სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

четверг, 27 февраля 2014 г.

საშინაო დავალება 28/02/14

ქართული___ "ნაცვალსახელი მრავლობით რიცხვში" [131] წერითი სამუშაოN2[131]
დამატებით:

მათემატიკა ___ N8,9,10[39] -ვისაც არ აქვს გაკეთებული;  N5,6,7მეორე [ქვედა] სტრიქონები;
 ტაბულაზე ივარჯიშეთ მუდმივად!!!

вторник, 25 февраля 2014 г.

საშინაო დავალება 27/02/14

  • ქართული___,,ბევრი თუ ცოტა", წ/ს_ იქვე [102]
დამატებით
    მოუსმინეთ და ისწავლეთ 
  • მათემატიკა___N6[39]
დამატებით:

понедельник, 24 февраля 2014 г.

საშინაო დავალება 26/02/14

ქართული___ "ვაჟკაცსა გული რკინისა"_ზეპირად,      წ/სN6,7 [130]
გრამატიკა ზეპირად

ნაცვალსახელი
 სიტყვას, რომელიც არსებითი სახელის ნაცვლად იხმარება, ნაცვალსახელი ჰქვია.

მე, ჩვენ, შენ, თქვენ, ის (იგი), ისინი, მან, მას (იმას, ამას), მათ პირის ნაცვალსახელებია.

მათემატიკა___ N2,3 [38]

დამატებით

1.კანფეტები პაკეტში
პაკეტში ორი დასახელების კანფეტებია. დაუნახავად, რა უმცირესი რაოდენობის კანფეტები უნდა ამოვიღოთ პაკეტიდან, რომ მათ შორის აღმოჩნდეს:
1) ორი ერთნაირი დასახელების კანფეტი;
2) სამი ერთნაირი დასახელების კანფეტი.


2.ათლარიანის დახურდავება
რამდენი ხერხით შეიძლება 10-ლარიანი კუპიურის ნაკლები ღირებულების კუპიურებად დახურდავება? (გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში ბრუნვაშია 1, 2 და 5 ლარიანი კუპიურები).
 




საშინაო დავალება 25/02/14

  •  მათემატიკა___ N3-10[36-37რუხაძე] სახელმძღვანელო არ წამოიღოთ!
  • ქართული___ ,,სოლომონ ბრძენი" __კარგად კითხვით, დასაწერად__წ/ს N6,7,8[133]

 ტექსტის გააზრებაზე..., ვინც დღეს არ იყო , იმ ბავშვებმა დაწერონ ;სხვებმა იქნებ გააუმჯობესოთ თქვენი მოსაზრებები .


კრწანისის ყაყაჩოები
ჰეი,თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა ,
თქვენს  საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა,
შავჩოხიანო ვაჟკაცო,ჭრილობა ხომ არ შეგეხსნია!
ეს სისხლი არის , თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
ლადო ასათიანი
რა აქვს საერთო აყვავებულ ყაყაჩოს სისხლის წვეთთან და ცეცხლის ალთან?

  • ბუნება___  " სითბო" , 
  1. დავალება N1[99], 
  2. ყველა კითვას გაეცით პასუხი , რა თქმა უნდა ზეპირად!!!
  3. წამოიღეთ წიგნი-რვეულიც და ჩვეულებრივიც!

P.S. მივმართავ მშობლებს!!!
__ტაბულა სწავლეთ ბავშვებს, კარგად ,კარგად, ძალიან კარგად!!!  სამ დღეში ვიწყებ გვარების გაწერას ბლოგზე, ვისაც არ ეცოდინება :(((