სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

среда, 30 января 2013 г.

01.02.13


  • ...ანდაზა-რებუსები ცოტა გავხალისდეთ სანამ მეცადინეობას შევუდგებით !


’’’’’’იყო.
პასუხი კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ!

  • კლასგარეშე საკითხავი
[გეძლევათ  ორი  კვირა სასწავლად,მასალა გამოყენებული იქნება ტესტებში!!! ]

,,ერეკლე მეფე და ინგილო ქალი "

ხელმარჯვე ოსტატი  

ზეპირად :
·        მეტრი  სიგრძის საზომი ერთეულია
·        ერთი მეტრი100 სანტიმეტრის ტოლია
·        1მ = 100 სმ   100სმ = 1მ 

10სმ = 1დმ
1დმ = 10სმ 
*    *    *    *    *    *     *    *     *

  • ქართული:


 1.დავალება. დააჯგუფეთ სახელები ვინ და რა კითხვების მიხედვით.
კაცი, მხეცი და ჩიტები -
ყველა საქმეს ჰკიდებს ხელსა,
მეთევზეა - ბადესა შლის
და მუშა კი იქნევს ცელსა.
2.დავალება


  • მათემატიკა:   გავიხსენოთ გეომეტრიული ფიგურები აქ 

                                 















ყურადრებით წაიკითხეთN5 დავალება 

დასაწერად__N6, 9,11

პატ. მშობლებო , მე გიწერთ იმ ნომრებს , რომლებიც რვეულში უნდა დაწერონ. შეგახსენებთ , თქვენ ყველა ნომერი უნდა განიხილოთ მათთან ერთად !!!

* * *
თუ N3 დავალება ვერ გაიაზრე , შეგიძლია გამოჭრა ფიგურები და დაალაგო ერთმანეთზე, როგორც დავალებაშია მითითებული; დაშტრიხვა დაიწყე[ნახაზზე] იმ ფიგურით , რომელიც ზევიდან მოექცევა და მიყევი  შემდეგ...


P.S.სათაურში მითითებული რიცხვი ნიშნავს, რომ დავალება უნდა გაკეთდეს  მინიშნებულ დღეს, ანუ 01.02.13  დავალება გაკეთდება 1-ში, 2-ის 2ში ... მე რომ გამოვალ ძველებურ ფორმატში გავაგრძელებთ!!! 

პატ. მშობლებო , ძალიან გთხოვთ პარალელური კლასის ბავშვებს ან მშობლებს შეატყობინოთ რომ დავალებები ნახონ ბლოგზე .  წინასწარ გიხდით მადლობას ! 

31.01.13

...გავიხსენოთ გეომეტრიული ფიგურები აქ  დახაზე რვეულში!!!

* * *

მაემატიკა გვ.6-7

პატ, მშობლებო! ყურადღებით წაიკითხეთ ბავშვებთან ერთად , გაწიეთ ჩემი მაგივრობა :)
ნუ დაიზარებთ სადაც შეიძლება პრაქტიკული სამუშაოს გაკეტება __გააკეთეთ .

ზეპირად: N3, 8, 9  და                                                                                                                          


·        მეტრი  სიგრძის საზომი ერთეულია
·        ერთი მეტრი100 სანტიმეტრის ტოლია
·        1მ = 100 სმ 

10სმ = 1დმ
1დმ = 10სმ 
შესაბამისად:
20სმ = 2დმ
30სმ = ?[რვეულში]
40სმ = ?[რვეულში]

56სმ ეს არის 50სმ და 6სმ ; 50სმ იგივე 5 დმ-ია,
ამიტომ   ___    56სმ= 5დმ 6სმ.

68სმ=?დმ ?სმ[რვეულში]
72სმ=?დმ ?დმ[რვეულში]


დასაწერად :N4 , 5, 6 .
ნიმუში : 
6დმ  3სმ - 48სმ= 63სმ-48სმ=15სმ= 1დმ 5სმ.

  • ქართული:

  •  დავალება. გადაიწერეთ ლექსი  და არსებით სახელებს გაუსვით ხაზი.
    საწყალი მელა ჩიოდა:
    არ მომივიდა ძილია,
    ერთსა საქათმეს მივაგენ,
    გამოვუთხარე ძირია;
    იხვსა, ბატსა და ქათამსა -
    ყველას გავკარი კბილია.
    წიგნიერება 
ლქსები ისწავლეთ ზეპირად , კითხვებს გაეცით პასუხი .
p.s.ტესტირების დროს ეს მასალა შევა ტესტებში 
გავიმეოროთ :

არსებითი სახელის კითხვებია: ვინ? რა?
- ვინ გააშენა ბაღი?
- აგრონომმა.
- რა გააშენა აგრონომმა?
- ბაღი.
- ვინ გიამბოთ ზღაპარი?
- პაპამ.
- რა გიამბოთ პაპამ?
- ზღაპარი.
- ვინ დახატა სურათი?
- მხატვარმა?
- რა დახატა მხატვარმა?
- სურათი.
მარჯვენა განყოფილებაში ,,ბმულები"  დაემატა *ხელმარჯვე ოსტატი  შეგიძლიათ იხილოთ!!!
გისურვებთ წარმატებებს !

* * *

თუ N3 დავალება ვერ გაიაზრე , შეგიძლია გამოჭრა ფიგურები და დაალაგო ერთმანეთზე, როგორც დავალებაშია მითითებული; დაშტრიხვა დაიწყე[ნახაზზე] იმ ფიგურით , რომელიც ზევიდან მოექცევა და მიყევი  შემდეგ...

