სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

среда, 1 февраля 2012 г.

საშინაო დავალება 02.02.12

ქართულში __იგივე ; ყურადღება მიაქციეთ საკითხავ მასალას [წაიკითხეთ გუშინდელი დავალება... უკმაყოფილო ვარ ბავშვების მომზადების დონით :(( ბავშვებმა უნდა შეძლონ კითხვებზე პასუხის გაცემა !!! ] http://saklaso.blogspot.com/2012/01/010112.html

მათემატიკა__სახელმძღვანელოდან 5,6,7 (გვ.90) დავალება რვეულებში.

ხვალ ფიზკულტურის ნაცვლად გვექნება ხელოვნება. ცხრილი ნახეთ აქ http://saklaso.blogspot.com/p/blog-page_31.html

კითხვები: (კომეტარებში აქვე )http://saklaso.blogspot.com/2012/02/020212.html?showComment=1328095443887#c2242190898164060236

2 комментария:

  1. პატივცემულო მშობლებო ცოტა მეტი ვიმუშაოთ ბავშვებთან . დღეს უკმაყოფილო ვიყავი მათი მომზადების დონით!!! განაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ,,საკიხავ მასალას“ და ,,პრეზენტაციებს“.... ბავშვებს უნდა შეეძლოთ კითხვებზე პასუხის გაცემა!!!

    1. როგორი ასო-ბგერაა ტ?
    2. მოძებნე ტექსტში ტ-ზე დაწყებული სიტყვები?
    3. მოიფიქრე, ან მონახე ტექსტში ორმარცვლინი ან სამმარცვლიანი სიტყვები!
    4. წაიკითხე მეორე წინადადება, მესამე და ა. შ?
    5. რა იწერება თხრობითი წინადადების ბოლოს?
    საკითხავი მასალიდან:
    • რა ვიცით კირკიტას შესახებ?
    • რა სარგებლობა მოაქვს მას სოფლის მეურნეობისთვის?
    • ჩამოთვალე გარეული ფრინველები?

    1. სად არის აგებული , ტაძარი , ,,სვეტიცხოველი“ ?
    2. რატომ ჰქვია მას ასე, ხომ არ იცი?
    3. ვინ ჩამოიტანა იესოს კვართი მცხეთაში?
    4. ვინ შეეგება მას (მისი და სიდონია) და რა მოუვიდა უმალ?
    5. რა ამოვიდა მის საფლავზე და რით იყო ის გამორჩეული?(სიდონია ძვირფას კვართიანად დაუკრძალავთ. მის საფლავზე უზარმაზარი ლიბანის ნაძვის ხე ამოსულა, რომლის ქვეშ ზამთარ - ზაფხულ ყვავილნი ყვაოდნენ.)
    6. რა არ უნდა დაგვავიწყდეს?...რომ (337 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს ნინო განმანათებლის რჩევით, განუძრახავს ტაძრის აგება იქ, სადაც დაკძალული იყო კვართი უფლისა. მოუჭრიათ საფლავზე ამოსული ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ.)
    7. გამოთლილი შვიდი სვეტიდან ერთი როგორი იყო? მეშვიდე კი - ყველაზე დიდი და გაბრწყინებული მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო "სუეტი ცხოველი" - სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი, რომელის სახელიც ეწოდა ტაძარს.
    8. რომელი მეფეებია დასაფლავებული სვეტიცხოველში?

    ОтветитьУдалить
  2. ზოგიერთი ბავშვი მოდის მოუწესრიგებელი (ვგულისხმობ საჭირო ნივთებს) ,გთხოვთ მიაქციოთ ყურადღერბა !!!

    ОтветитьУдалить

კომენტარი თუ არ იდება , იმ შემთხვევაში ,,პროფილში" ანუ აქ Подпись комментария - ში : ჩამოშალეთ ისარი და მიუთითეთ Aнонимный , შემდეგ დააკლიკეთ Публикасиа -ზე
>>კომენტარს , ბოლოს , მიაწერეთ სახელი!!!

სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს კომენტარებს !!!