სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

среда, 29 мая 2013 г.

საშინაო დავალება 31,05,13


  • ქართული ___ ,,ხეების კამათი" კითხვით -მოყოლით; დავალებაN6; იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია (მოკლე) გასახსენებლად


    რევაზ ინანიშვილი – მუხა

ეს მუხა ტყის პირას დგას, – ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, – ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისკენ: ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოუფრენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, – კივკივო! – ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ…
ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: – აი, ბურთი და აი, მოედანი! – მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, – ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი – წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით.
მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, – თვეები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.
მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.
მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფაა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.
მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.



ხე დარგე

 თბილისელი ხარ, შენს თბილისს   
მზის სხივად გადაექარგე,-
ქორწინების წინ ხე დარგე,
შვილი გეყოლა, ხე დარგე!
ხე დარგე, როცა მოიწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე,-
 ლელოს გაიტან, ხე დარგე,

კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!     
                                                                         
მორის ფოცხიშვილი 


  • მათემატიკა___ გვ-114-115,  დასაწერად-N5, N6[52]

вторник, 28 мая 2013 г.

საშინაო დავალება 30/05/13


  • ქართული ___ ანა კალანდაძის ლექსი(იგივე) კითხვით-ზეპირად! 
ანა კალანდაძე   [ გადაწერეთ რვეულში]
* * *
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ...
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა...
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერო ტაო...
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო... 

  •  მათემატიკა __N7[71]; N6[46]

понедельник, 27 мая 2013 г.

საშინაო დავალება 29/05/13

ბოლო კვირის რომელიმე დღეს , შუა კვირაში სავარაუდოდ, ვაპირებთ წასვლას ექსკურსიაზე საგურამოში. ავტობუსის შოვნა თუ შეუძლია ვინმეს დაწერეთ.

  • ქართული ___ ანა კალანდაძის ლექსი კითხვით-ზეპირად! დასაწერად  N7

დააკავშირე
                   
ზღვაგალობდა
ბულბულიკნაოდა
მერცხალიღელავდა
კატაჭიკჭიკებდა
ბაყაყიკაკანებდა
მამალიყიყინებდა
ქათამიყიოდა
  • მათემატიკა ___ N 7,8 და ერთი დავალება თქვენი სურვილით ! :) ,
და კიდევ ეს, დამატებით :  რამდენი ბავშვია?
მამას ჰყავს 6 ბიჭი. თითოეულ ბიჭს ჰყავს დაც.რამდენი შვილი ჰყოლია მამას?smiles   აბა , თქვენ იცით !!! :)

воскресенье, 26 мая 2013 г.

საშინაო დავალება 28/05/13

  • ქართული___სასაუბრო..მწერები"; დასაწერად- N16  და ქვევით მოცემული დავალება:

 პირველ სვეტში დასახელებულ სიტყვათაგან შეურჩიეთ შესაფერისი მეორე სვეტში დასახელებულ სიტყვებს.
მწვანეღრუბლები
კოჭლიღამე
მსუბუქიცეცხლი
კუდიანიმანქანა
მთვარიანივარსკვლავი
ნელიცხვარი
შავიმინდორი
  • მატემატიკა___ N4,5[110] , ასევე-- დახაზე მართხუთხედი და გამოთვალე მისი პერიმეტრი.ტაბულა ზეპირად.

суббота, 25 мая 2013 г.

საშინაო დავალება 27/05/13


  • ქართული___ ,,ია და ჭიანჭველა"კითხვით-თხრობით. დასაწერად 1-5 კითხვებზე პასუხი.
  • მათემატიკა___ 1,3[108-109] , ტაბულა -ზეპირად,სახელმძღვანელო გვ .180-181

четверг, 23 мая 2013 г.


დავალება ___ მოიფიქრეთ ისეთივე სამუშაო , რაც გავაკეთეთ გაკვეთილზე!!!
,,მაგდანას ლურჯა "- მოყოლით__ დამატებით.

