ამასთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
დავით მეოთხე (1089-1125) სატახტო ქალაქ ქუთაისში 1073 წელს დაიბადა. იგი 16 წლის ასაკში ავიდა ტახტზე. დავითის დროს დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობა. მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა. მან თურქ-სელჩუკებისგან დარბეული ქვეყანა აღადგინა და დიდგორის ბრძოლაში ისინი დაამარცხა.
დავითის სახელს უკავშირდება გელათის ტაძრის მშენებლობა. მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გელათის აკადემია.
მადლიერმა ქართველმა ერმა მეფეს აღმაშენებელი უწოდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий
კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!