- ქართული___ გვ.117ლექსი ; დასაწერად_ მე-4(117)
- ინგლისური ___
- მათემატიკა___ N1,2,6,7,8(12-13)რუხაძე
კვირას დაიდება შედეგები, გისურვებთ წარმატებას!
- ხელოვნება____[52-53] , [54-55]---მე-3 (54)შეკითხვა დასაწერად.
წაიკითხეთ ყურადღებით და დაიმახსოვრეთ!!!
დიდგორის ომი
თურქების სულთანმა შემოიერთა ყველა მაჰმადიანი მთავარი და ამირა დამასკოდან და ერაყიდან, სამხრეთში, ვიდრე სომხეთამდე, ჩრდილოეთში და საქართველოსკენ უზარმაზარი ჯარი გამოგზავნა. იმდროინდელი უცხო მწერლების სიტყვით მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქარი ვითომაც 400-600 ათასი კაცისაგან შედგებოდა. ამასთანავე ეს მწერლები ერთხმად ამტკიცებენ რომ ქართველთა ჯარი რიცხვით რამდენჯერმე ნაკლები იყო თურქებისაზე. მტრის ჯარმა სწრაფად იარა, მოულოდნელად შემოიჭრა საქართველოში,
იხილე მეტი »
მხარმარჯვნივ დასტოვა თბილისი და 1121 წ. 12 აგვისტოს მოადგა ქალაქ მანგლისს. თურქებს განზრახული ქონდათ ამ რაიონში გადაელახათ თრიალეთის ქედი და მოეწყვიტათ დავით მეფე დასავლეთსაქართველოში მდებარე მისი ძირითადი ბაზებისაგან. შემოსევის მოულოდნელობამ, ხელი შეუშალა დავითს სრულად გამოეყენებინა თავისი ძლები. მაგრამ დაყოვნება აღარ ივარგებდა და მეფემაც გადაწყვიტა დაესწრო მტრისთვის, შეეტია მისთვის მთიან-ტყიან ადგილებში. სადაც მისი ანგარიშით თურქ-არაბთა ცხენოსანი ლაშქრის სიმრავლეს უნდა დაებრკოლებინა მოწინააღმდეგის მოძრაობა და შეემცირებინა ბრძოლის უნარიანობა.
დავითმა დიდი სისწრაფით ატარა თავისი სამოცათასიანი ლაშქარი და მანგლის ჩრდილოეთით დიდგორის მთაზე შეაგება თურქებს. დიდგორის ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა. ქართველთა ჯარს გამოეყო და მტრის ბანაკისკენ გაემართა 200 მხედარი. თურქებს ისინი მათ მხარეზე გადასული მოღალატენი ეგონათ და დაუბრკოლებლად მიუშვეს რაზმი შუაგულ ბანაკამდე. მაგრამ გულადმა ქართველმა მეომრებმა ხმალი იშიშვლეს და დაერივნენ გაოცებულსა და დაბნეულ თურქებს, დავითმა ისარგებლა მტრის არევ-დარევით და ელვისებურად ეკვეთა მისი ლშქარი ფრთებს. მაჰმადიანთა უზარმაზარი ჯარი სასტიკად დამარცხდა. თურქებმა ბრძოლის ველზე დატოვეს დიდძალი მოკლული და დაჭრილი და გაქცევით უშველეს თავს. ქართველებმა დიდხანს სდიეს გაქცეულ მტერს და აურაცხელი სიმდიდრე და უამრავი ტყვე ჩაიგდეს ხელში. დავითის ბრწყინვალე სამხედრო ნიჭმა და და სამშობლოს დამცველთა მხნეობამ სრული გამარჯვება მოუპოვა საქართველოს. დიდგორის ბრძოლამ დაამტკიცა, რომ საქართველო ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერეს სახელმწიფო იყო უკვე.
ეს სკოლაში წავიკითხეთ , კიდევ ერთხელ წიკითხეთ აქაც!!!
4.პასუხი: 18
ОтветитьУдалить5.პასუხი: 15
6.პასუხი: მე_3 დღეს გაიარა 140 კმ.
7.პასუხი: დარჩათ 20 თ.
8.პასუხი: მეორე 7 სმ. მესამე 5სმ.
ანა კანდელაკი