სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

четверг, 13 марта 2014 г.

იქნებ არ დაეთანხმოთ რომელიმე მოსაზრებას... მე მაინც შემოგთავაზეთ :) .



1.მოდი, შენ ნაცვლად მე გავაკეთებ, შენ მაინც არ გამოგდის"
Ø კონტრ ფრაზა: ეცადე თავად გააკეთო, მაგრამ თუ დახმარება დაგჭირდა, ჩემი იმედი გქონდეს".

2 აიღე, რაც გინდა, ოღონდ არ იტირო"
Ø კონტრ ფრაზა: „მესმის, რომ ძალიან გინდა, მაგრამ ხომ იცი ამის უფლებას ვერ მოგცემ".

3. თუ კიდევ ერთხელ მოიქცევი ასე, დაგსჯი"
Ø კონტრ ფრაზა: „გაგაფრთხილე, რაც გელოდა, მაგრამ ყური არ დამიგდე. ნუ განაწყენდები, თუ ჩემს დანაპირებს შევასრულებ".

5. „ნუთუ არ გესმის, რომ..."
Ø კონტრ ფრაზა: „მზად ვარ შენი შეხედულება მოვისმინო (მოზარდებისთვის).

6. „შენ ხომ ბიჭი/გოგო ხარ! ასე არ შეიძლება"
Ø კონტ ფრაზა: „შენ ეს პროფესია ნამდვილად მოგწონს?"

7. კარგი რა, ასეთ სისულელეებზე ნუ დარდობ"
Ø კონტრ ფრაზა: „ვიცი, რომ გეწყინა, მეც მეწყინებოდა".

8. „რადგან ასეთი ხარ, არ მიყვარხარ"
Ø კონტრ ფრაზა: „ცუდად მოიქეცი, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ".

9. „ამის ფული არ გვაქვს, ძალიან ძვირია"
Ø კონტრ ფრაზა: „ძალიან საჭირო ნივთია, მაგრამ შემდეგ კვირას ვიყიდოთ. თანახმა ხარ?"

10. „სხვებს ნორმალური ბავშვები ჰყავთ, მე რა დავაშავე?"
Ø კონტრ ფრაზა: „მე ცუდიც მიყვარხარ და კარგიც".

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!