კი-შედარებით სუსტი.
    ღია კოსმოსში ვარსკვლავების, პლანეტებსა და მთვარეებისგან შორს, გრავიტაცია თითქმის არ იგრძნობა.ამიტომ იქ კოსმონავტები უწონადობაში ლივლივებენ.
    იუპიტერის გრავიტაცია დედამიწისას ორჯერ აღემატება. თუ თქვენ იუპიტერზე მოხვდებით მოძრაობა ძალიან გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ ორჯერ მძიმე იქნები.იუპიტერის მთვარე იო ძალიან პატარაა და დედამიწასთან შედარებით სუსტი გრავიტაცია აქვს.იოზე მოხვედრა რომ შეგეძლოს, გაცილებით უფრო მაღლა ახტებოდით ვიდრე დედამიწაზე ახერხებ.

    ორბიტაზე:კოსმოსში დიდი სხეულები ერთმენითის გარშემო წრიულ ტრაექტორიაზე ანუ ორბიტაზე მოძრაობენ.პლანეტები მზის გარშემო მოძრაობენ, მთვარეები კი პლანეტების გარშემო.ეს გრავიტაციის შედეგად ხდება.



    შეამოწმეთ თქვენი ცოდნა
    1.      რას ეწოდება გრავიტაცია?
    2.      რა უნარი გააჩნიათ სხეულებს?
    3.      რატომ იზიდავენ პლანეტები სხვა სხეულებს?
    4.      რატომ ლივლივებენ კოსმონავტები ღია კოსმოსში?
    5.      რატომ ვიქნებით იუპიტერზე ორჯერ მძიმე?
    6.      რა ჰქვია იუპიტერის მთვარეს?
    7.      რატომ ავხტებით იოზე ორჯერ უფრო მაღლა, ვიდრე დედამიზაწაზე ვხტებით?
    8.      რა არის ორბიტა?
    9.      რის შედეგად ხდება პლანეტების მოძრაობა მზის გარშემო ?
     

    пятница, 26 сентября 2014 г.

    საშინაო დავალება29'09'14

    ბუნება___ , ,როგორ იკვლევენ კოსმოსს " იგივე გრჩებათ 
    ეს ისწავლეთ
    მეცნიერების აზრით მზის სისტემა წარმოიშვა 4500 მილიონი წლის წინ გაზისა და მტვრის ღრუბელში, რომელსაც ნებულა ეწოდება.
    გრავიტაციის ძალის ზემოქმედებით ნებულაში არსებული გაზი და მტვერი შეიკრიბა მკვრივ სტრუქტურებში. დროთა განმავლობაში ეს მკვრივი სტრუქტურები გაერთიანდნენ ერთ დიდ ობიექტში.
    საბოლოოდ ამ ობიექტში გაზი ისე გაცხელდა, რომ დაიწყო თერმულბირთვული რეაქცია, რომელიც გამოასხივებს დიდი ოდენობით ენერგიას სინათლისა და სითბოს სახით - ასე წარმოიშვა მზე.
    მზის გარშემო შედარებით მცირე სხეულები ბრუნავდნენ, რომლებმაც მიიზიდეს ნებულაში დარჩენილი მატერია და თანდათანობით გაიზარდნენ.
    მატერიის ამ ნაგლეჯებს არ ქონდა საკმარისი ტემპერატურა ბირთვული შერწყმისთვის. ამიტომ მათგან წარმოიქმნა პლანეტები. პლანეტებსა და მზეს შორის მიზიდულობის ძალა მოქმედებს.
    მეცნიერების აზრით წყალბადის მარაგი მზეზე ამოიწურება 6000 მილიონი წლის შემდეგ.
     

     იხილე ვიდეო  აქ
    დამატებით იხ.აქ











    ორშაბათის ცხრილი:

    1. მათემატიკა
    2. გერმანული
    3. ქართული
    4. ინგლისური
    5. ბუნება
    6. სპორტი
    ქართული ___ 
    მოსაყოლად მოთხრობა , ზღაპარი , ან ნაწყვეტი  წაკითხულიდან, ასევე ,,სალამურას" გაგრძელება 9გაიხსენეთ სკოლაში წაკითხული)...
    დასწერად___ სამი წინადადების გარჩევა ნიმუში:



    მათემატიკა___ N11,12,13 (15),  დანარჩენი ნომრები გაარჩიეთ ზეპირად!!!