вторник, 29 января 2013 г.

30.01 .13

ქართული __,,ძაღლი "  მოყოლით
დასაწერად  იხ. ...
გავიმეოროთ ,,წინადადება "

წინადადება სიტყვებისაგან შედგება.


წინადადებაში შეიძლება იყოს ორი სიტყვა, სამი სიტყვა და მეტიც.


კითხვის დროს წინადადების ბოლოს წერტილთან ვჩერდებით.


წერის დროს წინადადების ბოლოს წერტილს ვსვამთ.

წესები გაიმეორეთ _ზეპირად  უნდა ოცოდეთ!

მატემატიკა ___ [ რომელ გვერდზე ხართ , იქნებ დამიწეროთ კომენტარებში]



ყურადღებით წაიკითხე და გაიაზრე , წაიკითხე რამოდენიმეჯერ !!!


გამოჭერი ფერადი ქაღალდისგან  სამი
10-სანტიმეტრიანი , ანუ 1დეციმეტრი სიგრძის ზოლო და
ჩააწებე  რვეულში.
N4 ,5,6 რვეულში [გვ.5] 

მატემატიკა ___კვირის დამატებითი   სამუშაო [ცალკე რვეულში  , ან შეგიძლიათ ამობეჭდოთ]

თუ N3 დავალება ვერ გაიაზრე , შეგიძლია გამოჭრა ფიგურები და დაალაგო ერთმანეთზე, როგორც დავალებაშია მითითებული; დაშტრიხვა დაიწყე[ნახაზზე] იმ ფიგურით , რომელიც ზევიდან მოექცევა და მიყევი  შემდეგ...
* * *
გისურვებთ წარმატებას ...
მიყვარხართ და ძალიან მენატრებით!!!
                                                                                 
                                                  smiliesთქვენი ირინა მასწავლებელი.

среда, 23 января 2013 г.

განცხადება

...პატ. მშობლებო, რუხაძის მეორე ნაწილი შეიძინეთ ; მე როცა გამოვალ განვაახლებთ რუხაძის სახელმძღვანელოთი  მუშაობას!!!

суббота, 12 января 2013 г.

13 - 18 იანვარი



...
ქართულში წაიკითხეთ  64გვ-დან   71 გვ-მდე.


ბოლოს შეავსე ტესტი , ვისაც საშუალება გაქვთ ამობეჭდეთ
ტესტი
Ø  როგორ ადამიანზე იტყვიან: ,,თევზივით პირში აქვს წყალი ჩაგუბებულიო“
Ø  სად ბინადრობენ ტევზები?
Ø  თევზის ნაშიერს რა ჰქვია?
Ø  ამოწერეთ დიალოგი იგავიდან,,ორი ირემი: [რვეულში]
Ø  დაასრულეთ წინადადება: ორი ირემი ძოვდა. ირმები...
Ø  რატომ გაიჩინა სახლის პატრონმა კატა ?
Ø  არსებიტი სახ. გააფერადე:თაგვები შორიდანვე იგებდნენ კატის მოახლოებას და სოროებში იმალებოდნენ.
Ø  დაწერე თხრობითი წინადაება:
Ø  დაწერე მრ. რიცხვ. არსებითი სახელბი:
Ø  სულიერი:_____________________________________უსულო_____________________________________
Ø  დაწერე კითხვითი წინადადება:__________________________________________________
Ø  რას ჩიოდა შაშვი ? [შაშვის ჩივილი]...
Ø  რატომ დაუპირა მოკვლა მალას საქათმის პატრონმა?
Ø  დაახასიათე მელა ამ მოთხრობის მიხედვით
Ø  მოიფიქრე ხუთსიტყვიანი წინადადება [გაიხსენე ჩვებნ როგორ ,,ვზრდიდით“ წინადადებებს.

Ø  რა იპოვა ქოჩორა ქათამმა?

Ø  დაასრულე ანდაზა:,, მელამ თავის კუდი...
 :
ეს ტესტი ფეისბუკზეც დაგიდეთ ,ჯგუფში-,,ჩემი მე-2 კლასი" იქიდანაც შეგიძლიათ გადმოქაჩოთ თქვენს კომპიუტერში

среда, 9 января 2013 г.

ნოდარ დუმბაძე


..."სამშობლო მიყვარს ყველანაირი: ცუდი,კარგი,მახინჯი,ლამაზი,მშიერი,მაძღარი,შიშველი და შემოსილი,ბედნიერი და უბედური...ყველანაირი... იმიტომ,რომ სამშობლო ხაჭაპური არ არის,მარტო ყველი რომ გიყვარდეს შიგ და ქერქი არა,არც ქიშმიშიანი ნამცხვარია სამშობლო,ქიშმიში რომ ამოარჩიო შიგ და დანარჩენი გადაყარო,სამშობლო ყველანაირად უნდა გიყვარდეს - ქერქიანად,ნახშირიანად,ჰაერიანად,მტვრიანად,ნაკლითა და უნაკლოდ,ყველანაირად"...



გადაწერეთ რვეულში და ისწავლეთ ზეპირად

суббота, 5 января 2013 г.

6 იანვარი


შემოხაზული  ნაწილიდან ამოწერეთ
 მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები


ასევე ტექსტი ისწავკეთ კარგად კითხვით!
...