სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

пятница, 4 октября 2013 г.

საშინაო დავალება 7/10/13


  • მათემატიკა___ გამრავლების ტაბულა 6-ზე და 7-ზე; 
  • ამ ამოცანებს პასუხი გაეცით რვეულში:
1) ხეივანში 9 ნერგი დგას.მეზობელ ნერგებს შორის მანძილია 2 . რამდენი მეტრი მანძილია პირველ და მეცხრე ნერგს შორის? [დახატე რვეულში __ ასე გაგიადვილდება]


 2) რატის აქვს ორი თოჯინა,სამი ვაშლი,ერთი შოკოლადი,ორი ფორთოხალი,ხუთი ატამი და ერთი ველოსიპედი.რამდენი ხილი აქვს რატის?

) 4;      )5;       ) 10;       ) 18;      ) 21


  • ნახე ეს  და  შენც შექმენი ნახატი გამრავლებაზე!! ! :)



  • ესეც ანახეთ ბავშვებს![ხარვეზებია ქართულის მხრივ, მაგრამ აქ მთავარი მათემატიკაა მაინც , არაუშავს __ მათემატიკისთვის ვიღაცას კარგად უმუშავია :))  ]
***
  • ქართული___,,დედა წერტილი და შვილი წერტილი " მე-2 თავი მოყოლით ; იქვე წერითი სამუშაო;
  • დამატებით:  .... ამაზე ვისაუბრეთ ...სახლშიც თუ გადაიმეორებენ კარგი იქნება!




  • ბუნება___ შესწავლილი მასალის გამეორება ;გააკეთეთ ტესტი აქ

 ეს კარგად მოყოლით:

როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, მის მამას-ფილიპეს, ერთმა ვაჭარმა ცხენი მიჰგვარა. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ მეფე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა, ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა: „მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო“. ალექსანდრემ ცხენს ბუცეფალი დაარქვა, რაც ხარისთავას ნიშნავს.

და ესეც წაუკითხეთ მშობლებმა :

ბუნება_ქართული საზეპირო[გადაიტანეთ რვეულში ]
  • …გათენებისას სარკმელთან რომ მივედიმთვარე ისევ ცაზე დამხვდა. ვიდრე მეძინათავის ადგილას აბრუნებულიყო და ახლა დაცინვით დამცქეროდა.
ეს თამაში უკვე მესამე ღამეა გრძელდებადავუმიზნებ თუ არა ტელესკოპს, მთვარე ბეარნის ციხე-დარბაზის პარკისკენ გამირბის და ხეებს ეფარება.
მაგრამ დილაუთენიაროცა ვიღვიძებყოველთვის თავის ადგილას მხვდება და თავხედურად შემომხარხარებს სახეში.
     ამ ღამით აღარ დავიძინებაღარ მივცემ საშუალებას მთვარეს, მალულად აბრუნდეს ცარგვალზე. ბოლოს და ბოლოს ავხდი ფარდას მის საიდუმლოსგავიგებყოველთვის ბეარნის პარკისკენ რატომ გამირბისრაღა მაინცდამაინც იქ მემალებაახლა მოთმინება უნდა მოვიკრიბოსარკმელთან ვზივარტელესკოპი ცისკენ მაქვს მიმართული და ველიროდის გადაიყრის ღამეული ცა ღრუბლებსრათა დავიწყო შერკინება მთვარესთან.
,,მთვარეზე ნადირობა"

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!