სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

вторник, 4 февраля 2014 г.

საშინაო დავალება 05/02/14

მეგობრებო , რატომ არ დადიხართ , სკოლაში  კარგი სითბოა. . . თუ მაინც შეიკავებთ თავს __დაველებები აკეთეთ ყოველდღიურად , უკლებლივ ყველა დავალება შემოწმდება!!! :)
    დედა ენა - ქართული ანბანი
    გაიხსენეთ ანბანი , დაიზეპირეთ !
  • ქართული___ გაიმეორეთ გრამატიკული მასალა, <არსებითი სახელი>  <ზედსართავი სახელი>  <რიცხვითი სახელი >

  • დასაწერად :    გაარკვიეთ ზედსართავი სახელები ანდაზებში.
    კარგი ცხენი ქერს იმატებს, ავი ცხენი - მათრახსაო.
    შავი ძროხა თეთრ რძეს იწველისო.
    დიდ ზამთარს დიდი მოსავალი მოსდევსო.
    ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებსო.









  • არსებითი სახელი


  • არსებითი სახელის რიცხვი


  • არსებითი სახელის ბრუნვა





  • ზედსართავი სახელი


  • რაოდენობითი რიცხვითი სახელი


  • რიგობითი რიცხვითი სახელი


  • პირისა და კუთვნილებითი ნაცვალსახელები


  • ზმნის რაობა


  • ზმნის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი


  • ზმნის პირი, დრო, უღლება . [დაეხმარეთ უფროსები]



  • მათემატიკა___ 
    1. რუხაძე N 1,2, 5 [16-17]
    2. დამატებით : ამოცანა 1: კანფეტები პაკეტში
      პაკეტში ორი დასახელების კანფეტებია. დაუნახავად, რა უმცირესი რაოდენობის კანფეტები უნდა ამოვიღოთ პაკეტიდან, რომ მათ შორის აღმოჩნდეს:
      1) ორი ერთნაირი დასახელების კანფეტი;
      2) სამი ერთნაირი დასახელების კანფეტი.

    3. პრაქტიკული სავარჯიშო აქ   ეს აკეთეთ  ყოველდღიურად!!!
    ალექსანდრა ძაბახიძე 

    Комментариев нет:

    Отправить комментарий

    კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
    >>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

    სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!