სხვა გვერდები

...წიგნმა ასე იცის...ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და იგი თავს შეგაყვარებთ. ხოდა, მოსინჯეთ, ჩემო პატარებო, თუ მაინც არ გჯერათ ჩემი ,იკითხეთ ბევრი და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სიმართლეში.

. . . . . . . . . . . . . თქვენი ირინა მასწავლებელი





...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს ბედნიერებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . პრინცესა დ ა ი ა ნ ა.. . . . . . .. . . [ასე მგონია ჩემი სიტყვებია :) ]

среда, 13 февраля 2013 г.

13 '02 '12

ქართული___ 


    ხორბალი დასათესად მანქანით მიიტანეს. ეს პირველად კაჭკაჭებმა გაიგეს და კრიახით ახლომახლო ჭალები სწრაფად შემოირბინეს. ვინც კი შეხვდათ, ყველას ახარეს: __მინდორში ბევრი ხორბალი მოიტანესო.
    გამხიარულდნენ შაშვები, აწრიპინდნენ ბოლოქანქარები, ბეღურები. გემრიელი საკენკი ძალიან უნდოდათ, მაგრამ მანქანების შიშით ახლოს ვერ მიდიოდნენ.
  • P.S.წაუკითხეთ  ბავშვებს ეს მოთხრობა რამდენიმეჯერ , შემდეგ მოაყოლეთ და დააწერინეთ შინაარსი.
მათემატიკა___


გაიხსენე მათი სახელები .დახაზე გეომეტრიული სხეულები!!!

გაიხსენე!
სამგანზომილებიანი ფიგურები
ვისაც ისტორია უყვარს

вторник, 12 февраля 2013 г.

12'02'13

...ქართული ____განამტკიცეთ:

არსებითი სახელის რიცხვი

1. დავალება. დააკვირდით სურათებს და გაარკვიეთ, რამდენი გოჭია პირველ სურათზე? მეორეზე? წაიკითხეთ წარწერები.

 

 
გოჭი
გოჭები
გოჭი არსებითი სახელია; იგი ერთ საგანს აღნიშნავს და მხოლობით რიცხვშია.
გოჭებიც არსებითი სახელია, მაგრამ ერთზე მეტ საგანს (ორს, ათს, ათსსა და მეტს), მრავალ საგანს აღნიშნავს და მრავლობით რიცხვშია.
გოჭი მხოლობით რიცხვშია.
გოჭები მრავლობით რიცხვშია.

 დავალება. ამოიწერეთ ქვემოთ მოყვანილი ნაწყვეტიდან მხოლობით რიცხვში მდგარი არსებითი სახელები.
მინდორი ყვითლად მოჩანდა. ტყე დაღვრემილიყო. ხეებს ფოთლები გასცვენოდა. ნაძვი და ფიჭვი კი ისევ მწვანედ იდგა. ქარი დაძრწოდა. ჩიტები აღარ გალობდნენ.

понедельник, 11 февраля 2013 г.

11.02.13

      ქართული:

არსებითი სახელის რიცხვი

1. დავალება. დააკვირდით სურათებს და გაარკვიეთ, რამდენი გოჭია პირველ სურათზე? მეორეზე? წაიკითხეთ წარწერები.

 

 
გოჭი
გოჭები
გოჭი არსებითი სახელია; იგი ერთ საგანს აღნიშნავს და მხოლობით რიცხვშია.
გოჭებიც არსებითი სახელია, მაგრამ ერთზე მეტ საგანს (ორს, ათს, ათსსა და მეტს), მრავალ საგანს აღნიშნავს და მრავლობით რიცხვშია.
გოჭი მხოლობით რიცხვშია.
გოჭები მრავლობით რიცხვშია.

  • წერითი დავალება:




სიტყვის ყუთი:
ამოვიდა-ამოცურდა  [მთვარე ,მზე]

ბრდღვიალებდა - ენთო   [ნათურა, ვარსკვლავი...

აღტაცებით, აღტაცებული

ცნობისმოყვარე

  •                                        მათემატიკა                                                                                                                                                                                                                  

* * *
ახლა ეწვიე ინტელექტკლუბს, მოიფიქრე პასუხები და შემდეგ გადაამოწმე
 პირველ რიგში გაეცანი ინსტრუქციას  ,დაიხმარე უფროსები



ჯერ გაეცი პასუხები!!!

пятница, 8 февраля 2013 г.

08,02.13





  • N9 სავარჯიშოს რაც შეეხებ არაა აუცილებელი და არც საჭირო 2ლარის 200 თეთრად წარმოდგენა , რადგან  ჩვენ ჯერ ვანგარიშობთ მხოლოდ 100-ის ფარგლებში, ამიტომ წარმოვიდგინოთ რა რაოდენობის თანხა გვჭირდება 2 ბანანის საყიდლად __60  და კიდევ 60 თეთრი   , ეს თანხები ასე ვთქვათ ,,შევაერთოთ"

60 მივუმატოთ 40 , გავხადოთ 1ლარი და დავამატოთ დარჩენილი 20 თეთრი , ანუ, რომ წარმოვიდგინოთ ,ასე 60+60=(60+40) +20=100+20,ანუ 1ლარი და 20 თეთრი[ბანანებში გადაიხადეს 1ლარი და 20 თეთრი] გამოვიყენოთ ამოხსნის გრძელი (ხომ გახსოვთ?) გზა.

60თ+60თ.=1ლ.20თ.
2ლარს-1ლარი -20თ=1ლ-20თ= 80თ.

  • 2ლარს გამოვაკლოთ ერთი ბანანის თანხა 60 თეთრი  ,დარჩება=1ლარი40 თეთრი ; შემდეგ   ამ  დარჩენილ თანხას კიდევ გამოვაკლოთ 60 თეთრი,მეორე ბანანში გადახდილი თანხა, ანუ 1ლარს და  40თეთრს -60 თეთრი...ასე __ჯერ 40 , მერე დარჩენილ ლარს აკლდება 20 , შესაბამისად ხურდა იქნება 80 თეთრი 
2ლ-60თ-60თ=1ლ.40თ. - 60თ=1ლ.40თ-40თ-20თ=1ლ-20თ=80თ.
  • დავშალოთ 2 ლარი ორ ნაწილად  2ლარი= 1ლარს+1ლარი.....
1ლ=100თ შესაბამისად  1ლარს -60თ=100-60=40თ.
მეორე 1ლარს -60თ=100-60=40თ
ხურდა არის 40+40=80

მე შემოგთავაზეთ ამოხსნის რამდენიმე ვარიანტი , რომელიც გიადვილდებათ , ის ამოირჩიეთ !
.ოთახის კუთხეები
ოთახს აქვს ოთხი კუთხე. ყოველ კუთხეში ზის ერთი კატა.თითოეული მათგანი კი ხედავს სამ კატას.რამდენი კატაა ოთახში?
2-ზე გამრავლება პრეზენტაცია3
ქართული__დავალება. ამოიწერეთ ანდაზებიდან მხოლოდ ის არსებითი სახელები, რომლებიც უსულო საგნებს აღნიშნავენ და დაესმით კითხვა რა?
სანამ წნელი პატარაა, მანამ უნდა მოიგრიხოსო.
ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებსო.
სანამ თონე ცხელია, ლავაში ჩააკარიო.
უეკლოდ ვარდი არავის მოუკრეფიაო.
ძაღლის კუდი არ გასწორდებაო.
როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო.
რებუსი:

четверг, 7 февраля 2013 г.

07.02.13

  1. დაწერეთ ის რაც მოცემული გაქვთ დავალებად



2. ტყის პირას
ტყის პირას დგას  ვაშლის ხე.  ხეს აქვს 3 დიდი და 5 პატარა ტოტი.თითოეულ დიდ ტოტზე ასხია 12 ვაშლი, პატარებზე კი - 5 -5 ვაშლი.სულ რამდენი ვაშლი ასხია  ხეს?






  • ქართული:
  1. ისწავლეთ ის, რაც მოცემული გაქვთ დავალებად ;
  2. დამატებით :
დავალება. ამოიწერეთ ანდაზებიდან მხოლოდ ის არსებითი სახელები, რომლებიც სულიერ საგნებს აღნიშნავენ და დაესმით კითხვა რა?

ხარი ხართან რომ დააბა, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო.
მიმპარავი ძაღლი მყეფარზე უარესიაო.
ტკბილი სიტყვით მთას ირემი მოიწველაო.
მჩხავანა კატა თაგვს ვერ დაიჭერსო.
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო.
მგელს რომ შვიდი ტყავი გააძრო, მაინც მგელიაო.