სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

среда, 17 июня 2015 г.

ერევნის დღიურები

მიმდინარე [2015] წლის 11 ივნისს ქალბატონ რიფსიმესა და ბატონ აშოტ  ბლიანის სპეციალური მიწვევით ვიმყოფებოდი ერევანში .

მე, აშოტ ბლიანი და ჯგუფის

ხელ-ლი ვიქტორია ბალავაძე

...და ასე გავემგზავრეთ ერევანში .ჩემთან ერთად, რა თქმა უნდა ,იყვნენ ჩემი მოსწავლეები და მათი მშობლები


მანქანას ველოდებით , ერთი სული გვაქვს როდის გავემგზავრებით :))
...დავიძარით... გზა მშვიდობისა ერევნისკენ!!!









საოცარად თბილი და სტუმართმოყვარენი არიან  ჩვენი მასპინძლები,ძალიან უშუალო და ყურადღებიანები...        



         







                                           

                                                           






 იმავე საღამოს გავემართეთ კლასიკური მუსიკის კონცერტზე __ ძალიან ვისიამოვნეთ და საოცარი შთაბეჭდილებებით წამოვედით იქიდან.


...და აი, გათენდა მხიარული დილა_ ვარჯიშებით და ცეკვებით, საოცარია, ეს ენერგია და განწყობა  მიგყვება მთელი დღის განმავლობაში.




***
ხელოვნების პედაგოგმა ჩემს პატარებს ქვაზე მოახტვა ასწავლა . ბავშვები, სომეხ თანატოლებთან ერთად ,ხალისით შეუდგნენ საქმეს ,შექმნეს ლამაზი კომპოზიციები .



საღამოს კი  ღამის ერევანი დავათვალიერეთ ,რომელიც საოცრად ლამაზია . მოცეკვავე ფანტანების ფონზე კლასიკურ მელოდიას ვუსმენდით და ვტკბებოდით...


ბავშვებისგან ავიღე ინტერვიუ



***

დილა ისევ ვარჯიშით და ცეკვით დავიწყეთ ,შემდეგ კი ბავშვებმა კედელი მოხატეს .



შესვენების შემდეგ სხვა სკოლაში წავედით და იქ ჩვენი ბლოგის და ბავშვების
ნამუშევრების პრეზენტაცია გვქონდა





საქმიანი სეხვედრის შემდეგ აუზში  ცურვა გველოდა


***

ძალიან კარგი მასპინძლები არიან ერევნელები , აღარ იცოდნენ რითი ესიამოვნებინათ ჩვენთვის . ძალიან კა ყოფილი ვიყავი იმით , რომ ჩემი მოსწავლეებ და მათი მშობლები გახარებულ-ი და ბედნიერები იყვნენ ...
საოცარი სიურპრიზი მოგვიწყო  ბატონ აშოტ ბლიანმა  _ ქალაქია ერთ-ერთ მოედანზე , ღია ცის ქვეშ, გაგვიმართეს კონცერტი ,



***
მოვინახულეთ წმინდა რიფსიმეს ტაძარი_ რიფსიმეს ტაძარს უწოდებენ ქალაქის ჭიშკარს. ტაძარი აშენდა 618 წელს წმ. რიფსიმეს ტანჯული სიკვდილის ადგილზე. წმინდანი აქვეა დაკრძალული.

 ლიზი ჭელიძემ მოამზადა რეფერატი წმინდანის ცხოვრებაზე.

ბავშვებმა ასევე გაიხსენეს სახელოვანი ქართველი წინაპრები , წაიკითხეს ლექსები... ძალიან ამაღლებული განწყობა დაგვეუფლა ყველას.

 დიდი მადლობა ჩემო კარგებო ასეთი მონდომებისთვის.



...
მოვინახულეთ ეჩმიაძინის კომპლექსი _ საოცრად გრანდიოზული და შთამბეჭდავი.


***
განა შეიძლებოდა არ მოგვენახულებინა ,,სევანის ტბა"...



პიკნიკიც მოვაწყვეთ ტბის სანაპიროზე კიდევ უფრო მოვეფერეთ ერთმანეთს.

ყველაფერი ძალიან კარგი იყო, შევიძინეთ მეგობრები, გავეცანით მათ კულტურას, მოვინახულეთ ღირსესანიშნავი ადგილები...გავეცანით მათ სკოლებს , სწავლების მეთოდებს და ა.შ. 
უღრმესი მადლობა საუკეთესო მასპინძლობისთვის, ეს დღეები საუკეთესო მოგონებად დარჩება ჩვენთვის.



ვიდოკოლაჟი










ფოტოგალერეა







,,მეგობრობის ხე,, თბილისიდან ჩატანილი

******

და ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს ქობულეთში

და აი, შედეგიც სახეზეა ...აი, ესაა მეგობრობის ხიდი







вторник, 2 июня 2015 г.

იანუშ კორჩაკის 10 მცნება მშობელთათვის


იანუშ კორჩაკი (Janusz Korczak, ნამდვილი სახელი – Henryk Goldszmit; 1878 — 1942) – გამოჩენილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე.
პოლონეთის ოკუპაციის წლებში იბრძოდა ვარშავის გეტოში ბავშვების სიცოცხლისათვის. დაიღუპა ტრებლინკის გაზის კამერაში თავის 200 აღსაზრდელთან ერთად.


Janusz_Korczak
1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.

2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.

3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს.

4. ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისევე რთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვს ჯერ არ აქვს გამოცდილება.

5. არ დაამცირო

6. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.

7. ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება.

8. შვილი – ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.

9. გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.
10. გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გახსოვდეს – ის შენთან გარკვეულ დრომდეა.

ყურადღება !!!

პირად საქმეში ჩასამატებელია საბუთი __"არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი"  და ეს სასწრაფოდ ,დღესვეა გასაკეთებელი !

ეს ბარათი მოსატანი აქვთ...
სია:

ანა კანდელაკი
მარიამ კარიჭაშვილი
დავით კბილაშვილი
მარიამ მანჯავიძე
ნიკოლოზ ფავლენიშვილი
ნინო ხაჩიძე
ნინო ჩოღვინაძე + სურათიც არ აქვს 3/4-ზე
ლაზარე წულუკიძე
ალექსანდრა ძაბახიძე
ელიზავეტა ჭელიძე
ლუკა ცხვედაძე

უნდა მიბრძანდეთ იუსტიციის სამინ. , აკეთებენ უფასოდ ...
ძალიან გთხოვთ არ გადადოთ _ სასწრაფოდ არის მოსატანი!!!

понедельник, 1 июня 2015 г.

დავალება 02.05.15

ქართული__ N15 გვ.216, აბრუნეთ სამი არსებითი სახელი;

მათემატიკა __ 4,5,6,7,8 (179)

ბუნება__ 82- 83 პარაგრაფი

1925 წელს, ჟენევაში, გამართულ ბავშვთა კეთილდღეობის მსოფლიო კონფერენციაზე, 1 ივნისი გამოცხადდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღედ. ჩვეულებრივ, ამ დღეს იმართება ბავშვებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ამ დღის აღნიშვნის მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ომებისა და კონფლიქტების საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათ ჯანმრთელობასა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებაზე.