სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

среда, 30 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 30/11/11

წელი ახალი პაწაწინების ოცნება
ყველა ზღაპარი, ყველა სურვილი ახდება
.. მოვიდა ნათელი დღე სიხარულს მოგვიტანს ჩვენ X2

დაგვბედებოდეს ბედნიერება, სიკეთე
მრავალჟამიერ სიხარულსა და იმედებს
.. ახალ წლის ლამაზი დღე ფიფქებმა გვაჩუქეს ჩვენ X2

დაგვბედებოდეს ბედნიერება, სიკეთე
მრავალჟამიერ სიხარულსა და იმედებს
.. მოვიდა ნათელი დღე სიხარულს მოგვიტანს ჩვენ X2
[ხვალისთვის ზეპირად]

იხილეთ გვერდი <საბავშვო სიმღერები>
P. S. ტექსტები, რაც ქვემოთ მოგწერეთ, უნდა ისწავლონ ამ კვირაში !!!

понедельник, 28 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 29/11/11

ქართული---,,ურემი" ძალიან კარგად კითხვით.
დასაწერად___სამი წინადადება წიგნიდან.(ზეპირედ)




მათემატიკა ___თავად იციან რა უნდა დაწერონ (ვამოწმებ მათ).



მუსიკის გვერდზე შედით და სიმღერებს მოუსმინონ!!!
სამივე სიმღერა უნდა ვისწავლოთ ამ კვირაში.

საახალწლო

რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის.
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით.
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი,
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.


ნაძვის ხეო

ნაძვის ხეო,
ნატვრის ხეო,
გული ლხენით აგვივსეო.
ნუ დაგვღალე,
თოვლის ბაბუ,
საჩუქრები გვაღირსეო. [ყ ვ ე ლ ა მ ისწავლოს]


ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
ლამაზო და მშვენიერო,
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიცეკვო და დავიმღერო! [ყველა ამბობს}

суббота, 26 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 28/11/11(სამშაბათისთვის)



ქ ა რ თ უ ლ ი___ასო-ბგერა რ ,,,ურემი" კითხვით
დასაწერად ___დედანში ორი ხაზი
სავარჯიშო რვეულში <ყვითელი დავალება>

რ-ზე დაწყებული ანდაზები:
,,რაც არ გერგება , არ შეგერგება"
,,რასაც დასთეს იმას მოიმკი" [ზეპირად]

ჩქარსათქმელი: ,,რიონი ნარიონალში , ნიორი ნანიორალში" [სავარჯიშო]

მონახეთ ტექსტში მათი სახელები და დაწერეთ რვეულშიც :


მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა___8,9
დახაზონ : სამკუთხედი , ოთხკუთხედი ექვსკუთხედი.
ასევე იხ. <მათემატიკის გვერდი>

საშინაო დავალება28/11/11

пятница, 25 ноября 2011 г.

საშინაო დავალება 25/11/11 (ორშაბათისთვის)

ქართული_____,,თევზი" კარგად კითხვით
დასაწერად____,,სავარჯიშო რვეულში" დაასრულონ ყველა დავალება ,ასევე დედანშიც

იხ,< პრეზენტაციები> ,,ზ'' და <ზღაპრის გუდა> - ში ა.ს. პუშკინის ,,მებადური და ოქროს თევზი"

(იქნებ მოყოლაც მოახერხონ )



მათემატიკა____შემდეგი 3გერდი <7>

ტესტი გამოგიგზავნეთ,,მეილზე" აუცილებლად გამიკეთონ და გადმოგზავნეთ , ან ბუკებში გააკეთონ.

რვეულში დასაწერი: იხ. <მათემატიკის გვერდი >