ცნობილი მწერალი ვაჟა-ფშაველა იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861 წლის 14 ივლის,სოფელ ჩარგალში მდინარეს ჩარგულის ნაპირას პატარა ქვითკირის სახლში. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყავდათ:გიორგი,მართა,ნიკო(ბაჩანა) თედო და ალექსანდრე(სანდრო)
ვაჟა რვა წლამდე იზრდებოდა მამის,სოფლის მღვდლის, და დედის, გულქანის, წვრილშვილიან ოჯახში.ვაჟას ძმები თედო და ბაჩანა რაზიკაშვილები -ცნობილი მწერლები გახდნენ.
ვაჟა სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში.1877-1879 წლებში---თბილისის სამასწავლებო ისტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში,შემდეგ კი-გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. ერთხანს სოფლის სკოლაში მასწავლებლობდა. 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მალე მიატოვა უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნებული ჯერ შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1888 წლიდან პოეტი ჩარგალს დაუბრუნდა. ცხოვრობდა ჩვეულებრივი გლეხის ცხოვრებით-ხნავდა,თესავდა,უვლიდა საქონელს და... ფშავის ზამთრის გრძელ ღამეებში წერდა ლექსებს, პოემებსა და მოთხრობებს. მისი პირველი ნაწარმოები ჯერ კიდევ 1879 წელს დაიბეჭდა დროებაში.
ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა 1915 წლის 27 ივლისს თბილისში.ის დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე:
- ვაჟა-ფშაველა მე პირველად გავიცანი პეტერბურგში, როდესაც უნივერსიტეტში შევედი. ის მოვიდა თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში და ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომას სათვისტომო საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად. არავითარი რვეული ან წერილობითი საბუთები ხელში არა ჰქონია და ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსის ზეპირად დამახსოვრება. ლექსები, რასაკვირველია, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე.
- ყველაზე უფრო მისი ნიჭის დამფასებელი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობდა: „რუსთაველის შემდეგ ჩვენ ასეთი ნიჭიერი პოეტი არა გვყოლიაო“. „ხუთშაბათობის სხდომებზე“, რომელნიც ილიას ბინაზე ეწყობოდა ხოლმე და რომელთაც ესწრებოდნენ რედაქციის ყველა წევრი, მწერლები და ილიას მეგობრები, ხშირად კითხულობდნენ ვაჟა-ფშაველას ამა თუ იმ თხზულებას.
ექვთიმე თაყაიშვილი
- გორის საოსტატო-სამასწავლებლო სემინარისთან არსებულ სამაგალითო სკოლაში ვსწავლობდი. ლუკა რაზიკაშვილი, რომელიც ჯერ ,,ვაჯა-ფშაველად" არ იწოდებოდა ,მეორედ თუ მესამედ უფრო ახლოს ვნახე სემინარიის ეზოში, დასვენების დროს.მისი გარეგნული შეხედულება და მედიდური სიარული გვიზიდავდა სმაგალითო სკოლის ყველა მოწაფეს , საითაც წავიდოდა ჩვენც იქით მივდევდით , რომ უფრო კარგად გაგვეგონა მისი ლაპარაკი და ფშაური კილო . ვაჟა განვითარებულ შეგირდად და სამაგალითო ადამიანად ითვლებოდა სემინარიაში . ამხანაგები დიდ პატივსა სცემდნენ და უყვარდათ კიდეც.
ხშირად მათე წივწივაძე,სკოლის ამხანაგი, დაარტყამდა ვაჟას ბექობივით ამობურთულ მკერდზე ხელსა და ეტყოდა : ,,ამან უნდა იცოცხლოს დიდხანსო!"
__ მოგიკვდეთ ლუკა რაზიკაშვილი , თუ არ გასახელოთო ,__ მიუგებდა ღილმილით ვაჟა.
ნათქვამი ასრულდა.
შიო მღვიმელი
* * *
- ილია ვაჟას მზეს ეძახდა მის ძმას, ბაჩანას, მთვარეს.
ერთხელ დილით ,ადრე , როგორც გადმოგვცა გიგა ყიფშიძემ , რედაქციაში ჩამოვიდა ილია ,ყურში კალამგადებული და გვითხრა არაჩვეულებრივი აღტაცებით: ,,დაგვებადა , დაგვებადაო!"
ეს სიტყვები გაიმეორა რამდენჯერმე . შემდეგ გამოიღო ყურიდან კალამი , დადო მაგიდაზე , გადმოგვცა ვაჟას პოემა ,,მოხუცის ნათქვამი " და თქვა : ,,დღეიდან მე თავისუფალი ვარ , დაგვებადა უნიჭიერესი მგოსანი . პოემა ხვალისთვის დაბეჭდეთ , მთლიანად , არ გაწყვიტოთო".
თანამშრომლები გაოცებული დავრჩით ასეთი საქციელით, მწერლის დაფასება-ქებაში ილია ძალიან ძუნწი იყოო ___ თქვა გიგამ.
შიო მღვიმელი
Комментариев нет:
Отправить комментарий
კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!