ფარნაოზის მამა იყო მცხეთის მამასახლისი. ფარნაოზის ბავშვობის
დროს საქართველოს შემოესია მაკედონელთა წინამძღოლი იაზონი დიდძა-
ლი ჯარით. სძლია ხანგრძლივ ომში ქართველ ჯარსა, მოუკლა მას წინამ-
ძღოლი, მცხეთის მამასახლისი, და ჩვენს ქვეყანას დაადო კისერზე მონობის
უღელი.
დაქვრივებულ ცოლს მოკლულის მამასახლისისას ეშინოდა იაზონისა
და ამის გამო გაეცალა ქართლს, წავიდა ჩრდილოეთისაკენ და თავი შეაფარა
ოსეთში, თან გაიყოლა პატარა ფარნაოზიც. ოსებმა დიდი პატივით მიიღეს
ორივენი და გულწრფელი ზრუნვა აღმოუჩინეს.