четверг, 16 мая 2013 г.

საშინაო დავალება 20.05.13

  • ქართული___ ,,რწყილი და ჭიანჭველა"გვ.133,134.
დასაწერად___ 134 გვ-ზე ბოლო ლექსი.
  • მათემატიკა ___ N5,6,7[107]

среда, 15 мая 2013 г.

საშინაო დავალება 17.05.13


  • ქართული ___ გასამეორებლად ,,ლეგენდა თბილისზე" , ,, ვანო და ქალაქი". ასევე არსებითი სახელი , ზმნა.
  • მათემატიკა ___ N4, 8, [105]

вторник, 14 мая 2013 г.

საშინაო დავალება16.05.13

მათემატიკა___ გვ,104-N1, 2.

ქართული___ გვ.131



საშინაო დავალება 15 /05 /13


  • მათემატიკა __N1,2,3[162]სახელმძღვანელოდან  -----N2[102] რუხაძე N1 [პარალელურ კლასს]
  • ქართული ___,,ნახევარწიწილა" მეორე თავი [კითხვით-თხრობით]; ამოიწერეთ  ზმნები.
  • ინგლისური___ 

четверг, 2 мая 2013 г.

აბა გამოიცანი!


რამდენი ლარი ყოფილა ყუთში?
ღია ყუთში გარკვეული რაოდენობის თანხა იყო. მოვიდა ერთი კაცი, დათვალა ფული, რამდენიც იყო, იმდენივე დაუმატა, აიღო 20 ლარი და წავიდა.
მოვიდა მეორე კაცი. იმანაც დათვალა ფული, რამდენიც იყო, იმდენივე დაუმატა, აიღო 20 ლარი და წავიდა.
მოვიდა მესამე კაცი, იმანაც დათვალა ფული, რამდენიც იყო, იმდენივე დაამატა, აიღო 20 ლარი და წავიდა.
ამის შემდეგ ყუთში ფული აღარ დარჩა.
რამდენი ლარი ყოფილა ყუთში თავიდან?
ამოცანა - ხუმრობა
ცარიელ ორმოსთან 5 მანეთიანი და 10 მანეთიანი შეეჯახნენ ერთმანეთს და ყველანი შიგ ჩაცვივდნენ.
რამდენი მანეთია ახლა ორმოში?


ჯადოსნური ფანქარი


 ჯადოსნური ფანქარი


ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა.
იმ დროს ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი პატარა ბიჭისახელად ვახუშტი ერქვაროგორც ყველა ბავშვსვახუშტისაც უყვარდა ფეხბურთის თამაშიუყვარდა წიგნების კითხვაუყვარდა გზებისა და გვირაბების გაყვანაქვიშაშიმაგრამ ყველაფერზე მეტად მას მაინც ხატვა უყვარდადღე და ღამე შეეძლო ეხატა გემები დათვითმფრინავებიფეხბურთელები და მოფარიკავეები.
ჩემი ვახუშტისაგან კარგი მხატვარი დადგებაო, - იტყოდა ხოლმე მისი მამაროდესაც შვილის ნახატებს თვალსგადაავლებდა.
მამა მუდამ ზრუნავდარომ პატარა მხატვარს ფანქრები და ქაღალდი არ მოკლებოდა.
და ვახუშტიც სულ ხატავდა და ხატავდა.
ერთხელ მამამ ვახუშტის გასაოცარი ფანქარი აჩუქაროდესაც ვახუშტიმ ფანქარს წვერი წაუთალა და ხატვა დაიწყო,სწორედ მაშინ აღმოჩნდარომ ფანქარი ჯადოსნური იყოდააპირა თუ არა ვახუშტიმ ზღვის დახატვაფანქარიცმაშინვე გალურჯდადროშის დახატვას მიჰყო ხელი და ფანქარი გაწითლდამერე ბოლის დახატვა გადაწყვიტა დაფანქარიც სასწრაფოდ გაშავდათოვლიანი მთების ხატვისას კი ფანქარი გათეთრდა...
ვახუშტიმ თვალები მოიფშვნიტახომ არ მეჩვენებაომაგრამარათვალები არ ატყუებდნენ ვახუშტისნახატიმართლაც ფერადი იყოფანქარი კი მხოლოდ ერთი ეჭირა ხელში.
ეს ამბავი ვახუშტიმ წამსვე ყველას გვამცნო და საბუთად ნახატი გვიჩვენა.
აბამათხოვე ერთიმეცა ვცადო! - ვთხოვე ვახუშტის და ფანქრის გამოსათმევად ხელი გავუწოდე.
ვახუშტიმ ფანქარი ზურგს უკან დამალა და მიპასუხა:
არავერ გათხოვებდამეხარჯება!
სხვამაც ბევრმა სთხოვა ვახუშტის ფანქარიმაგრამ ის სულ ერთსა და იმავეს იმეორებდადამეხარჯება და დამეხარჯებაო.
ამის შემდეგ ვახუშტი ფანქარს ერთი წუთითაც კი არ იშორებდაის კი არა დაღამეც გულში ჰქონდა ჩახუტებულისხვებს ხომ არ აძლევდა და არ აძლევდა,თვითონაც აღარაფერს ხატავდადამეხარჯებაოკვლავ თავისას გაიძახოდა.
ერთხელ ვახუშტიმ შეამჩნიარომ ფანქარი თითქმის ორჯერ გაზრდილიყო.
ახლა მაინც გვათხოვე! - ვეხვეწებოდით ჩვენმაგრამ პასუხად ისევ და ისევ უარს ვიღებდით.
ზაფხულამდე ფანქარი ისე გაიზარდარომ ვახუშტი იძულებული გახდათოფივით მხარზე გადებული ეტარებინამისი სიმძიმის ქვეშ წელში ოთხადმოკაკვული წავიდა ვახუშტი აგარაკზე.
როდესაც აგარაკიდან კვლავ ქალაქში დაბრუნდავახუშტიმ იფიქრავნახავ ერთიროგორ ხატავს ჩემი ჯადოსნური ფანქარიოიფიქრა და თვითმფრინავისდახატვა დააპირამაგრამ... ფანქარს ძვრაც ვერ უყო.
მთელი შემოდგომა ფანქარი ვახუშტის აივანზე იდორადგანაც ოთახში ვეღარ ეტეოდადა სულ იზრდებოდა და იზრდებოდა.
დადგა ზამთარი და ფანქარს უკვე აივანზეც ევიწროებოდა.
მოიყვანა ვახუშტის მამამ ქარხნიდან დიდი მანქანა მაღალი ამწეთი და გოლიათი ფანქარი აივნიდან ეზოში გადაატანინამერე კიროდესაც მან უკვენახევარი ეზო დაიკავა და მეზობლები შეავიწროვამხერხავები დაიქირავადილიდან გვიან ღამემდე იმუშავეს მხერხავებმადახერხეს ფანქარიდააპეს დაჩაზიდეს სარდაფში.
იმ ზამთარს ვახუშტის მამას შეშის ყიდვა აღარ დასჭირვებია.
კვლავ დადგა გაზაფხული.
ერთ მშვენიერ დღეს ვახუშტიმ იგრძნორომ ხატვა ძალიან მონატრებოდაიმ დროისათვის მას თავისი ჯადოსნური ფანქარი აღარც კი ახსოვდა დაჩვეულებრივ ფანქრებს მოკიდა ხელიმოჰკიდა და... თურმე არამცთუ ხატვაფანქრის სწორად დაჭერაც კი დავიწყებოდა.
ეჰვახუშტივახუშტირა მხატვარი გაფუჭდი?! - ვიძახდით მეზობლები და სინანულისაგან თავებს ვაქნევდით.



ავტორი: დავით ჯავახიშვილი

ამოიწერეთ ზმნები და გაარჩიეთ!!!